ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41868

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის პირველ ნოემბერს პეტერბურგში ბოროზდინი გარდაიცვალა. ის საქართველოში 14 წელი ცხოვრობდა და სამეგრელოს მთავრის, ნიკოლოზ დადიანის აღმზრდელი იყო. მას ეკუთვნის წიგნი „მოგონებანი ამიერკავკასიაზე“.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 8 ნოემბერს რკინიგზის თანამშრომლის ცოლი სავიცკაია გარდაიცვალა. ექიმ ნიკოლოზ ხუდადოვის დასკვნით სავიცკაია მოწამლული იყო.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 12 ნოემბერს გენერალ ალხაზოვის დასაფლავებას ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვი, ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძე, ივანე გივის ძე ამილახვარი, ვიცე-გუბერნატორი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე სტეფანოვიჩი და ა.შ. ესწრებოდნენ.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 20 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ საშუალებით ეკატერინე პეტრიაშვილისამ და ზაქარია ჩხიკვაძემ ნათესავებს დეკანოზ გროგოლ პეტრიაშვილის გარდაცვალება შეატყობინეს.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 24 იანვარს იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილი ჭლექით გარდაიცვალა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 26 იანვარს ვლადიკავკაზში, ოსების ეკლესიაში, გაბრიელ ეპისკოპოსის სულის მოსახსენიებლად წირვა და პანაშვიდი გადაიხადეს. ადგილობრივმა დიაკვანმა და მღვდელმა წირვა ქართულ ენაზე ჩაატარეს.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 26 იანვარს ბორჯომის ერთ-ერთ ეკლესიაში სერგეი დავითაშვილმა გაბრიელ ეპისკოსის სულის მოსახსენიებლად ქართულ ენაზე წირვა აღასრულა და პანაშვიდი გადაიხადა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 3 თებერვალს რომის კათოლიკეთა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში დანიშნული იყო იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილი პანაშვიდი.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 3 თებერვალს დანიშნული იყო იაკობ ლაზარაშვილის პანაშვიდი.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 9 მარტს ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. განსვენებული 20 წლის განმავლობაში განაგებდა დაღესტნის თემს.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 9 მარტს რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე გარდაიცვალა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წელს გარდაიცვალა ნიკოლოზ ზუბალაშვილი.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წელს ფოტოგრაფი ალექსანდრე როინაშვილი გარდაიცვალა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 3 იანვარს მეცნიერი და პედაგოგი ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი გარდაიცვალა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 2 თებერვალს გრიგოლ ალექსანდრეს ძე შარვაშიძე გარდაიცვალა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ნიკოლოზ ზუბალაშვილი ნიცაში გარდაიცვალა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 12 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს განცხადება საზოგადოების წევრ ალექსანდრე როინაშვილის გარდაცვალების შესახებ.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 27 აგვისტოს, ნაშუადღევს, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ეზოში მდებარე ფანტანში გიორგი სხირტლაძის 11 წლის დისწული დაიხრჩო.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 24 ნოემბრის „ცნობის ფურცელში“ მეთოდე ვასილის ძე ქათამაძე ახლობლებსა და ნათესავებს ატყობინებდა, რომ 25 ნოემბერს ჩხარის მაცხოვრის ეკლესიაში მისი გარდაცვლილი მეუღლის, თებრომია ქათამაძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი და წირვა აღსრულდებოდა.

1900

ტიპი: გარდაცვალება

1900 წელს გარდაიცვალა ანასტასია თუმანიშვილის მეუღლე გიორგი წერეთელი.

1900

ტიპი: გარდაცვალება

1900 წლის 16 იანვარს დიდუბეში დაკრძალეს 12 იანვარს გარდაცვლილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი.

1900

ტიპი: გარდაცვალება

1900 წლის 12 იანვარს ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი გარდაიცვალა.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი გიორგი ქართველიშვილი გარდაიცვალა.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წლის 3 იანვარს ეკატერინე თადეოზის ასული გურამიშვილი-სტაროსელსკისა გარდაიცვალა.