ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები43111

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 15 მაისს განიხილეს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძის ძიების საქმე. დადასტურებულად ჩათვალეს მისი, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის სამაზრო კომიტეტის წევრის და აქტიური ა/ს მომუშავის ბრალეულობა და მოითხოვეს კვერნაძის 3 წლით დაპატიმრება იზოლაციის წესით, წინასწარი დაკავების ვადის დაუთქმელად.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 31 ივლისს დაკავებული სოლომონ პეტრეს ძე ბობოკაშვილის დაკითხვის ოქმის მიხედვით, მას ბრალად სდებდნენ მენშევიკობას და მათდამი თანაგრძნობას, რასაც ის კატეგორიულად უარყოფდა და ამბობდა, რომ არასდროს მდგარა მათ მხარეს. მეორე ბრალდება ის იყო, რომ ბობოკაშვილი სახლში მალავდა და იფარებდა ნოე ხომერიკს. ბობოკაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მისი მეუღლე იყო გურული და ხომერიკი მათ ესტუმრა. მისი თქმით, არ იცოდა, ვინ იყო ეს ადამიანი, ხომერიკმა მათთან დაჰყო 4-5 დღე, რის შემდეგაც ბობოკაშვილმა მეუღლეს სთხოვა სტუმარი სახლიდან გაეშვა. მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რომ ხომერიკი იყო. ხომერიკმა ერთხელ მიიყვანა მათთან ვანო ხმალაძეც.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 5 აგვისტოს, მეორე დაკითხვაზე, ივანე ცომაიამ განაცხადა, რომ 1918 წელს ჩოხატაურში აჯანყების დროს არ შეასრულა ბრძანება 8 ბოლშევიკი ტყვის დახვრეტის შესახებ, რის გამოც ნოე რამიშვილმა ის პასუხისგებაში მისცა.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატთან არსებული ,,მავნე პირთა ადმინისტრაციული წესით გადამასახლებელი კომისიის” დადგენილებით, საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ქალაქ თბილისიდან 1925 წლის 4 ივლისისათვის „გაუსწორებელი და საზოგადოებისთვის მავნე ელემენტები“ გადასახლებულნი არიან საქართველოს ფარგლებიდან 3 წლის ვადით.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის 4 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატთან არსებული მავნე პირთა ადმინისტრაციული წესით გამასახლებელი კომისიის დადგენილებით, სონია ასლამაზაშვილისა, ალექსანდრე ივანეს ძე ნაუმოვი, ალი კაზიმ-ოღლი კუბანოვი, მარია ამილინოვის ასული კლუკინოვისა, მურად თეჯო ოღლი რაშოევი, მარია ავდოტის ასული შუნისა, იუნუსა ია-ოღლი ხალილოვი, გრიგორი ივანეს ძე სოკოლო, ალი ისკანდერ ოღლი და მიხეილ სერგოს ძე ჟუკოვი საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის ქალაქ თბილისიდან როგორც „გამოუსწორებელი და საზოგადოებისთვის მავნე ელემენტები“ 3 წლით გადაასახლეს.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატთან არსებული მავნე პირთა ადმინისტრაციულ წესით გამასახლებელი კომისიის დადგენილებით, სონია ასლამაზაშვილისა, ალექსანდრე ივანეს ძე ნაუმოვი, ალი კაზიმ-ოღლი კუბანოვი, მარია ამილინოვის ასული კლუკინოვისა, მურად თეჯო ოღლი რაშოევი, მარია ავდოტის სული შუნისა, იუნუსა ია-ოღლი ხალილოვი, გრიგორი ივანეს ძე სოკოლო, ალი ისკანდერ ოღლი და მიხეილ სერგოს ძე ჟუკოვი 1925 წლის 4 ივლისს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის ქალაქ თბილისიდან როგორც „გამოუსწორებელი და საზოგადოებისთვის მავნე ელემენტები“ 3 წლით გადაასახლეს.

1941

ტიპი: ნასამართლეობა

1941 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე გიგოლა ბერბიჭაშვილი დააპატიმრეს. იგი წლების განმავლობაში იმალებოდა. თავდაპირველად დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს, შემდეგ 10 წლით პატიმრობით შეუცვალეს და ციხეში გარდაიცვალა.