ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50367

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 18 ნოემბერს ბაგრატ ვირსალაძემ წერილი გაუგზავნა ინტერპარტიული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ეროვნულ ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 4 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ქონებათა სექციის გამგეს, გიორგი გვაზავას 2 იანვრის სხდომის დადგენილების შესახებ. კერძოდ, კახეთის რკინიგზის მოსამსახურენი და მათი აღმასრულებელი კომიტეტი გათანასწორებულნი უნდა ყოფილიყვნენ ფუნქციებითა და უფლებებით ამიერკავკასიის რკინიგზის მოსამსახურეებთან და მათ კომიტეტთან. ხელს აწერენ დავით ნახუცრიშვილი და პავლე საყვარელიძე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 12 დეკემბერს დიმიტრი ფალავანდიშვილმა ქონებათა სექციას გაუგზავნა წერილი დასაქმების აუცილებლობისა და ანაზღაურების გაზრდის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 იანვარს საფინანსო სექციამ ქონებათა სექციას შტატების წარმოდგენის თაობაზე გაუგზავნა წერილი, რომელშიც ასახული უნდა ყოფილიყო თანამშრომელთა ანაზღაურება და თანამდებობაზე მუშაობის პერიოდი. ხელს აწერს კონსტანტინე მესხი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 12 მაისს თბილისში უნივერსიტეტის დაარსების თაობაზე გამართულ კრებაზე ივანე ჯავახიშვილმა ისაუბრა ქართული უნივერსიტეტის დაარსების აუცილებლობაზე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქალაქ თბილისის გამგეობის თხოვნით ოდესის უნივერსიტეტის პროფესორმა ვასილ პეტრიაშვილმა თბილისში გამოგზავნა ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ალექსანდრე მდივანი, რომელსაც დაევალა, შეედგინა ქუთაისში ლაბორატორიის დაარსების ხარჯთაღრიცხვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 თებერვალს ალექსანდრე ჯაბადარმა აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა ოსმალებთან ზავის მოლაპარაკებებზე დასასწრებად ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებისთვის 3000 მანეთის გამოყოფის თაობაზე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 17 სექტემბერს თბილისში გაიხსნა სავაჭრო სკოლა, რომელიც დაარსეს თბილისელმა ვაჭრებმა. სკოლას დიდძალი თანხა შესწირა ალექსანდრე ი. ძე მანთაშევმა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი თუმანიშვილმა წარადგინა ანგარიში კახეთის რკინიგზაზე უწესრიგობის და ცენტრალურ კომიტეტთან მისი უთანხმოების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ფილიპე გოგიჩაიშვილმა წარადგინა კახეთის რკინიგზის ფინანსური ანგარიში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე მოისმინეს გიორგი ბაქრაძის მოხსენება ზურნაბადის სადგურის გადმოტანის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონების კომისიის გამგემ, გიორგი გვაზავამ პეტრე ქავთარაძეს, სილიბისტრო ჯიბლაძეს, რევაზ გაბაშვილს, პეტრე მამრაძეს, ალექსანდრე ლომთათიძეს, კონსტანტინე შათირიშვილს, კოტე მესხს გაუგზავნა წერილი 28 დეკემბერს სექციის სხდომაზე დასწრების შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონების კომისიის გამგემ, გიორგი გვაზავამ წერილი მისწერა მიხეილ გრუზინსკის, დიმიტრი ფავლენიშვილს, ვასილ ყიფიანს, გიორგი ლასხიშვილს, რაჟდენ დათეშიძეს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გირავნობის ფურცლების გასანაღდებელ გადასახადის თაობაზე შეხვედრის ჩანიშვნის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონების კომისიის გამგე გიორგი გვაზავამ წერილი გაუგზავნა პეტრე ქავთარაძეს, რევაზ გაბაშვილს, სილიბისტრო ჯიბლაძეს, გიორგი ლასხიშვილს, კონსტანტინე მესხს, კოტე აფხაზს, კონსტანტინე მაყაშვილს, მიხეილ გრუზინსკისა და მიხეილ მაჩაბელს თავადაზნაურობის ქონების ეროვნული საბჭოსთვის გადაცემის საკითხზე შეხვედრის ჩანიშვნის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 4 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონების კომისიის გამგემ, გიორგი გვაზავამ წერილი მისწერა თავადაზნაურებს ქონების ეროვნული საბჭოსთვის გადმოცემის საკითხის თაობაზე შეხვედრის ჩანიშვნის შესახებ და ისინი სათათბიროდ შემდეგი დღისთვის დაიბარა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, შიო არაგვისპირელი ცოლ-ქმრული ურთიერთობის შესახებ ახალ დრამას წერდა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს ევგენი გეგეჭკორმა წარმოთქვა სიტყვა თანამემამულეების წინაშე და გამოქვეყნდა მისი წერილები ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ამერიკულ კომიტეტთან კავშირის დამყარების თაობაზე, რომელშიც ის საუბრობს ქართული ემიგრაციის საერთო აპარატის შექმნაზე.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის პუბლიცისტური წერილი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ. ის საუბრობს ამერიკა-ჩინეთ-კორეის ომის შესახებ, ამასთან აღნიშნავს, რომ რუსეთი გაურბის საერთაშორისო შეტაკებას.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 26 ივნისს ერთა ლიგის ეროვნებათა საბჭოს საქართველოს ასოციაციის მდივანი, ხარიტონ შავიშვილი ევგენი გეგეჭკორისადმი მიწერილ წერილში მოუწოდებს მთავრობას, რომ ღია წერილით მიმართოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სადაც დაფიქსირებული იქნება ვარშავის ინციდენტი და ბოლშევიკების აგენტების კამპანიის შესახებ ინფორმაცია. მისი აზრით, ეს ფაქტი სასურველ გავლენას იქონიებს ჩვენს ქვეყანაზე.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 2 სექტემბერს ერთა ლიგის ეროვნებათა საბჭოს საქართველოს ასოციაციის მდივანი ხარიტონ შავიშვილი ევგენი გეგეჭკორს წერილით სთხოვს მანდატს, ვაშინგტონში გამოცემულ წიგნს საქართველოს შესახებ და ფრანგულ ჟურნალს, რომელშიც გამოქვეყნებულია მისი სტატია.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 23 ივლისს ერთა ლიგის ეროვნებათა საბჭოს საქართველოს ასოციაციის მდივანმა, ხარიტონ შავიშვილმა წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც იგი საუბრობს ერთა ლიგის დემონსტრაციაზე მშვიდობიანობის დასამყარებლად და სთხოვს მას, მთავრობის პოზიციის გაზიარებას და დელეგატების გამოგზავნას, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსრიდეს ქართველი ხალხის პოზიცია.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 სექტემბერს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის საუბრობს ოპოზიციონერი პარტიის ლიდერების (ბარლიცკი, ლიბერმანი, ბაგინსკი) დატუსაღების შესახებ. გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ მემარცხენეთა ბლოკი დატოვეს ქრისტიან-სოციალისტებმა. ასევე, გააქტიურდნენ პოლონელი უკრაინელები, რომლებიც ატერორებენ მოსახლეობას და ცეცხლს უკიდებენ მამულებს.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 18 მარტს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის საუბრობს, რომ რუსი მონარქისტები ფარულად მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას. თუმცა, ვერ აკონკრეტებს რომელ მონარქისტულ ჯგუფზეა საუბარი და სთხოვს ევგენი გეგეჭკორს, გაუზიაროს ცნობები არსებული ინფორმაციის შესახებ.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 3 ივნისს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ ევგენი გეგეჭკორს წერილი გაუგზავნა აღმოსავლეთის ინსტიტუტში ჩატარებული ლექციების შესახებ, რომლებსაც უამრავი ადამიანი დაესწრო.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 3 ივნისს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ ევგენი გეგეჭკორს გაუგზავნა წერილი, მინისტრს ატყობინებდა, რომ ლტოლვილების ჩამოყვანის საკითხი ისევ მოუგვარებელი დარჩა.