რეგისტრირებული ფაქტები41666
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ავტორობა
რეჟისორი გერმანე გოგიტიძე თავის მოგონებებში ფილმზე „ქრისტინე“ (1919 წ.) წერს, რომ ქრისტინეს როლში მისი კანდიდატურა ანეტა ქიქოძე იყო, ქრისტინეს უბადლო შემსრულებელი ქართულს სცენაზე. ალექსანდრე წუწუნავა კი მოითხოვდა, არჩევანი სრულიად შეუფერებელ აბელოვას ქალზე შეჩერებულიყო. გოგიტიძის აზრით, ამის გამო ფილმმა წააგო.
ტიპი: ავტორობა
სახელმწიფო მზრუნველობის კომისარის სახელზე 1918 წლის 14 მარტს გაიგზავნა წერილი, რომლის თანახმადაც კავკასიის ჯარის დემობილიზაციის გამო, ექიმები, რომლებიც საერთო გაწვევისას მსახურობდნენ , ეხლა განთავისუფლებულნი არიან საქმიანობისგან და უნდა დაუბრუნდნენ თავიან მუდმივ სამუშაოს. შესამჩნევი ეპიდემიის ზრდის გამო ,გუბერნიისა და სამხარეო კომისარიატებმა სამედიცინო პუნქტებს უნდა მოთხოვონ, შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩაითვლებიან, როგორც სამსახურის დამტოვებლები.ამ წერილს ხელს აწერენ სამედიცინო სამმართველოს კომისარი ვლადიმერ მახვილაძე და საქმთა მმართველი მმართველი ფ, ფეხნერი
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 12 მარტს, 20. 20 საათზე ამიერკავკასიის რკინიგზის საშუალო სამედიცინო პერსონალის კავშირის თავმჯდომარე სემიონოვმა თბილისიდან ტელეგრამა გაუგზავნა სამედიცინო სამმართველოს კომისარ ექიმ მახვილაძეს. ის სრულიად უჭერდა მხარს კავკასიის საზოგადოების მიერ ექიმების დამხმარეებისთვის განკუთვნილ დადგენილებას და კანონპროექტს სკოლის ფელდშერების უფლებების ლეგალიზაციის შესახებ. ტელეგრამას ხელს აწერდა მდივანი ბოკერია.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პ. საყვარელიძემ წაიკითხა მოხსენება დემოკრატიული რესპუბლიკის სხვადასხვა ფორმის შესახებ. საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა, მაგრამ როგორი ტიპის უნდა იყოს იგი. დემოკრატიის სამგვარი ფორმა არსებობს: ამერიკული – უფლება-განაწევრებული დემოკრატია, ფრანგული – პარლამენტარული დემოკრატია და შვეიცარიული – პირდაპირი დემოკრატია. პირველი ემყარება უფლებათა გაყოფის პრინციპს. უფლებები ეთანხმება ერთმანეთს კოორდინაციის წესით; პარლამენტარული დემოკრატია გაურბის უფლებათა შერევის პრინციპს. აქ მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. მინისტრები მონაწილეობენ საკანონმდებლო პარლამენტში. მოქმედებს ნდობა-უნდობლობის ვოტუმი. პრეზიდიუმს არა აქვს ვეტოს უფლება, აქვს ქვემო პალატის გაშვების უფლება სენატის თანხმობით; შვეიცარიული ტიპის დემოკრატია ემყარება უფლებათა სხვადასხვაობას, მაგრამ უფლებათა შორის არსებობს სუბორდინაცია და არა კოორდინაცია. არის კანონდებლობითი რეფერენდუმი და ხალხური მართვა-გამგეობა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის უნდა შეიმუშაონ დემოკრატიული კონსტიტუცია მესამე ტიპის მიხედვით იმ შესწორებითა და ცვლილებით, რომელსაც თხოულობს ადგილობრივი მდგომარეობა და ხალხის ცხოვრება.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის მეთაურმა გიორგი ბეჟანის ძე გვაზავამ სახელმწიფო მოწყობის შვეიცარიული სისტემა დაიცვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ სისტემას იმ მხრივ მიანიჭეს, რომ ის სპობდა მთავრობის კრიზისებს, რაც ასუსტებდა სახელმწიფოებრივ ცხოვრებას. ერთხელ არჩეული მთავრობა რამდენიმე წლის განმავლობაში შეურყევლად მუშაობდა და დამოკიდებული არ იყო ნდობა-უნდობლობის ვოტუმზე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ თანამედროვე პირობებში საქართველოში რეფერენდუმის საჭიროება უარყო, რადგან ხალხი ამით გონივრულად ვერ ისარგებლებდა და ამას სხვადასხვა პოლიტიკური ავანტიურისტები სათავისოდ გამოიყენებდნენ. მისი აზრით, უნდა გამონახულიყო შუალედური ტიპი საპარლამენტო და პირდაპირ დემოკრატიას შორის. მთავრობა უნდა ყოფილიყო არა პოლიტიკური, არამედ საქმიანი. აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა შესუსტებულიყო და დამორჩილებოდა საკანონმდებლოს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ნოე ჟორდანიას განცხადებით კონსტიტუციის თემაზე რეფერენდუმი საქართველოსთვის შეუფერებელი იყო. რეფერენდუმი აადვილებდა საქმეს, რადგან ის გახდებოდა კონსტიტუციის ხშირი გადასინჯვის იარაღი, რაც არასასურველი იყო ქვეყნისთვის. კონსტიტუციის რევიზია პარლამენტს ხმათა უმრავლესობით(2/3-ით) უნდა მოეხდინა. სამინისტროები უნდა ყოფილიყო არა პოლიტიკური, საქმიანი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე რ. არსენიძემ განაცხადა, რომ არ უნდა შევეხოთ საკითხს განყენებულათ. შერეული სისტემა უნდა დაედვას საფუძვლად. დემოკრატიის დამახასიათებელია ადგილობრივ საკითხების გადაჭრა ხალხის მიერ. ცენტრალური აღმასრულებელი უფლება შესუსტებული იქნება მოხელეთა არჩევნებით ადგილობრივ. სამინისტროს პრინციპი უნდა იყოს საქმიანობის პრინციპი. მოქმედი მთავრობაა საჭირო. ამერიკული სისტემა უვარგისია. უნდა ავირჩიოთ საშუალო ტიპი. ზოგიერთ კითხვებში არ ეწინააღმდეგება რეფერენდუმის შემოღებას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ივლისის საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ განაცხადა, რომ კომისიის დავალებით დაათვალიერა პუშკინის სახელობისა და სახალხო სახლის წიგნსაცავები, სადაც კომისიისთვის საჭირო წიგნები აღმოაჩინა, რომელთა გამოტანაც სასურველი იყო.