ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41666

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ მოუცლელობის გამო კომისიის მდივნობის მოვალეობისგან განთავისუფლება ითხოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ თავისი შემუშავებული „საზოგადო დებულებანი“ წაიკითხა. მანვე გააცნო კომისიას პროექტი დებულებისა „საქართველოს ტერიტორიის“ შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 24 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას გერონტი ქიქოძემ გააცნო მოხსენება და კანონპროექტი საბჭოს წევრობის და მოხელეობის შეუთავსებლობის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე დამფუძნებელი კრების წევრმა, იურისტმა სამსონ პლატონის ძე დადიანმა წაიკითხა 17 მუხლიანი პროექტი „რესპუბლიკის ჯარის“ დებულებისა. გაიმართა კამათი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 აგვისტოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილეს სამსონ დადიანის მიერ შემუშავებული რესპუბლიკის ჯარის დებულება. გაიმართა კამათი. მომხსენებელს დაევალა შემდეგი სხდომისთვის წარმოედგინა შემუშავებული რედაქცია.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 აგვისტოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გიორგი ნანეიშვილმა, კომისიის დავალების თანახმად, განსახილველად წარმოადგინა მის მიერ შემუშავებული „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა უფლება-მოვალეობანი“ 16 მუხლად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომაზე გიორგი თეიმურაზის ძე ნანეიშვილმა ფინანსების შესახებ ისაუბრა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 18 ნოემბერს მემანქანეებმა იაკობ კურგასოვმა, გიორგი ხუდადოვმა და დიმიტრი ტატუნაშვილმა დამატებით სამუშაო საათეებში მუშაობის ანაზღაურების მოთხოვნით ამიერკავკასიის შრომის მინისტრის მოადგილეს ილია გიორგის ძე ფირცხალაიშვილს წერილით მიმართეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 ნოემბერს ქუთაისის საგუბერნიო კომისარი ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილი ამიერკავკასიის შრომის მინისტრის მოადგილეს ილია გიორგის ძე ფირცხალაიშვილს სახელმწიფო ბანკის სოხუმის განყოფილებაში თანხის გადაგზავნას სთხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9 ივლისს, 3 საათსა და 46 წუთზე იუსტიციის მინისტრმა შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასგან ტელეფონოგრამით (რომელიც გადასცა ალექსანდრე მიქაბერიძემ და მიიღო არტემ ახნაზაროვმა), მათ განკარგულებაში არსებულ ყველა დაწესებულებაში სიკვდილით დასჯის კანონის სასწრაფოდ გამოკვრის ბრძანება მიიღო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 ივლისს იუსტიციის მინისტრის კანცელარიას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სიკვდილით დასჯის შესახებ კანონის ტექსტის გაგზავნა სთხოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს კანცელარიას იუსტიციის სამინისტროსგან (საქმისმწარომებლის მაგიერ ხელს აწერდა დავით ნიკოლოზის ძე კელაპტრიშვილი) გაეგზავნათ წერილი, სადაც N 2891-ის წერილის საპასუხოდ ატყობინებდნენ, რომ სიკვდილით დასჯის კანონის ტექსტი გამოცხადებული იყო გაზეთ „кавказ“-ის 9 ივლისის N 140 გამოცემაში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, შალვა მესხიშვილს კანონის „კერძო უძრავი ქონების ჩამორთმევის შესახებ სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ დასკვნის დაწერა დაევალა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 დეკემბერს სოფელ ხეთის სკოლის მასწავლებელმა ბესარიონ ხაბურძანიამ სკოლის მდგომარეობის შესახებ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოხსენება გაუგზავნა.

1886

ტიპი: ავტორობა

პედაგოგ პეტრე სიმონის ძე მესხის ცნობით, სოფელ ნაკურალეშის (ლეჩხუმის მაზრა) სასწავლებელში ზამთრის არდადეგების შემდეგ სწავლა 1886 წლის 2 მარტს განახლდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 ოქტომბერს მთავრობის საქმეთა მმართველის სახელით გრიგოლ რობაქიძემ იუსტიციის სამინისტროს კანცელარიას კანონპროექტის „საქართველოს სამზღვრებიდან გაძევებისა და სასამართლოს გარეშე დატუსაღების შესახებ“ უკან დაბრუნება შეატყობინა. საკითხი მთავრობის 3 ოქტომბრის სხდომაზე განხილვიდან მოიხსნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 16 ივლისს ს. კაკაბაძე იუსტიციის მინისტრს, შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილს 15 ივლისის მთავრობის სხდომის დადგენილებას გამმიჯვნელი დაწესებულებების მიწათმოქმედების სამინისტროსთვის, ხოლო ხე-მიწის მზომელთა სასწავლებელის განათლების სამინისტროსთვის გადაცემას ატყობინებდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ივანეს ძე გველესიანმა და კანცელარიის დირექტორის მადგილემ ა. პონიატსკიმ თბილისის მიწის სასაწავლებლის სახალხო განათლების სამინისტროსთვის გადაცემის კანონპროექტი საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული კანცელარიის საბჭოს დროულად დასამტკიცებლად გაუგზავნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის ივლისში საქართველოს რესპუბლიკის საქმეთთა მმართველმა სარგის კაკაბაძემ იუსტიციის სამინისტროს კანცელარიას მისწერა წერილი, რომლითაც ატყობინებდა, რომ კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროსთან საკოდიფიკაციო განყოფილების დაარსების შესახებ მთავრობისგან 29 ივლისის სხდომაზე მიეწოდათ და ეროვნულ საბჭოს წარედგინა დასამტკიცებლად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 ივლისს კანცელარიის დირექტორმა გიორგი თევდორეს ძე ჟორდანიამ იუსტიციის მინისტრის განკარგულებით ეროვნულ საბჭოს კანცელერიაში გაგზავნა წერილი, რომელშიც ეროვნულ საბჭოს სთხოვდა მთავრობის მიერ დადასტურებული შემდეგი კანონპროექტების განხილვას: „კანონპროექტი კანონთა გამოქვეყნებისა", „კანონპროექტი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან საკოდიფიკაციო განყოფილების დაარსების შესახებ" და „კანონპროექტი 1914 წ. 16 დეკემბრის დროებითი კანონის/ ზოგიერთ არსებულ გადასახადთან გადიდების მოქმედების გაგრძელების შესახებ 1919 წლის 1 იანვრამდე".

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს იუსტიციის სამინისტროს კანცელარიის დირექტორი გიორგი თევდორეს ძე ჟორდანია ეროვნულ საბჭოს საკოდიფიკაციო განყოფილების დაარსების შესახებ კანონპროექტის იმ ვარიანტის განხილვას სთხოვდა, რომელიც პირადად იუსტიციის მინისტრის მიერ იყო ხელმოწერილი.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 12 მარტს, 13:20 საათზე, დაიწყო მორიგი სასამართლო სხდომა კათალიკოს ამბროსისა და საკათალიკოს საბჭოს წევრების საქმეზე. დაცვის ადვოკატი კირილე ნინიძე აცხადებდა, რომ მუშაობისთვის გაუსაძლისი მდგომარეობა ჰქონდათ, კერძოდ, პრესაში ვრცელდებოდა წერილები, რომლებშიც დაცვის ადვოკატებს სინდისით მოვაჭრეებს უწოდებდნენ, რითაც უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდნენ – „დანაშაულს წინასწარ კვალიფიკაციას უშვრებიანო“. დაცვის მხარე ამ გარემოებათა შესახებ სასამართლოს წერილით მიმართავდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 ოქტომბერს აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარიამ გზათა და მრეწველობის მინისტრს საზღვაო და სამდინარო სანაოსნო-სატრანსპორტო სააქციო საზოგადოების დაარსების შესახებ განცხადებით მიმართა და შუამდგომლობდა საზოგადოების დამაარსებლებს გადასცემოდათ ყოფილი მესამე ზურგის რაიონის ყველა სამდინარო და საზღვაო გადასაზიდი საშუალება, მთავრობის კუთვნილი ყველა გემი, მიწახაპიები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები – საწყალოსნო ტრანსპორტის მიწოდებისთვის და გასამართად იმ რაიონებში, სადაც სანაოსნო მდინარეები და შავი ზღვის პორტებს შორის მიმოსვლა იყო. საზოგადოების წესდება მუშავდებოდა და მალე შესაბამის სამინისტროს წარედგინებოდა დასამტკიცებლად.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გომარეთის სკოლის მასწავლებლის მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ. ის ასევე მეოთხე განყოფილებისათვის სასწავლო წიგნების გაგზავნას ითხოვდა. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წელს ქრისტინე შარაშიძემ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელთა კრებაზე წაიკითხა მოხსენება „ქართული წიგნის ბეჭდვის განვითარების გზები 1629-1817 წლებში“.