ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40214

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ორგანიზაცია

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილი იყო პეტერბურგის არქეოლოგიური საზოგადოების წევრი.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 26 აპრილს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის ნაცვლად ახალი წევრის არჩევა განიხილეს. წინამძღვრიშვილი ტოვებდა საზოგადოებას.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე კავკასიის საისტორიო და საარქეოლოგიო საზოგადოების წევრი იყო.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თელავის შემნახველ–გამსესხებელი საზოგადოების მრჩეველი წევრი იყო მიხეილ ივანეს ძე ილურიძე.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 18 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით გიორგის ძე ერისთავი იყო ქართული დრამატული საზოგადოების წევრი.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 4 იანვარს მასწავლებლებისა და აღმზრდელი ქალების ურთიერთშემწეობის საზოგადოების კომიტეტის წევრად აირჩიეს ქ. იაკოვლევისა.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წელს მათე ქრისტეფორეს ძე კერესელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილების დამხმარე წევრი გახდა.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების წევრებად აირჩიეს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი და დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ანასტასია დავითის ასული ჩოლოყაშვილისა იყო საზოგადოების დამხმარე წევრი თელავში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქაიხოსრო ქაიხოსროს ძე ხერხეულიძე იყო საზოგადოების დამხმარე წევრი სურამში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქეთევან ლუარსაბის ასული ჟურულისა იყო საზოგადოების დამხმარე წევრი ცხინვალში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი მანგლისში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ნინო კონსტანტინეს ასული ნატროშვილისა იყო საზოგადოების დამხმარე წევრი დუშეთში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ალექსანდრე ზებედეს ძე ცხვედაძე იყო საზოგადოების დამხმარე წევრი საგარეჯოში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის ბოლოს საზოგადოებისა და გამგეობის წევრები იყვნენ: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი, აკაკი როსტომის ძე წერეთელი, ვასილ როსტომის ძე ყიფიანი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი და ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი. წევრობის კანდიდატები კი – გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი, რაჟდენ სოლომონის ძე ჯაჯანაშვილი და ვასილ ილიას ძე რცხილაძე.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებაში სულ 416 წევრი იყო. მათგან სამი საპატიო წევრი: სამეგრელოს მთავარი ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი (არჩეული 1885 წელს), პროფესორი დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი (არჩეული 1880 წელს) და გრიგოლ დავითის ძე გურიელი (არჩეული 1886 წელს).

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ივანე კონსტანტინეს ძე გეგია იყო საზოგადოების დამხმარე წევრი ოქუმში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი სოხუმში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი ძველ სენაკში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, დავით ბესარიონის ძე კვირკველია იყო საზოგადოების დამხმარე წევრი ზუგდიდში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე და სილოვან თომას ძე ხუნდაძე იყვნენ საზოგადოების დამხმარე წევრები ქუთაისში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბეჟან დავითის ძე წერეთელი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი საჩხერეში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქაიხოსრო იაკობის ძე გელოვანი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი ლაილაშში.