ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45446

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1903

ტიპი: განათლება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილია სოფლის მთავართან სწავლობდა სოფლის გლეხკაცების შვილებთან ერთად.

1851

ტიპი: განათლება

1851 წელს ილია ჭავჭავაძე სასწავლებლად თბილისის გიმნაზიაში შევიდა.

1851

ტიპი: განათლება

1851 წელს, თბილისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ ჰაკესა და რაევსკის პანსიონში ცხოვრობდა.

1851

ტიპი: განათლება

1851 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისში ჰაკესა და რაევსკის პანსიონში ცხოვრობდა. ილიას ცნობით, პანსიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლეონტი ჰაკე ყოველმხრივ განათლებული კაცი იყო.

1851

ტიპი: განათლება

1851 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში მიიღეს.

1903

ტიპი: განათლება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას თბილისის გიმნაზიის რვა კლასი დაუმთავრებია, თუმცა გამოცდა აღარ ჩაუბარებია.

1861

ტიპი: განათლება

1861 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობდა.

1857

ტიპი: განათლება

1857 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

1865

ტიპი: განათლება

1865 წელს ანასტასია თუმანიშვილმა დაამთავრა ქალთა ინსტიტუტი.

1921

ტიპი: განათლება

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მამამისმა, მიხეილ ბირთველის ძე თუმანიშვილმა ზედმიწევნით კარგად იცოდა ქართული და რუსული ლიტერატურა.

1921

ტიპი: განათლება

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მისი ძმა გიორგი ოდესის უნივერსიტეტში სწავლობდა.

1921

ტიპი: განათლება

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ იგი ხუთი წლის განმავლობაში სწავლობდა ქალთა ინსტიტუტში.

1921

ტიპი: განათლება

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ იგი სასწავლებლად ჟენევაში გაემგზავრა.

1936

ტიპი: განათლება

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, პირველადი ცოდნა მომავალ მწერალს ძველ ქართულ ენისცოდნეთა ოჯახში მიუღია.

1890

ტიპი: განათლება

1890 წელს ნოე რამიშვილმა სოფლის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელა.

1894

ტიპი: განათლება

1894 წელს ნოე რამიშვილმა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა.

1894

ტიპი: განათლება

1894 წელს ნოე რამიშვილმა სწავლა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელა.

1901

ტიპი: განათლება

1901 ნოე რამიშვილმა დერპტის (ტარტუს) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა.

1908

ტიპი: განათლება

1907-1908 წლებში ნოე რამიშვილი ლაიფციგის უნივერსიტეტში სწავლობდა.

1867

ტიპი: განათლება

1867-1873 წლებში სოფრომ მგალობლიშვილი თბილისის სასულიერო სემნარიაში სწავლობდა.

1860

ტიპი: განათლება

1860 წელს ნიკო ლომოური გორის სასულიერო სემინარიაში მიაბარეს.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს ნიკო ლომოურმა თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს ნიკო ლომოური კიევში გაემგზავრა იქაურ სასულიერო აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს ნიკო იოსების ძე ლომოური კიევის სასულიერო აკადემიის ისტორიულ ფაკულტეტზე ჩაეწერა.

1875

ტიპი: განათლება

1875-1881 წლებში ნიკო ლომოური კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა.