ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41827

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 25 სექტემბერს ქალაქ ქუთაისში ნადეჟდა დიმიტრის ასულმა ივანოვმა გახსნა კერძო რუსულენოვანი გიმნაზია, რომელშიც პედაგოგებად მუშაობდნენ: ნინა გერასიმეს ასული ალავერდოვა (რუსული ენა, ისტორია, გეოგრაფია), პ. კ. რეეზე (გერმანული ენა), ნინა სებასტიანოვი (ფრანგული ენა), ელენე გერასიმეს ასული ბორისოვა და ოლღა სიმონის ასული ბარქაია (საანბანო განყოფილება).

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ანდრია ივანეს ძე ბეგიაშვილი ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მეხუთე სემესტრის სტუდენტი იყო.

1919

ტიპი: განათლება

1901 წელს თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის მასწავლებელმა სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილმა ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბუნებისმეტყველების განყოფილება დაამთავრა.

1919

ტიპი: განათლება

ხატვის მასწავლებელმა ბარბარე იაგორის ასულმა ბაისოგოლოვამ ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ სამოქალაქო მასწავლებლის წოდების მოწმობა ჰქონდა, რომელიც მან ხელოვნების აკადემიაში აიღო.

1892

ტიპი: განათლება

1892 წელს თონეთის სკოლაში, რომლის მასწავლებელიც იყო ლავრენტი მათიკაშვილი, სწავლობდა 46 მოსწავლე (20 ქალი და 26 ვაჟი). სკოლა შედგებოდა სამი განყოფილებისგან.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ იტალიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა სამხედრო სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი ალექსანდრე მიხეილის ძე ქართველიშვილი.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 15 იანვარს იოსებ იოსების ძე ანთაძე იყო პეტროგრადის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს შალვა ტროფიმეს ძე თაბუკაშვილი იყო მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს დავით თეოფილეს ძე ბერეკაშვილი იყო პეტროგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს კონსტანტინე გიორგის ძე გეგელიძე კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

1900

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900 წლის ანგარიშის მიხედვით, მღვდელი სიმონ თოთიბაძე ბათუმის სკოლაში 8 წელი უსასყიდლოდ ასწავლიდა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს თბილისის, ქუთაისის, სოხუმისა და გაგრის რეალური სასწავლებლები საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ექვემდებარებოდა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს გორის, ხაშურის, ფოთის, ხონის, სოხუმის, ზესტაფონის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ქუთაისის პირველი, თბილისის I, II, III, IV, V, VI, VII, წმინდა ნინოს სახელობის თბილისის, ქუთაისისა და სიღნაღის ქალთა გიმნაზიები განათლების სამინისტროს ექვემდებარებოდა.

1895

ტიპი: განათლება

1895 წელს კავკავის სკოლასთან დაარსდა საკვირაო სკოლა უფროსებისათვის, სადაც ასწავლიდნენ: გიორგი ნათაძე, პართენ გოთუა, კონსტანტინე გვარამაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, ნიკოლოზ კურდღელაშვილი და მთავარდიაკვანი ღუდუშაური.

1900

ტიპი: განათლება

1900-1901 სასწავლო წელს ხელთუბნის სკოლაში ორი მასწავლებელი იყო: თედო რაზიკაშვილი და ხელსაქმის მასწავლებელი ანასტასია შავლახაშვილი.

1908

ტიპი: განათლება

ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლის ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძის დამსახურებითი სიის მიხედვით, 1908 წელს მან დაამთავრა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი ვერცხლის მედლით და პარიზის კურსები „Alliance français". ასევე კავკასიის სამასწავლებლო ოლქში ჩააბარა ფრანგული ენის გამოცდა და მიენიჭა ოჯახის მასწავლებლის წოდება.

1900

ტიპი: განათლება

1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებმა – ალექსანდრე ჭყონიამ და ალექსანდრე მიქაბერიძემ – ბათუმის სკოლა მოინახულეს. მათი მოხსენების მიხედვით, სკოლაში სწავლის საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ მაჰმადიანი მოსწავლეები ოდნავ ჩამორჩებოდნენ დანარჩენებს. მათ სკოლის სამზრუნველო გააფრთხილეს, რომ ყველა ღონე ეხმარათ მაჰმადიანთა სწავლის გასაუმჯობესებლად.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტრო 1920-21 სასწავლო წლისთვის ჩაილურში, ქვემო ყანდაურაში, შიბლიანში, მელაანში, ჩალაუბანში, გურგენიანში, იორმუღანლოსა და გიორგიწმინდაში პირველდაწყებითი სკოლების გახსნას გეგმავდა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტრო 1920-21 სასწავლო წლისთვის ოსურ და აზერბაიჯანულენოვან სოფლებში უმაღლესი დაწყებითი სკოლების გახსნას გეგმავდა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს თბილისის I, II, III, IV, V, VI, ქუთაისის I და II, გორის, ხაშურის, თელავის, ზესტაფონის, სამტრედიის, სიღნაღისა და ონის ოთხკლასიანი, ფოთის, ხონის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, დიდი ჯიხაიშისა და ჩოხატაურის სახაზინო ვაჟთა გიმნაზიები განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში შედიოდნენ.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს კონსტანტინე ივანეს ძე კობახიძე კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს გიორგი ონისიმეს ძე მელითაური იყო კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის 28 იანვარს ანა (ოლღა) ილიას ასულმა სოლოღაშვილმა თბილისის ქალთა უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა.