ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41827

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1915

ტიპი: განათლება

ელენე ისიდორეს ასულმა რამიშვილმა დაამთავრა ასტრახანის გიმნაზია და მოსკოვის სამეურნეო კურსებზე სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

ლეონტი ნესტორის ძე რევიამ დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

ნინო ქრისტეფორეს ასულმა ციცქიშვილმა დაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელი და თბილისის გიმნაზიის მერვე კლასში შესასვლელად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ერთი წლით სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ბიქტორ ივანეს ძე შალიკიანი სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის განყოფილების მეორე კურსზე.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ირაკლი ილიას ძე ტატიშვილის, ნიკოლოზ ივანეს ძე უსენაშვილის, გრიგოლ ნიკოლოზის ძე ფატარიძის, შალვა დავითის ძე ფურცელაძის, ელენე დავითის ასულ ღოღობერიძის, ტერენტი ეგნატეს ძე ყურაშვილის, კონსტანტინე იაკობის ძე შხვაცაბაიასა და ალექსანდრე თადეოზის ძე შვანგირაძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ალექსანდრე თადეოზის ძე შვანგირაძე იყო ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს გრიგოლ ნიკოლოზის ძე ფატარიძემ სოფ. ბრეთის სკოლა დაამთავრა და წინამძღვარიანთკარის სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა. მას ივანე გრიგოლის ძე ავალიშვილი შუამდგომლობდა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 3 სექტემბერს პედაგოგმა ვახტანგ ქარუმიძემ თბილისის რეალურ გიმნაზიას შვილის, ბორის ქარუმიძის პირველ კლასში ჩარიცხვა სთხოვა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორბალოს (თბილისის მაზრა) სკოლის მასწავლებელ ივლიტა კოტეტიშვილს განათლება თბილისის დედათა საეპარქიო სასწავლებელში ჰქონდა მიღებული.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს განათლების სამინისტროს დეკრეტის პროექტის თანახმად, სკოლების გაეროვნულების ფარგლებში შექმნილ გადამზადების კურსებზე პედაგოგებს 6 თვის განმავლობაში უნდა შესწავლათ საზოგადო პოლიტიკა და მისი ისტორია, დიდაქტიკა, ქართული ენისა და არითმეტიკა-გეომეტრის მეთოდიკა, ქართული სიტყვიერების ისტორია, საქართველოს ისტორია, ბუნებისმეტყველება, საქართველოსა და მისი მოსაზღვრე რესპუბლიკების გეოგრაფია, ხელმარჯვეობა და ხატვა-ხაზვა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ვლადიმერ დიმიტრის ძე ხოფერია იყო დონის პოლიტექნიკუმის სააგრონომიო განყოფილების მეოთხე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჭიჭინაძე იყო კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის განყოფილების მეოთხე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ანტონ ნიკოლოზის ძე ჭუმბურიძე სწავლობდა ბაქოს სკოლაში და მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა. მას შუამდგომლობდნენ კონსტანტინე ფოცხვერაშვილი და ივანე სარაჯიშვილი.

1915

ტიპი: განათლება

მიხეილ ზურაბის ძე ხერხეულიძემ დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინა ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩარიცხვის მოწმობა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ ნინო კარიჭაშვილი მოსკოვის უმაღლესი კურსების ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის მე-3 კურსის მსმენელი იყო. მას ორი 8 კლასი ჰქონდა დამთავრებული: ერთი – თბილისში, მეორე – გორში, სხვადასხვა სპეციალობით. ნინო კარიჭაშვილი მე-8 საზოგადოებრივი განვითარების კლასში უმაღლესი კურსების სახელმწიფო გამოცდების ჩასაბარებლად სწავლობდა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 30 ივნისს ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტმა მიხეილ კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1914 წელს დაამთავრა ყოფილი სათავადაზნაურო გიმნაზია და 1917 წლამდე სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის მათემატიკურ განყოფილებაზე. რევოლუციის შემდეგ კი იძულებული გახდა, სწავლა შეეწყვიტა მე-3 კურსზე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 30 ივნისს ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი მიხეილ კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრს სწერს, რომ საქართველოს მთავრობა ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნას აპირებს, უმაღლესი განათლების მისაღებად. ვინაიდან, სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურს, მაგრამ ამისთვის არ აქვს შესაბამისი სახსრები, მთავრობასთან შუამდგომლობას სთხოვს, რათა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია დაუნიშნონ.

1915

ტიპი: განათლება

გიორგი პავლეს ძე ჯაკობიამ დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

ვლადიმერ დავითის ძე გუდიაშვილმა დაამთავრა თბილისის სამხატვრო სასწავლებელი და სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.