ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40842

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის სექტემბერში პეტრე ნაცვლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ყულაბით შეგროვილი ფული გადასცა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის სექტემბერში სოლომონ დოლიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მის მიერ ყულაბით შეგროვილი 24 მანეთი გადასცა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 11 თებერვალს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ნ. დიდებულიძის განცხადება, რომლითაც ის მსურველებს თბილისში, მხიეილის ქუჩაზე მდებარე სკოლა-პანსიონში ცხოვრებასა და სწავლას სთავაზობდა.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძემ ხარლამპ ივანეს ძე სავანელის მუსიკალურ სკოლაში დაიწყო სიარული.

1870

ტიპი: განათლება

1870 წლის 15 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი „სწავლება ბინაზე ქუთაისში“ ქუთაისის გუბერნიაში თავად ალექსანდრე მიქელაძის თაოსნობითა და ხელშეწყობით წარმოებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს ელენე ბახტაძის ქალების პროგიმნაზიაში სწავლის გადასახადი წელიწადში 30 მანეთი იყო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 28 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მასწავლებელ ნიკოლოზ ბერიძის სამადლობელი წერილი ვ. ბ. გეთიასადმი, რომელმაც სოფელ ზანას სკოლას თანხა შესწირა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სკოლის დამფუძნებლების: ბართლომე ჩხარტიშვილის, მზრუნველ ბედია კომახიძისა და პედაგოგ აპოლონ წულაძის ერთობლივი სამადლობელი წერილი სოლომონ ქარცივაძისადმი, რომელმაც სკოლას ხუთი რვეული გადასცა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 29 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ეგზარქოს ფლაბიანეს ლოცვა-კურთხევით მოსე ჯანაშვილის მიერ შედგენილი ხუთნაწილიანი რუსულენოვანი სახელმძღანელო “ისტორია საქართველოის ეკლესსიისა” დაიბეჭდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იაკობ სვინომის ძე ზედგინიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 6 მანეთი შესწირა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წლის 31 იანვარის გაზეთ “დროების” ცნობით, 1 იანვრიდან ნიკო ნიკოლაძისა და გრ. არწრუნის რუსული და სომხური გაზეთების გამოცემა დაიწყებოდა.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ლადო აღნიაშვილმა გორის საოსტატო სემინარია დაამთავრა.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ალექსანდრე მირიანაშვილმა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა.

1901

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერ-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოტოგრაფიის გამგე ტარასი მომცემლიძე გეგმავდა 1901 წლის სექტემბერში სასწავლებლად გამგზავრებას ქალაქ მიუნხენის უმაღლეს სამხატვრო სასწავლებელში.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს კავკასიის მთავარმმართებლის თანამდებობის აღმასრულებელმა სახაზინო სტიპენდია დაუნიშნა კავკასიის საშუალო სასწავლებლების 19 მოსწავლეს, მათ შორის სამ ქართველს – ივანე ჟორდანიას, ვლადიმერ ყანჩელსა და მიხეილ გომელაურს.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 29 ნოემბერს თბილისის ქაშუეთის ტაძრის წინამძღვრის, მ. ტყემალაძისა და სასულიერო სემინარიის მასწავლებლის, ილია ფერაძის თაოსნობით, ახალი საკვირაო სკოლა გაიხსნა, სადაც სემინარიის მეექვსე კლასის მოწაფეები ისწავლიდნენ.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის ყოფილი მოსწავლე მრევლიშვილიც ვარშავაში სწავლობდა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა სანდრო მრევლიშვილიც.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ სანდრო მრევლიშვილი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მას ვარშავაში გადაუწყვეტია გამგზავრება, რადგან სემინარიელებს იქ ადვილად იღებდნენ და ასევე იქ ეგულებოდა თავის ნაცნობი სემინარიელი ალექსანდრე მრევლიშვილი.