ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50406

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1876

ტიპი: განათლება

1876-1883 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლისას იაკობ ფანცხავას ნიკო მაღრაძე ასწავლიდა არითმეტიკას.

1876

ტიპი: განათლება

1876-1883 წელს იაკობ ფანცხავას ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლისას რუსულს ასწავლიდა ივანე გაფრინდაშვილი.

1876

ტიპი: განათლება

1876 წლის პირველი სექტემბრიდან 1883 წლის პირველ ივნისამდე იაკობ ფანცხავა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ვალერიან გუნიამ თბილისის რეალურ სასწავლებელში დაიწყო სწავლა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს დიმიტრი ხოშტარიამ ქუთაისის გიმნაზიაში დაიწყო სწავლა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ალექსი მირიანაშვილი სახელმწიფო ხარჯზე თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში სწავლობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ალექსი მირიანაშვილმა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში დაიწყო სწავლა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ალექსი მირიანაშვილმა თბილისის ალექსანდრეს სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებული საქალაქო სასწავლებელი (შემდგომში უმაღლესი დაწყებითი სკოლა) დაამთავრა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს დუტუ მეგრელი ქუთაისის გიმნაზიის პანსიონში მიღების კანდიდატად დაასახელეს.

1877

ტიპი: განათლება

1877-1881 წლებში ივანე როსტომაშვილი თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში სწავლობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877-1881 წლებში ალექსი მირიანაშვილის თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მასთან ერთად არაერთი სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალული ახალგაზრდა სწავლობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877-1881 წლებში ალექსი მირიანაშვილს ქართული ენისა და ლიტერატურის სიყვარული თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის უფროსკლასელებმა შთაუნერგეს ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდში.

1877

ტიპი: განათლება

1877-1881 წლებში თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდში ქართული ლიტერატურის მარგალიტების კითხვამ ალექსი მირიანაშვილს საბოლოოდ შეაყვარა ყველაფერი ეროვნული.

1877

ტიპი: განათლება

ალექსი მისიანაშვილი აღნიშნავდა, რომ 1877-1881 წლებში თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის ხელმძღვანელები ყურადღებას არ აქცევდნენ ქართული ენის სწავლებას.

1877

ტიპი: განათლება

1877-1881 წლებში ალექსი მირიანაშვილს თბილისის საქალაქო სასწავლებელში „უბადრუკ“ ქართული ენის გაკვეთილებს უტარებდნენ.

1877

ტიპი: განათლება

1877-1881 წლებში ალექსი მირიანაშვილს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში ქართულ ენას ასწავლიდა ინსტიტუტის რომელიმე უფროსკლასელი, რომელსაც არც ხელმძღვანელი და არც მრჩეველი თუ მეთვალყურე არ ჰყავდა.

1877

ტიპი: განათლება

1877-1881 წლებში ალექსი მირიანაშვილის თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდში ქართული ენის მასწავლებლებს ჯამაგირი არ ჰქონდათ.

1877

ტიპი: განათლება

1877-1882 წლებში ვასილ კოპტონაშვილი ბარალეთის სკოლაში სწავლობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877-1882 წლებში ბარალეთის სკოლაში სწავლისას ვასილ კოპტონაშვილი ლაპარაკში ხშირად ურევდა თათრულ და სომხურ სიტყვებსა და ფრაზებს.

1877

ტიპი: განათლება

1877-1882 წლებში ვასილ კოპტონაშვილის ბარალეთის სკოლაში სწავლის პერიოდში მოზარდები კარგ განათლებას იღებდნენ ჯავახეთის სკოლებში.

1877

ტიპი: განათლება

1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში ვასილ კოპტონაშვილის სწავლის პერიოდში, ჯავახეთის სკოლებში ასწავლიდნენ მეტწილად რუსი მასწავლებლები, რომლებსაც უჭირდათ ქართულად მეტყველება.

1877

ტიპი: განათლება

1877-1882 წლებში ვასილ კოპტონაშვილის ბარალეთის სკოლაში სწავლის პერიოდში სამასწავლებლო სემინარია და ინსტიტუტი მხოლოდ გორსა და თბილისში არსებობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში ვასილ კოპტონაშვილის სწავლის პერიოდში, ჯავახეთის ქართულ სოფლებში სკოლა იშვიათად თუ მოიძებნებოდა.

1877

ტიპი: განათლება

1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში ვასილ კოპტონაშვილის სწავლისას ჯავახეთის სკოლის მასწავლებლები სამაგალითო სისუფთავეს იცავდნენ სასწავლებლებში.

1877

ტიპი: განათლება

1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში სწავლისას ვასილ კოპტონაშვილი არაერთხელ დასჯილა ქართულად ლაპარაკისთვის.