ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45069

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს თედო სახოკიამ უსახსრობის გამო სორბონის უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა და პარიზი დატოვა.

1887

ტიპი: განათლება

1887-1888 წლებში თედო სახოკია სორბონის უნივერსიტეტის საისტორიო ფაკულტეტზე სწავლობდა.

1894

ტიპი: განათლება

1894 წელს ნიკოლოზ მელიქიშვილი ვარშავაში ცხოვრობდა და სწავლობდა.

1894

ტიპი: განათლება

1894 წელს ანტონ გელაზარაშვილი ვარშავაში ცხოვრობდა და სწავლობდა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის 9 მარტის „დროების“ ცნობით, სწავლის გასაგრძელებლად შვეიცარიაში გაემგზავრნენ ოლიმპიადა და ეკატერინე ნიკოლაძეები.

1891

ტიპი: განათლება

1891 წელს იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილმა თბილისის სასულიერო სემინარიაში დაიწყო სწავლა, მაგრამ აკრძალული წიგნების კითხვის გამო III კლასიდან გაუშვეს.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გიორგი (გრიგოლ) იოსების ძე ედიბერიძემ თბილისში იმპერატორ ნიკოლოზ II-ის სახელობის კომერციული სასწავლებელი დაამთავრა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იროდიონ ევდოშვილს სიღნაღის საქალაქო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული.

1887

ტიპი: განათლება

1887-91 წლებში იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილი თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს ვახტანგ კოტეტიშვილი დორპატის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს თედო მალაქიას ძე ბეგიაშვილი დორპატის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

1874

ტიპი: განათლება

1874 წელს აბელ ოქროპირის ძე იაშვილმა ქუთაისის გიმნაზია დაასრულა.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს აბელ ოქროპირის ძე იაშვილმა ხარკოვის უნივერსიტეტი დაასრულა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იოსებ გიორგის ძე მონადირაშვილმა 21 წლისამ დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 27 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხევდით, კირილე კოპლატაძემ სოფელ ბასილეთის სამრევლო სკოლის ასაშენებლად საკუთარი ეზო-კარი დათმო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 22 ნოემბერს ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგმა ილია ფერაძემ მოხსენება „ბავშვების ქრისტიანობრივი აღზდის შესახებ“ წაიკითხა.

1887

ტიპი: განათლება

შიო ქუჩუკაშვილმა 1887 წელს გორის საოსტატო სემინარია დაამთავრა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, არსენ სიმონის ძე წითლიძეს ხონის საოსტატო სემინარია ჰქონდა დამთავრებული.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გარდაცვლილმა ილია დავითის ძე ხერხეულიძემ სათავადაზნაურო სკოლის ორ მოწაფეს 5000 მანეთი უანდერძა, რომელიც მათ სწავლა-განათლებას უნდა მოხმარებოდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 28 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფუცელში“ გამოქვეყნდა ტომსკის ინსტიტუტის სტუდენტის, ეფრემ თალაკვაძის სამადლობელი წერილი შემომწირველებისადმი, რომლებმაც სწავლის გადასახადის შეგროვებაში გაუმართეს ხელი.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდელმა დიმიტრი ქიქოძემ და მაკა გურიელმა სტუდენტ ეფრემ თალაკვაძეს ტომსკის ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად 18 მანეთი შესწირეს.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ისიდორე ქიქოძემ და ელენე გურიელმა სტუდენტ ეფრემ თალაკვაძეს ტომსკის ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად ორ-ორი მანეთი შესწირეს.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდელმა სერგო გალოგრემ და ანა თიკანაძემ სტუდენტ ეფრემ თალაკვაძეს ტომსკის ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად ორ-ორი მანეთი შესწირეს.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბედია კობახიძემ, იესე თავართქილაძემ, ვარდიკო გეგენავამ და ნიკიფორე მამინაშვილმა სტუდენტ ეფრემ თალაკვაძეს ტომსკის ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად თითო-თითო მანეთი შესწირეს.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, არსენ მამულაიშვილმა და გიორგი მარგალიტაძემ სტუდენტ ეფრემ თალაკვაძეს ტომსკის ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად ათ-ათი მანეთი შესწირეს.