ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46536

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1889

ტიპი: განათლება

1889-1893 წლებში ოდესის უნივერსიტეტში სწავლისას იაკობ ფანცხავას მათემატიკის პროფესორმა შვედოვმა მცირე სიდიდეების თეორია შეასწავლა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლის 7 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სასულიერო გიმნაზიის გადაწყვეტილებით კალისტრატე ცინცაძეს დაუფინანსეს სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში.

1888

ტიპი: განათლება

1888-1893 წლებში ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მსახურობის დროს ივანე როსტომაშვილი სწავლობდა ფოტოგრაფიას, რაზეც თავის მცირე ჯამაგირს ხარჯავდა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია. მას ჰქონდა მოწმობა, რომელიც უფლებას აძლევდა, ქართული ენა ესწავლებინა საშუალო სკოლებში.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს მიხეილ გედევანიშვილი მოსკოვში საექიმო ფაკულტეტზე სწავლობდა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს ალექსანდრე ხახანაშვილმა მოსკოვის უნივერისტეტის საისტორიო და საფილოლოგო ფაკულტეტი დაასრულა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს ლორთქიფანიძემ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

1888

ტიპი: განათლება

1888-1893 წლებში ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მსახურობის პერიოდში, ივანე როსტომაშვილს შეუსწავლია ხუცური.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს თედო სახოკიამ სწავლის გასაგრძელებლად სორბონის უნივერსიტეტის უფასო საისტორიო ფაკულტეტი აირჩია.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს დიმიტრი ხოშტარია სწავლის გასაგრძელებლად ოდესის უნივერსიტეტში დაბრუნდა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს, როცა დუტუ მეგრელი ოდესაში ჩავიდა, უნივერსიტეტში სწავლა უკვე დაწყებული იყო.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლამდე არტემ ახნაზაროვი სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს უნივერსიტეტიდან გარიცხვის გამო არტემ ახნაზაროვმა ვერ შეძლო ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრება.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლამდე ვასილ წერეთელი ოდესის უნივერსიტეტში სწავლობდა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლამდე ვალოდია ლორთქიფანიძე რამდენიმე წელი სწავლობდა გერმანიაში.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლიდან დუტუ მეგრელს ხშირად უწევდა ლექციების გაცდენა ოდესის უნივერსიტეტში ავადმყოფობის გამო.

1888

ტიპი: განათლება

1888-1891 წლებში, ავადმყოფობის მიუხედავად, დუტუ მეგრელმა მაინც მოახერხა ოდესის უნივერსიტეტის ყველა სემესტრის ჩათვლა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს დუტუ მეგრელმა დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის პირველი კურსი და მეორეზე გადავიდა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს დანიშნულმა სტიპენდიამ დუტუ მეგრელს საშუალება მისცა ოდესაში მხოლოდ შემოდგომა-გაზაფხულზე ჩასულიყო სემესტრების ჩასათვლელად და კურსიდან კურსზე გადასასვლელად საჭირო ფორმალობების მოსაგვარებლად.

1887

ტიპი: განათლება

შიო ქუჩუკაშვილმა 1887 წელს გორის საოსტატო სემინარია დაამთავრა.

1887

ტიპი: განათლება

1887-91 წლებში იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილი თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1887

ტიპი: განათლება

1887-1888 წლებში თედო სახოკია სორბონის უნივერსიტეტის საისტორიო ფაკულტეტზე სწავლობდა.

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს დიმიტრი ხოშტარიამ ქუთაისის გიმნაზიის კურსი დაასრულა.