რეგისტრირებული ფაქტები43148
ფილტრი:
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 25 სექტემბერს ქალაქ ქუთაისში ნადეჟდა დიმიტრის ასულმა ივანოვმა გახსნა კერძო რუსულენოვანი გიმნაზია, რომელშიც პედაგოგებად მუშაობდნენ: ნინა გერასიმეს ასული ალავერდოვა (რუსული ენა, ისტორია, გეოგრაფია), პ. კ. რეეზე (გერმანული ენა), ნინა სებასტიანოვი (ფრანგული ენა), ელენე გერასიმეს ასული ბორისოვა და ოლღა სიმონის ასული ბარქაია (საანბანო განყოფილება).
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის სექტემბერში ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა სია იმ სტუდენტებისა, რომლებიც სპეციალური უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში უნდა გაეგზავნათ. სულ წარდგენილი იყო 121 თხოვნა, საიდანაც შეირჩა 19 სტუდენტი: ეპიფანე ალშიფანია, გიორგი ბაქრაძე (ელექტრობა), ვალერიან ახვლედიანი, გიორგი ედიბერიძე, ივანე ლაზარაშვილი (სამთო მრეწველობა), დავით ბერიკაშვილი, ნიკოლოზ ცაგურია (მეტალურგია), დ. გოგიჩაიშვილი, ზურაბ ელიავა (ეკონომიკა), კონსტანტინე კობახიძე (ფინანსები), ნიკოლოზ მესხი (ელექტრომექანიკა), ალექსანდრე ნაზაროშვილი (ელექტროტექნიკა), ლიდია პაპასკირი, მიხეილ ცეკვაშვილი (ეკონომიკა), სპირიდონ ჩომახიძე (საქონელთა მცოდნეობა), ივანე ჩხენკელი (ტექნოლოგია), გრიგოლ კახაძე, გაბრიელ ქიქოძე და მირონ წულეისკირი. მათგან მხოლოდ სამი იყო საშუალო განათლებით, დანარჩენები დამამთავრებელი კურსის სტუდენტები იყვნენ.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 16 ივლისს ბუნებისმეტყველების, გეოგრაფიისა და ქიმიის საპროგრამო კომისიის თავმჯდომარე ალ. ჯავახიშვილმა განათლების მინისტრს მოახსენა, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობდა 23 წევრი: დ. გაჩეჩილაძე, ს. გულისაშვილი, ს. ბერეჟიანი, ბერძენიშვილი, მ.ზაალიშვილი, ს. იაშვილი, კარგარეთელი, გ. კონიაშვილი, პროფ. ი. მოსეშვილი, პროფ. ა. ნათიშვილი, თ. ნიკოლაძე, ო. სანიკიძე-ვოლობუევისა, ილ. სეხნიაშვილი, პ. ქარუმიძე, ნ. ჩიგოგიძე, პ. საყვარელიძე, ნ. ყიფიანი, შალამბერიძე, დოც. ალ. ჯავახიშვილი, ა. ჯანელიძე და ექიმებისგან: ა. ბალარჯიშვილი, კალანდარიშვილი და ვ. ღამბაშიძე.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 30 ივნისს ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტმა მიხეილ კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1914 წელს დაამთავრა ყოფილი სათავადაზნაურო გიმნაზია და 1917 წლამდე სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის მათემატიკურ განყოფილებაზე. რევოლუციის შემდეგ კი იძულებული გახდა, სწავლა შეეწყვიტა მე-3 კურსზე.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 30 ივნისს ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი მიხეილ კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრს სწერს, რომ საქართველოს მთავრობა ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნას აპირებს, უმაღლესი განათლების მისაღებად. ვინაიდან, სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურს, მაგრამ ამისთვის არ აქვს შესაბამისი სახსრები, მთავრობასთან შუამდგომლობას სთხოვს, რათა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია დაუნიშნონ.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 23 ივნისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, როგორც ნინო აკოფაშვილის ნამსახურებითი სიიდან ჩანდა, მან დაამთავრა ქერჩის კუშნიკოვის ინსტიტუტი, სიტყვიერი განცხადებიდან კი – ჩანდა, რომ სამი წელი იყო გერმანიაში სავარჯიშოდ და გერმანული ენის პრაქტიკულად შესასწავლად. ამასთანავე იქვე დაამთავრა მიუნხენის კონსერვატორია. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 19 ივნისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ ნინო აკოფაშვილმა წარადგინა დოკუმენტი, რომლიდანაც ჩანდა, რომ ის სამი წელი იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც დაამთავრა მიუნხენის კონსერვატორია. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: განათლება
1919 წელს თბილისის I, II, III, IV, V, VI, ქუთაისის I და II, გორის, ხაშურის, თელავის, ზესტაფონის, სამტრედიის, სიღნაღისა და ონის ოთხკლასიანი, ფოთის, ხონის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, დიდი ჯიხაიშისა და ჩოხატაურის სახაზინო ვაჟთა გიმნაზიები განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში შედიოდნენ.
1919
ტიპი: განათლება
1919 წელს სასაწავლებლების გაეროვნების მიზნით განათლების სამინისტროსთან შექმნილი სასწავლო კომიტეტის პრეზიდიუმის წევრებად მოწვეულნი იყვნენ მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის (საზოგადო და საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, გეოგრაფიის, ფილოსოფიური, იურიდიული, ჰიგიენის, სამხატვრო, მუსიკალური და ბიოლოგიური მეცნიერებების) წარმომადგენლები.