ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები43111

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1956

ტიპი: განათლება

1956 წელს თედო სახოკია მწერალთა პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ ფლობდა ქართულ, რუსულ, ფრანგულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 27 ივნისს ოზურგეთის მაზრის თავადაზნაურობის კრებამ, რომელსაც თავადი კონსტანტინე დავითის ძე ერისთავი თავმჯდომარეობდა, მაზრის პროგიმნაზიის სასარგებლოდ წლიურად 2000 მანეთის გამოყოფა გადაწყვიტა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 4 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ვ. ლიხელის ფსევდონიმით მიხეილ ილიას ძე მურვანიშვილის წერილი „საპედაგოგიო კურსები ტფილისში“ გამოქვეყნდა 1-ელ და 2 ივლისს გამართული საყმაწვილო ლექციების შესახებ.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს თედო სახოკიამ მარტვილის სასულიერო სასწავლებელი დაასრულა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის 24 თებერვლის „დროების“ ცნობით, და-ძმა პეტრე და ეკატერინე მელიქიშვილები სწავლის გასაგრძელებლად ციურიხში გაემგზავრნენ.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს თედო სახოკიამ სწავლის გასაგრძელებლად სორბონის უნივერსიტეტის უფასო საისტორიო ფაკულტეტი აირჩია.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი უმაღლესი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ გაემგზავრა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს თედო სახოკიამ უსახსრობის გამო სორბონის უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა და პარიზი დატოვა.

1887

ტიპი: განათლება

1887-1888 წლებში თედო სახოკია სორბონის უნივერსიტეტის საისტორიო ფაკულტეტზე სწავლობდა.

1894

ტიპი: განათლება

1894 წელს ნიკოლოზ მელიქიშვილი ვარშავაში ცხოვრობდა და სწავლობდა.

1894

ტიპი: განათლება

1894 წელს ანტონ გელაზარაშვილი ვარშავაში ცხოვრობდა და სწავლობდა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის 9 მარტის „დროების“ ცნობით, სწავლის გასაგრძელებლად შვეიცარიაში გაემგზავრნენ ოლიმპიადა და ეკატერინე ნიკოლაძეები.

1891

ტიპი: განათლება

1891 წელს იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილმა თბილისის სასულიერო სემინარიაში დაიწყო სწავლა, მაგრამ აკრძალული წიგნების კითხვის გამო III კლასიდან გაუშვეს.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გიორგი (გრიგოლ) იოსების ძე ედიბერიძემ თბილისში იმპერატორ ნიკოლოზ II-ის სახელობის კომერციული სასწავლებელი დაამთავრა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იროდიონ ევდოშვილს სიღნაღის საქალაქო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული.

1887

ტიპი: განათლება

1887-91 წლებში იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილი თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს ვახტანგ კოტეტიშვილი დორპატის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს თედო მალაქიას ძე ბეგიაშვილი დორპატის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

1874

ტიპი: განათლება

1874 წელს აბელ ოქროპირის ძე იაშვილმა ქუთაისის გიმნაზია დაასრულა.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს აბელ ოქროპირის ძე იაშვილმა ხარკოვის უნივერსიტეტი დაასრულა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იოსებ გიორგის ძე მონადირაშვილმა 21 წლისამ დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 22 ნოემბერს ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგმა ილია ფერაძემ მოხსენება „ბავშვების ქრისტიანობრივი აღზდის შესახებ“ წაიკითხა.

1887

ტიპი: განათლება

შიო ქუჩუკაშვილმა 1887 წელს გორის საოსტატო სემინარია დაამთავრა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, არსენ სიმონის ძე წითლიძეს ხონის საოსტატო სემინარია ჰქონდა დამთავრებული.