ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები42878

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1840

ტიპი: ღონისძიება

1840 წლის 30 ივლისს დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ქართულ-რუსული ლექსიკონი გამოიცა.

1842

ტიპი: ღონისძიება

1842 წლის პირველ მაისს შირვანის პოლკის მეოთხე მუშკეტერთა ასეულმა კაპიტან გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანის ხელმძღვანელობით და კავკასიის ბატალიონის პირველმა ასეულმა პორუჩიკ ყორღანოვის მეთაურობით ოთხი ათასამდე აჯანყებული ყაზიყუმელი დაამარცხა დაღესტანში.

1848

ტიპი: ღონისძიება

1848 წელს ილია ჭავჭავაძე მამამის გრიგოლ ჭავჭავაძეს თბილისში წაუყვანია და ჰაკესა და რაევსკის პანსიონში მიუბარებია.

1850

ტიპი: ღონისძიება

1850 წელს ილიას მამა გრიგოლ ჭავჭავაძე მონაწილეობდა ყვარელზე ლეკთა 500-კაციანი რაზმის თავდასხმის მოგერიებაში, რისთვისაც ის წმინდა ანას ორდენით დააჯილდოვეს.

1850

ტიპი: ღონისძიება

1850 წლის 2 იანვარს პირველი გიმნაზიის დარბაზში ილ. ორბელიანის, ოქ. ერისთავის, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის, ანდრეევსკისას, ა. ორბელიანისას, გ. ერისთავის, ქ. ორბელიანისას, გ. შანშიაშვილისა და მ. ჭილაშვილის მონაწილეობით წარმოადგინეს „გაყრა“.

1851

ტიპი: ღონისძიება

1851 წელს ჰაკესა და რაევსკის პანსიონს, სადაც ილია სწავლობდა, ჰაკე განაგებდა.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 19 თებერვალს თბილისის სამხედრო გუბერნატორმა, გენერალ-ლეიტენანტმა ივანე ანდრონიკაშვილმა გრიგოლ ჭავჭავაძის შვილებს, ილიასა და თეიმურაზს სახელმწიფოს ხარჯზე სწავლებასთან დაკავშირებით ამიერკავკასიის სამოქალაქო სამმართველოს უფროს ვასილ ბებუთაშვილთან უშუამდგომლა.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 25 თებერვალს ამიერკავკასიის სამოქალაქო სამმართველომ განიხილა თბილისის სამხედრო გუბერნატორ ივანე ანდრონიკაშვილის შუამდგომლობა გრიგოლ ჭავჭავაძის ობლების – ილიასა და თეიმურაზის სახელმწიფო ხარჯზე სწავლებასთან დაკავშირებით და იმის გამო, რომ საჭირო საბუთები სრულად არ იყო წარმოდგენილი, უარი თქვა თხოვნის შესრულებაზე.

1854

ტიპი: ღონისძიება

1854 წლის 27 მაისს პოდპოლკოვნიკი ნიკოლოზ დიმიტრის ძე ერისთავი, რომელიც თავისი რაზმით გამაგრებული იყო ნიგოითის მაღლობზე, თურქებს შეებრძოლა და გააქცია ისინი.

1855

ტიპი: ღონისძიება

1855 წლის 23 მაისს ახალქალაქის რაზმის ნაწილმა პოლკოვნიკ გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანის მეთაურობით თურქთა კავალერია დაამარცხა დაბა სელდასთან გამართულ ბრძოლაში.

1857

ტიპი: ღონისძიება

1857 წელს ილია ჭავჭავაძემ თავისი რამდენიმე ლექსი დასაბეჭდად გადასცა „ცისკარს“.

1857

ტიპი: ღონისძიება

ილია ჭავჭავაძის 1903 წლის ავტობიოგრაფიის მიხედვით, ილიამ სალიტერატურო მოღვაწეობა დაიწყო 1857 წელს.

1857

ტიპი: ღონისძიება

1857 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერი ლექსები გრიგოლ ორბელიანთან ინახებოდა, ტრაგედია „იული ტერენტელი“ კი დაკარგული იყო.

1857

ტიპი: ღონისძიება

1857 წლის ივნისში ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორმა, ივანე კერესელიძემ მადლობა გამოუცხადა იმ მწერლებს, რომლებმაც ჟურნალს გამოსაქვეყნებლად მასალები გაუგზავნეს, მათ შორის იყო ილია ჭავჭავაძეც.

1857

ტიპი: ღონისძიება

1857 წლის 5 ოქტომბრის ღამეს გენერალ-ლეიტენანტმა გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანმა შტურმით აიღო შამილის მიერ გამაგრებული სამხედრო პუნქტი: ახალი ბურტუნაის აული.

1858

ტიპი: ღონისძიება

1858 წელს აკაკი წერეთელმა ჟურნალ „ცისკარში“ ლექსების გამოქვეყნება დაიწყო.

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წელს საქართველოს ეგზარქოსის, ევსევის, განკარგულებით უმიზეზოდ ჩამორთმეული სამრევლო, ნიკო ლომოურის მამამ, იოსებმა, მხოლოდ რამდენიმე წელიწადში დაიბრუნა.

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წელს ნიკო ლომოურის მამამ, იოსებმა, სინოდში უჩივლა საქართველოს ეგზარქოს ევსევის სამრევლოს უსაფუძვლოდ ჩამორთმევის გამო.

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წელს ნიკო ლომოურის მამას, იოსებს, საქართველოს ეგზარქოს ევსევის განკარგულებით სამრევლო ჩამოართვეს.

1861

ტიპი: ღონისძიება

1861 წელს ილია ჭავჭავაძემ საუნივერსიტეტო არეულობის გამო თავი მიანება პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლას.

1862

ტიპი: ღონისძიება

1862 წელს ილია ჭავჭავაძემ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საერთო კრების მუშაობაში, რომელმაც განიხილა ბატონყმობის გაუქმებისა და საგლეხო რეფორმის საკითხები, წამოაყენა წინადადება გლეხების მიწიანად გათავისუფლების შესახებ, რის გამოც დაპირისპირება მოუხდა გენერალ-ლეიტენანტ ივანე ბაგრატიონ-მუხრანელთან.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863-1869 წლებში დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში სწავლის პერიოდში, ივანე როსტომაშვილი ხშირად სეირნობდა ახლომდებარე ტყე-მინდვრებში, ადიოდა ელიას გორაზე და ხორნაბუჯის ნანგრევებზე.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863-1869 წლებში დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში ივანე როსტომაშვილის სწავლის პერიოდში, მისი დის, მაიკოსა და იმის ქმრის, ილიკო გველესიანის დახმარებით დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში მიიღეს ივანეს ძმა, შაქრო.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863-1869 წლებში დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში ივანე როსტომაშვილის სწავლის პერიოდში, მისი და, მაიკო სოფელ შალაურში მცხოვრებ ილიკო გველესიანს მიათხოვეს.