ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები42868

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1867

ტიპი: ღონისძიება

1867-1873 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს, სოფრომ მგალობლიშვილი ქართველ მწერალთა გუნდს დაუახლოვდა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867-1873 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს, სოფრომ მგალობლიშვილი იასონ ნათაძეს კორექტურაში ეხმარებოდა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867-1873 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს, სოფრომ მგალობლიშვილი მონაწილეობდა პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის სასოფლო გაზეთის საქმიანობაში.

1867

ტიპი: ღონისძიება

რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის 1867 წლის 4 იანვრის უმაღლესი განკარგულებით, სამეგრელოს მთავარმა ნიკოლოზ დავითის ძე დადიანმა სამეგრელოს მართვა რუსებს გადააბარა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 4 იანვარს გამოსული რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ სამეგრელოს მთავარმა ნიკოლოზ დავითის ძე დადიანმა უარი თქვა სამეგრელოს მართვაზე.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 4 იანვარს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება, რომლის თანახმად სამეგრელოს თავადი ნიკოლოზ დადიანი მილიონი რუბლით ჯილდოვდებოდა სამეგრელოს მართვაზე უარის გამო.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 4 იანვარს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულებით, სამეგრელოს თავად დავით დადიანის ქვრივს, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანს, დაენიშნა სამუდამო პენსია.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 4 იანვარს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულებით, თავად ნიკოლოზ დავითის ძე დადიანს, რომელმაც ნებაყოფლობით თქვა უარი სამეგრელოს მმართველობაზე, დაენიშნა ერთჯერადი ფულადი ჯილდო 1 000 000 მანეთის ოდენობით.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 10 მარტს გაზეთი „დროება“ იუწყება, რომ ჟურნალ „სომხის ქვეყნის“ რედაქციამ აღმოაჩინა და ფოტოგრაფიულად გაამრავლა სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის, გევორქის IV-ის პორტრეტი, რომელიც ათ შაურად იყიდებოდა ენფიანჯიანცის წიგნის მაღაზიაში.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 5 მაისს გამართულ თავად-აზნაურთა კრებაზე გუბერნიის აზნაურობის მარშალმა დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანმა დამსწრეთ ახალი სამოქმედო პროგრამა წარუდგინა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 14 მაისს კავკასიის მეფისნაცვალმა იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი წმინდა ანნას პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „დროების“ კორესპონდენციაში, რომელშიც მიმოხილულია გორისა და მიმდებარე სოფლების სიახლეები, ნათქვამია, რომ მებატონე ივანე სულხანიშვილის მიწვევით გორის მაზრას ეგზარხოსი ეწვია.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 13 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა ბარეულის მაცხოვრის ეკლესია აკურთხა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 20 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა სხიერის წმ. გიორგის ეკლესია აკურთხა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის ნოემბერში სოფრომ მგალობლიშვილი თბილისში ჩავიდა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 11 აპრილს ზუგდიდის სასწავლებლის ბიბლიოთეკის მხარდასაჭერად მოყვარულ მსახიობთა დასმა ქართულ ენაზე წარმოადგინა მოლიერის პიესა „ძალათ ექიმი“, რომელშიც მონაწილეობდნენ ნატალია ვახრამოვი, ნინა დერაზმორდუკისა და მარიამ ფურცელაძე.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 24 მაისს თბილისის სამაზრო სასამართლოს უნდა განეხილა სახელმწიფო მრჩეველ ტიროვსა და გენერალ-მაიორ მაკარ ორბელიანს შორის არსებული ფინანსური დავა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 5 ივლისს თბილისის სამსჯავრო სასამართლოს უნდა განეხილა თავად სვიმონ ანდრონიკაშვილის მიერ ანა აბაშიძის გატაცების საქმე.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 13 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის კორესპონდენცია ზუგდიდში გამართული თავადაზნაურობის თავყრილობის შესახებ, რომელზეც განიხილეს სამეგრელოში სათავადაზნაურო ბანკის დაარსების საკითხი.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 29 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით სიღნაღის მაზრის სასწავლებლის საპატიო ზედამხედველი ალექსანდრე ნიკიტას ძე მირზოევი წმინდა ანნას II ხარისხის გვირგვინით დააჯილდოვეს.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს სტეფანე გრიგოლის ძე მელიქიშვილი თბილისში გამოსცემდა გაზეთ „დროებას“.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ბიბლიოთეკას თავისი შრომები გადასცეს გუსტავ ივანეს ძე რადემ, გერმანე ვილჰელმის ძე აბიხმა, ჰოფმანმა და ნევსტროევმა.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ექიმი კრასნოგლიადოვის აზრით 1867-1868 წლებში თბილისში მხოლოდ ერთი სახის ეპიდემია იყო. კერძოდ, სხვადასხვა სახის ქუნთრუშა.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს ივანე როსტომაშვილი არ მიიღეს თელავის იუნკერთა სასწავლებელში დაგვიანებით მიმართვის გამო.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს ივანე როსტომაშვილის ბიძამ, ჩიკრომ თელავის იუნკრების სასწავლებლის უფროსს თხოვა ივანეს სასწავლებელში მიღება.