ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45446

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ბორჩალოს მაზრის სოფელ პატარა გომარეთის მცხოვრებლებმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ნოე რამიშვილს მიწის სიმცირის გამო ბარათაშვილის ყოფილ ადგილზე, ე. წ. „დიაში“, გადასახლების ნებართვა სთხოვეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის თებერვალში განათლების სამინისტროსთან დაარსდა სასწავლო კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეობაც დაეკისრა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ივანე ჯავახიშვილს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის თებერვალში აკაკი წერეთლის ძეგლის დასადგმელად საჭირო პირობების შესამუშავებლად ხელოვნების კომისიისა და ეთნოგრაფიული საზოგადოების გაერთიანებული სხდომა მოიწვიეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 თებერვალს ნოე ჟორდანიამ მიიღო დეპეშა აზერბაიჯანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მცხოვრები თათრებისგან, რომლებიც სომეხთა თავდასხმების გამო ჩიოდნენ და მთავრობის თავმჯდომარეს საზღვრებზე სომხების თავდასხმების აღსაკვეთად ზომების მიღებას სთხოვდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის თებერვალში სახელმწიფო თეატრში გაიმართა დავით კლდიაშვილის იუბილე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის თებერვალში თბილისის მომღერალთა კავშირმა კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით სახალხო სახლში მუშებისათვის უფასო კონცერტი გამართა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის თებერვალში იტალიის სამოქალაქო მისიამ სენატორ კონტორის მეთაურობით ინახულა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია. მათ დიდხანს ისაუბრეს საქართველოსა და იტალიის ეკონომიკური დაახლოების პერსპექტივებზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის თებერვალში მიწისძვრასთან დაკავშირებით თბილისიდან გორში გაგზავნეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ჭიჭინაძე, რკინიგზის უფროსი, სამედიცინო პერსონალი და ინჟინრები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის თებერვალში გორიდან თბილისში დაბრუნდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ჭიჭინაძე და ადმინისტრაციულ განყოფილებათა უფროსი ვ. მგალობლიშვილი. ისინი 20 თებერვალს გაგზავნეს გორში მიწისძვრის შედეგების ადგილზე გასაცნობად და სასწრაფო ზომების მისაღებად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის თებერვალში სწრაფი მატარებლით გორში გაემგზავრნენ ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი, საფრანგეთის მისიის უფროსი დე ნონანკური, საფრანგეთის კონსული დუ-რუა, პოლონეთის წარმომადგენელი ვაცლავ ოსტროვსკი და იტალიის მისიის წარმომადგენელი კუკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის თებერვალში ნოე ჟორდანია მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრებთან ერთად საგანგებო მატარებლით გორში გაემგზავრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში პოლონეთის წარმომადგენელმა ვაცლავ ოსტროვსკიმ მიწისძვრით დაზარალებულებს 10 000 მანეთი შესწირა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს საქართველოს პროფკავშირთა სეკრეტარიატმა მიიღო დადგენილება, სახალხო უნივერსიტეტს ეშუამდგომლა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასთან და სწავლის წლის ბოლომდე გაგრძელებაში დახმარებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 მარტს კავკასიის საარქეოლოგიო ინსტიტუტის ბინაში დანიშნული იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრთა კრება, რომელზეც პოლიევქტოს კარბელაშვილს უნდა წაეკითხა მოხსენება „ირაკლის დროის ქართლის ტახტის მაძიებელნი“ და ახალი წევრები აერჩიათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის რედაქტორობით გამოვიდა ახალი მხატვრული ჟურნალი „პარნასი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში ტასო აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილისა და შალვა დადიანის შემადგენლობით ქართული დასი თბილისიდან ბათუმში გაემგზავრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში აჭარიდან ჩამოსული დელეგაცია შეხვდა აკაკი ჩხენკელს. მათ აჭარასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი გიორგი ანჯაფარიძე ართვინსა და არტანუჯში გაემგზავრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ ახალციხიდან დეპეშა მიიღო, რომელშიც სოფელ შავშეთის წარმომადგენლები მთავრობას ჯარის გაგზავნისთვის მადლობას უხდიდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს დამფუძნებელმა კრებამ ნიკო ნიკოლაძისგან შეიძინა სამკითხველო, რომელიც ფოთიდან თბილისში გადმოიტანეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 მარტს სასახლის წინ შეკრებილმა მომიტინგეებმა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას გადასცეს რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბათუმის ოლქი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. მომიტინგეები მთავრობისგან პრობლემის მოსაგვარებლად გაბედული ნაბიჯის გადადგმას მოითხოვდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს კახეთიდან დაბრუნებულმა აკაკი ჩხენკელმა ფართო აუდიტორიის წინაშე საქართველოს საშინაო და საგარეო ვითარება მიმოიხილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში ნოე ჟორდანიამ მიუღებლად ჩათვალა ზუგდიდის მაზრის მასწავლებელთა კავშირის მდგომარეობა, ამიტომ საქმე გამოსაკვლევად შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 მარტს საქართველოში ჩამოვიდა პოლონეთის დიპლომატიური მისია ტიტუს ფილიპოვიჩის ხელმძღვანელობით. სტუმრები შეხვდნენ მთავრობის თავმჯდომარესა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე ექვთიმე თაყაიშვილს. პოლონელი დიპლომატები აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ეწვივნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 მარტს იტალია-კავკასიის ბანკის გამგემ შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს აუწყა, რომ ევროპასთან მჭიდრო კავშირისთვის მათ შეიმუშავეს ამიერკავკასიაში რადიოტელეგრამის ექსპლოატაციისა და დამოუკიდებელი საზოგადოების დაარსების პროექტი.