რეგისტრირებული ფაქტები41868
ფილტრი:
სორტირება თარიღი მზარდობით
ტიპი: ღონისძიება
სახელმწიფო თეატრში საქველმოქმედო მიზნით გაიმართა მოხსენებათა დილა. მოხსენებები ეხებოდა დენიკინის განზრახვას ამიერკავკასიის რესპუბლიკების წინააღმდეგ გამოლაშქრების შესახებ. მოხსენებით გამოვიდნენ როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის მხრიდანაც. თავის გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრი გეგეჭკორი ხალხს უმტკიცებდა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. ასევე აღინიშნა დენიკინის წარმომადგენლის, ინგლისელი გენერლის არაობიექტური დამოკიდებულება.
ტიპი: ღონისძიება
დღის პირველ საათზე საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა კირიონ II-მ, თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდეს, ურბნელი დავითის და თბილელი სამღვდელოების თანამწირველობით, სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა სიონის ტაძარში საქართველოს დამოუკიდებლობის გამო.
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის დამლევს, მას შემდეგ, რაც გენერალმა მაზნიაშვილმა არტილერია გააგზავნა მახათას მთისა და სოღანლუღის ქედის დასაკავებლად, იგი გაემართა სამხედრო სკოლისაკენ სადაც თავი მოუყარა ხევსურთა დანაყოფებს (ოთხასამდე კაცი) და თავისუფალ ჯარისკაცებს კაპიტან ჯაფარიძის სუდენტთა ათასეულიდან და გაგზავნა არტილერიის დასაცავად თავად კი ისევ მთავრობის თავმჯდომარესთან გაემართა საქმის ვითარების მოსახსენებლად. მოხსენების შემდეგ იგი შეუერთდა არტილერიას მახათას მტაზე. საჭირო ზომებისა და ულტიმატუმის თავის დროზე წარდგენის გამო, მტრის ეშელონები მთავრობის გადადგომის ნაცვლად სურსათს, ტანისამოსსა და ცხენის საკვებს დასჯერდნენ და ბაქოსკენ გასწიეს, თუმცა მთავრობა კვლავაც შიშობდა, რომ ეშელონებს შეეძლოთ ფოილოს ხიდთან გადმოსხდომა და თბილისზე იერიშის მიტანა.
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის თებერვალში გაიმართა განათლების მუშაკთა მესამე ყრილობა, სადაც „პროფ. ნუცუბიძემ კმაყოფილებით აღნიშნა სახ. გან. კომ.-ის (კერძოდ, კომისარ დავით კანდელაკის) განცხადება იმის შესახებ, რომ საქ. უნივერსიტეტმა გაამართლა მასზე დამყარებული იმედები.“
ტიპი: ღონისძიება
თელავში წმ. ნინოს სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს პირი თელავის ქალაქის თავს წერს, რომ სამინისტროს საწინააღმდეგო არაფერი აქვს თავისუფალ საათებში სომეხთა გიმნაზიას დაეთმოს სასწავლებლის შენობა.ეს საკითხი მოეგვარებინათ ქალაქის თავთან შეთანხმებით. 1918 წლის 24 ოქტომბერს ხელს აწერს განათლების მინისტრი გ.ლასხიშვილი.
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს მუზეუმის დირექტორის მიერ გაცემული თავისუფალი დღეების წიგნაკის მიხედვით ქრისტინე შარაშიძე ისვენებდა 22 იანვარს, 1 და 2 მაისს და 7 და 8 ნოემბერს.
ტიპი: ღონისძიება
საქართველოში სომხებმა მოაწყეს ოსმალეთის წინააღმდეგ მანიფესტაცია, სადაც სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძე.
ტიპი: ღონისძიება
ნიკოლოზ მიწიშვილის სტატიის მიხედვით, ბენია ჩხიკვიშვილმა დახურა ბათუმის ერთადერთი ქართული გაზეთი – „მთლიანი საქართველო“ ტიციან ტაბიძის წერილის, „ირრედენტას“ გამო.
ტიპი: ღონისძიება
ნიკოლოზ მიწიშვილმა გამოსცა ქართველი პოეტების წიგნი რუსულად, თარგმანზე მუშაობდნენ: სერგეი რაფალოვიჩი, ოსიპ მანდელშტამი, ვალერიან გაფრინდაშვილი, სერგეი გოროდეცკი და სხვები.
ტიპი: ღონისძიება
ალექსანდრე მირზოევმა განათლების კომისარიატთან დაარსებულ აღმოსავლეთ ხელოვნების შემსწავლელ ინსტიტუტს გადასცა ბინა და ბიბლიოთეკა.
ტიპი: ღონისძიება
იაკობ ნიკოლაძემ გამოაქანდაკა შოთა რუსთაველის ბიუსტი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისთვის.
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გიორგი ლაფანაშვილი და მიხა პაპუნაშვილი სოფელ ჭილურტში შეხვდნენ სოფლის მცხოვრებლებს და გააცნეს გლეხობას ბოლშევიკების პროგრამა. ხალხმა პარტიის ლოზუნგის ქვეშ დადო ფიცი, რომ რევოლუციისა და საბჭოთა ხელისუფლებისათვის არაფერს დაიშურებდა.
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გიორგი ლაფანაშვილმა და მიხა პაპუნაშვილმა მიტინგი ჩაატარეს სოფელ ლამისყანაში.
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს სოფელ წილკაანიდან დაიბარეს ურემი სომხეთის ნაციონალური საბჭოს სამხედრო ბაზიდან ნივთების გასატანად, ურემი გაფორმდა თედო შუშიაშვილის სახელზე , ყვირილის ქუჩაზე, სადაც მოთავსებული იყო ბოლშევიკების საიდუმლო იარაღის საწყობი.
ტიპი: ღონისძიება
გიორგი ლაფანაშვილმა და ვანო შუშიაშვილმა ურემი დატვირთეს იარაღით და საბურთალოს დაღმამდი მიიყვანეს.
ტიპი: ღონისძიება
გიგო შარაშიძეს უთხრეს, რომ გრიშა გიორგაძემ დაწერა წიგნი „რუსიფიკატორი ეპიზკოპოზი“. გიგო შარაშიძის ვარაუდით, ეს იქნებოდა გაბრიელ ქიქოძის შესახებ შურიძიების მიზნით დაწერილი და მან შალვა შარაშიძეს სთხოვა სიმართლე გაერკვია და გრიშა გიორგაძე სიცრუეში ემხილებინა.
ტიპი: ღონისძიება
კონსერვატრიაში გაიმართა გრიგოლ ცეცხლაძის საღამო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ: პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე. ლექსები წაიკითხეს: ტიციან ტაბიძემ, ვალერიან გაფრინდაშვილმა, პაოლო იაშვილმა, ლიდი მეუნარგიამ, შალვა კარმელმა, რ. გოგოხიამ და გრიგოლ ცეცხლაძემ.
ტიპი: ღონისძიება
ანდრია ბოროზნინი, თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის მუსიკის მასწავლებელი, ოპერაციისთვის ფულად დახმარებას ითხოვდა. განათლების სამინისტრომ იმავე გიმნაზიის დირექტორს ნება დართო გიმნაზიის სპეციალური თანხიდან მისთვის სამკურნალოდ 300 მანეთი მიეცათ.
ტიპი: ღონისძიება
რაჟდენ აბულაძე წერს, რომ კომიტეტმა შეიწყნარა შუამდგომლობა და სათანადო მიწერილობით, რომელიც თხოვნასთან ერთად არის წარმოდგენილი, აუწყეს დამტკიცება, მაგრამ მთავარი გამგე არ დაკმაყოფილდა და მისგან ეცნო უარი წინადადებით, რომ შეძინა წოდება.
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც სპირიდონ გაბელაშვილს ჩაეთვალა სახელმწიფო სამსახურში ყველა ნამსახური წლები.
ტიპი: ღონისძიება
მიხეილ კანკავა შეუთანხმდა ფოთის ჯგუფს, რომ მათ ექნებოდათ მხოლოდ კულტურული მიზნები. ხსენებული წესდების პროექტის საბოლოო რედაქცია მიენდო თბილისში მიმავალ პედაგოგს სერგო დანელიას, რომელსაც შემდეგ ეს პროექტი უნდა დაესტამბა ერთ-ერთ გაზეთში.
ტიპი: ღონისძიება
ფოთსა და სენაკში სამეგრელოს კულტურის მოყვარე ჯგუფების დაარსებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საზოგადოების ფართო წრეებში. ეს მითქმა-მოთქმა განსაკუთრებით გაძლიერდა მიხეილ კანკავას სიტყვის შემდეგ იონა მეუნარგიას დასაფლავების დროს. საზოგადოებამ ,,მაფალუუს'' დაარსება მიიღო თავზარდამცემ ამბად, თითქოს დაიბადა მეგრული სეპარატიზმიო. სწორედ ამ გულისტკივილმა აღაშფოთა და აიძულა შალვა ჩოჩია თავისი სახელით გაზეთში გამოექვეყნებინა წერილი სათაურით ,,სამეგრელოს ავტონომისტები!''. ის რომელიმე პიროვნებისადმი პირადი ინტერესებით არ სარგებლობდა.
ტიპი: ღონისძიება
სასამრთლომ გადაწყვიტა, რომ ფოთსა და სენაკში დაარსებულ ჯგუფებთან დაკავშირებული ყველა მასალა გადაეცა ქ. თბილისში ქართული ისტორიისა და ეთნოგრაფიის საზოგადოებისათვის.
ტიპი: ღონისძიება
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1913 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მარიამ ვარდოსანიძის, მელანია გველესიანისა და ელისაბედ ტყეშელაშვილის თაოსნობითა და ქუთათურ მანდილოსანთა დახმარებით ქალაქის ბაღში გამართულმა ტრადიციულმა საჯარო სეირნობამ, იაფი ვაჭრობითა და გასართობებით, საზოგადოებას შესძინა 1355 მან. და 68 კაპ.