ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქომბერს სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის მოხსენება ხსენებული გიმნაზიის მასწავლებლის, ალ. ბარნოვის სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზის შესახებ. გიმნაზიის დირექტორის ცნობით, სამსახურიდან განთავისუფლების ზუსტი მიზეზი გიმნაზიის საქმიდან არ ჩანდა, ხოლო თანამოსამსახურეთა აზრით, ალ. ბარნოვს სამსახურისთვის თავი დაღლილობის გამო დაუნებებია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს შავი ქვის მრეწველთა საბჭომ გამოაცხადა კონკურსი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი ზდანოვიჩის სახელობის სახალხო სახლის საესკიზო პროექტის შედგენაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს შავი ქვის მრეწველთა საბჭოს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ჭიათურაში გიორგი ზდანოვიჩის სახელობის სახალხო სახლის აგება იყო დაგეგმილი. ხარჯი ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოს“ უნდა დაეფარა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „ნაციონალისტის“ ცნობით, ინგლისელებისგან არტაანის დაცლის შემდეგ ხალხის განწყობის გასარკვევად იქ ქართველ მაჰმადიანთა დივიზიონერი, ბაშხი-ბეგ მაჩაბელი გაიგზავნა (არტაანის ოლქის ჩრდილო ნაწილის მოსახლეობამ სურვილი გამოთქვა საქართველოს შემოერთებოდნენ).

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნ. გოგიტიძემ განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ყოფილმა მასწავლებელმა ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება ახალ სამსახურში დანიშვნამდე შეიტანა. ხელს აწერენ დირექტორი ნ. გოგიტიძე და საქმისმწარმოებელი ვალერი კიკნაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების კრების მდივანი იყო ვასილ მაქსიმეს ძე ბერიშვილი. კრებაზე გადაწყდა, რომ ვინაიდან უსახსრობის გამო ვეღარ ინახავდნენ სამკითხველოს, მთავარგამგეობას ის ქალაქის თვითმმართველობისთვის გადაეცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს ვარლამ ბურჯანაძე, იპოლიტე ვართაგავა, იოსებ გიორგობიანი და მეთოდე კაკაბაძე თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბორჩალოს სამაზრო ერობის თხოვნა 100 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ ორი თვის ვადით 50 000 მანეთის ოდენობის კრედიტის მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება საზოგადოების თანხის სხვადასხვა ბანკში შენახვის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე 17 ოქტომბრისთვის ადგილობრივი ფილიალის აღსადგენად თბილისში მცხოვრებ საზოგადოების წევრთა საზოგადო კრების მიწვევა გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მაღაზიაში დროებით მიწვეული ნოქრებისთვის თვიურად 6 000 მანეთის დანიშვნა გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება კორექტურის საქმის მოწესრიგების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ რევიზორ გ. ხუნდაძეს თბილისში პურის დამზადების შემოწმების საქმის გაგრძელება დაავალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ნიკო ნიკოლაძე მექრთამეობაში დაადანაშაულეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 ოქტომბერს განათლების სამინისტრო სწერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს, რომ ნებას რთავს კონსტანტინე ორჯონიკიძეს ყოველთვე გამოუწეროს 500 მანეთი სპეციალური თანხიდან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ოქტომბერს მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტში გამართულ თათბირზე საზოგადოება „ჩემოს“ წარმომადგენელმა, კონსტანტინე თუმანიშვილმა ნოე ჟორდანია სახელმწიფოს წინააღმდეგ კერძო პირის ინტერესების დაცვაში დაადანაშაულა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 ოქტომბერს ბენიამინ ჩხიკვიშვილმა და გიორგი ანჯაფარიძემ ორთაბათუმის მოსახლეობას გამოუცხადეს, რომ აუცილებელი იყო დამნაშავეთა დასმენა და გაწერილი ფულის გადახდა. თანხა სკოლისა და ხიდის აშენებას მოხმარდებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 ოქტომბერს ბენია ჩხიკვიშვილმა ორთაბათუმში დაათვალიერა 1918 წელს თურქების შემოსევის დროს დაზიანებული წყალსადენი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს კარლ კაუცკი შეხვდა გერმანელთა ეროვნული საბჭოს დელეგაციას ფრანც შულცის, ლამპარტორის, გორგინისა და კონტრინის შემადგენლობით. კაუცკიმ მოისმინა მოხსენებები და დაინტერესდა თბილისში მყოფი გერმანელების მდგომარეობით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება წიგნის მაღაზიაში ვაჭრობის წარმოების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს ცენტრალური კოოპერატიული კავშირის თხოვნა ცეკავშირთან არსებული წიგნსაცავ-სამკითხველოსთვის საზოგადოების თითო გამოცემის ნისიად დათმობის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ ნინო ნაკაშიძის მოხსენება ოლღა გურამიშვილის მოვლის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მურად გულთაიშვილისა და სულეიმან კაიკაციშვილისთვის 1-ელი ოქტომბრიდან დახმარების 3 000 მანეთამდე გაზრდა გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე ავალიშვილის თხოვნა 15 000 მანეთის სესხად მიცემის შესახებ. გამგეობამ მისთვის 2 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, მეთოდე კაკაბაძე, ნინო ნაკაშიძე და სეით იაშვილი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.