ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50844

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წლის აგვისტოში მიუნხენში მყოფი შალვა მაღლაკელიძე ნოე ცინცაძეს ევროპაში დაარსებულ ამერიკულ კომიტეტში გაიოზ მაღლაკელიძის დასაქმების თაობაზე ესაუბრა.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წლის 27 ივნისს გერმანიაში შალვა მაღლაკელიძე ნოე ცინცაძესა და „ამერიკული კომიტეტის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მას მიაჩნდა, რომ სექტემბერში საერთო საქმიანობას დაიწყებდნენ და გაიოზ მაღლაკელიძესთან თანამშრომლობა დასჭირდებოდათ.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წლის 26 ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ნოე ცინცაძე პარიზიდან გერმანიაში იყო ჩასული და მან რუსებთან „ამერიკული კომიტეტის“ დავალებით კონფერენცია ჩაატარა.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წლის 5 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ სასამართლოში დემეტრაშვილისა და მიხეილ ალშიბაიას საქმის განხლვა ჯერ არ იყო დამთავრებული.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წლის მაისში ესპანეთში მყოფმა ირაკლი ბაგრატიონმა გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ რეზო გაბაშვილისა და გენერალ კვინიტაძის ეროვნულ-პოლიტიკურ ცენტრს დახმარებოდა.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წელს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ 17 აპრილის საღამოს გაზეთში გამოქვეყნდა ანგარიში „შავი ბირჟის მოღვაწეთა შესახებ“, რომელშიც მიხეილ ალშიბაია სამჯერ იყო მოხსენებული.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წელს გიორგი საჯაია და დათიკო ბერძენიშვილი ალექსანდრე ფაჩულიას ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ბერლინის აღმოსავლეთ სექტორში აპირებდნენ ჩასვლას. სხვა ქართველებს რუსების სექტორში გადასვლა არ შეეძლოთ.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წელს ევგენი გეგეჭკორმა შალვა მაღლაკელიძე მთავრობის სახელით პარიზში მიიწვია. შალვა მაღლაკელიძეს საკონსულოში ვიზის მიღებას დაჰპირდნენ.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წელს ნოე ცინცაძემ შალვა მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ რადიოს პროგრამირების დირექტორად ნიკოლაევსკის დანიშვნას აპირებდნენ. გაიოზ მაღლაკელიძე კი მისი მოადგილე იქნებოდა.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წელს ევგენი გეჭკორი ბერლინში გამართულ იურისტთა ყრილობას დაესწრო.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წელს ალექსანდრე სულხანიშვილი საცხოვრებლად ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკოში გადავიდა.

1951

ტიპი: ღონისძიება

1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის პუბლიცისტური წერილი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ის საუბრეობს ჩერჩილის, ჰიტლერისა და სტალინის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა გეგმაზე.

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წლის 10 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ იგი სასამართლოში არ გამოუძახებიათ. შეატყობინა, რომ მიხეილ ალშიბაიას საქმე გართულდა.

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წლის 14 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ანტონ წერაძის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მის ქალიშვილს საკონსულოში გაეგზავნა წერილი. მისი აზრით, თუ წერაძის ქალიშვილი გერმანიაში მყოფ რუსულ ოფიციალურ წრეებს მამის შესახებ ინფორმაციას სთხოვდა, არაფერი დაშავდებოდა.

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წლის 14 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ რომიდან გამგზავრებას აპირებდა, რადგან მას მღვდელი თარხნიშვილი კონსტანტინოპოლში, ქართულ კათოლიკურ მონასტერში გადასვლას სთხოვდა. ასევე შეატყობინა, რომ იქ მემუარების დაწერას გეგმავდა.

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წელს მენდემ „ვარშავის ქართველების“ დაღუპვაში დამნაშავედ შალვა მაღლაკელიძე ცნო. მოგვიანებით მან მიხეილ ალშიბაიას მისწერა და მოსთხოვა, რომ საქმიდან მისი ცნობა ამოეღო.

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წელს დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი საქართველოს სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა.

1949

ტიპი: ღონისძიება

1949 წლის 25-27 მაისს გალაკტიონი იყო ჭიათურაში და შეხვდა მაღაროელებს. ესტუმრა აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს სხვიტორში.

1948

ტიპი: ღონისძიება

1948 წლის დეკემბერში მღვდელი თარხნიშვილი შალვა მაღლაკელიძეს დაჰპირდა, რომ გაიოზ მაღლაკელიძის პრესის ბიუროსთვის მასალების მოძიებაში დაეხმარებოდა. თარხნიშვილი ბეირუთში იყო და მაღლაკელიძეს სირია-ლიბანის შესახებ მიაწვდიდა ინფორმაციას.

1948

ტიპი: ღონისძიება

1948 წლის 26 მაისს ანდრო აბრამიშვილმა დისერტაცია დაიცვა. მისი ოპონენტები იყვნენ იოსებ ორბელი და დავით დონდუა. მას ფილოლოგიური მეცნიერების ხარისხი მიანიჭეს ფარული კენჭისყრის ერთიანი ხმის მიცემით.

1948

ტიპი: ღონისძიება

1948 წლის შემოდგომაზე, როცა მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების თანამშრომელთა ჯგუფი ილია აბულაძესთან ერთად ოთხი დღით ერევანში გაემგზავრა, ქრისტინე შარაშიძე გაეცნო მატედარანში დაცულ ქართულ ხელნაწერებს.

1948

ტიპი: ღონისძიება

1948 წლის შემოდგომაზე ერევანში მივლინების დროს ქრისტინე შარაშიძე გაეცნო მატედარანში დაცულ ქართულ საბუთებს, რომელთა უმეტესობა საქართველოში მცხოვრებ სომეხთა ეკონომიკურ საქმიანობას ეხებოდა.

1947

ტიპი: ღონისძიება

1947 წელს ქრისტინე შარაშიძემ საქართველოს სსრკ მეცნიერებათა აკადემიისგან მიიღო მოსაწვევი ბარათი დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე დასასწრებად. სესია შეწყდა აკადემიის ვიცეპრეზიდენტის, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას გარდაცვალების გამო, 25 ნოემბრიდან კი უნდა გაგრძელებულიყო მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის ფილიალში.

1946

ტიპი: ღონისძიება

ქრისტინე შარაშიძემ და თბილისის ორჯონიკიძის რაისაბჭოს საბინაო სამმართველოს N429 სახლმმართველობის სახლის მმართველმა, მარია სოფრომაძემ, გააფორმეს ხელშეკრულება 1946 წლის 20 ივნისიდან 1957 წლის 20 ივნისამდე მოქმედების ვადითა და განახლების უფლებით.

1946

ტიპი: ღონისძიება

1946 წელს ქრისტინე შარაშიძის ბინის ქირა განისაზღვრა თვეში 8 მანეთითა და 62 კაპიკით, რაც შეიძლებოდა შეცვლილიყო ბინის ქირის განაკვეთისა და დამქირავებლის ხელფასის შეცვლის შემთხვევაში.