ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45138

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს იაკობ ფანცხავამ ქუთაისის გუბერნატორ სლავოჩინსკის წარუდგინა განსაკუთრებული მოხსენება გვალვის შედეგად მოუსავლიანობით დაზარალებულთა შესახებ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის აგვისტოში ქუთაისში სხვადასხვა უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტების ყრილობაზე ოდესიდან დელეგატად წარდგენილი იყო იაკობ ფანცხავა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 12 მარტს პენსიაზე გასულ იაკობ ფანცხავას სახალხო საბჭომ დაუნიშნა პენსია 210 მანეთის ოდენობით.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს იაკობ ფანცხავას სახლში პოლიტიკის ლექციებს ესწრებოდა ვალოდია ლორთქიფანიძე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს იაკობ ფანცხავამ ვასილ წერეთელს სთხოვა მისთვის და პოლიტიკით დაინტერსებული მეგობრებისთვის ლექციების წაკითხვა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს გინაზიაში სწავლის პერიოდში იაკობ ფანცხავამ შეკრიბა მეგობართა ჯგუფი, რომელთაც პოლიტიკური ხასიათის ლექციებს უკითხავდა ვასილ წერეთელი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში ქუთაისის სამფინგანის კოლეგიის წევრად არჩეულ იაკობ ფანცხავას ქუთაისისა და ქუთაისის გუბერნიის ბანკების სრული ლიკვიდაცია დაევალა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს იაკობ ფანცხავა მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა ქუთაისის ქალაქისთავის თანამდებობაზე არ დაამტკიცა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს იაკობ ფანცხავამ წერილობითი თანხმობა გაუგზავნა სანდრო გუგუშვილს ფოთის ქალაქის თვითმართველობაში მუშაობასთან დაკავშირებით.

1905

ტიპი: ღონისძიება

იაკობ ფანცხავას მიმართ პოლიციის დაწესებული ღია მეთვალყურეობა 1905 წელს შეწყდა რევოლუციისა და 19 ოქტომბრის მანიფესტის შედეგად.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 11 მაისს სახალხო სახლში ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით გამართულ მეჯლისზე გ. იორდანაშვილმა კინტაური იცეკვა, პავლე ფრანგიშვილმა შეასრულა „ურმული“ და იოსებ საღირაშვილმა თარზე დაუკრა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 11 მაისს სახალხო სახლში ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით მეჯლისი გაიმართა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს იაკობ ფანცხავა ქალაქ ნიკოლაევში იმყოფებოდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს სალომე ბეჟანის ასულ გურგენიძისამ ქართულ გიმნაზიას სხლითის მამულები შესწირა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 13 მაისს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ წარმოადგინა „ოტელო“ ალექსანდრე იმედაშვილის, ნუცა ჩხეიძის, პლატონ ჩიქვინიძის, იუზა ზარდალიშვილის, ზაქარია გომელაურის, გედევან გედევანოვის, ანეტა ქიქოძის, მიხეილ ჭიაურელის და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 11 მაისს სახალხო სახლში ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით გამართულ მეჯლისზე რომანოზ ბებიაშვილმა მერეჟუკოვსკის „ბუდა“ წაიკითხა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 23 მაისს სახაზინო თეატრში ვაჟა-ფშაველას პატივსაცემად გამართულ წარმოდგენაზე იმღერა ივანე სარაჯიშვილმა, ასევე მიხეილ კავსაძის გუნდმა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 23 მაისს სახაზინო თეატრში ვაჟა-ფშაველას ლექსები წაიკითხეს გრიგოლ რობაქიძემ, ნიკოლოზ ერისთავმა, ალექსანდრე იმედაშვილმა, ივანე ბუქურაულმა და სხვ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 ივნისს ბორჯომში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასთან არსებულ სცენისმოყვარეთა წრეს ვალერიან გუნიას „და-ძმა“ უნდა წარმოედგინა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავასთვის საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობაზე უარის თქმის მიზეზი მის სახლში ქუთაისის ჟანდარმერიის ჩატარებული ჩხრეკის ცნობა გახდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის გაზაფხულზე საფილოქსერო კომიტეტი, სადაც იაკობ ფანცხავაც ირიცხებოდა, სამსახურებრივი დავალებით აპირებდა ფილოქსერას მაძიებელთა გაგზავნას სხვადასხვა მაზრაში.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავამ თავი მიანება საფილოქსერო კომიტეტში სამსახურს იმ მიზეზით, რომ იგი არ დაამტკიცეს საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობაზე.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს საფილოქსერო პარტიაში მსახურობის პერიოდში იაკობ ფანცხავას მოვალეობა გორის მაზრის ვენახებში ფილოქსერას აღმოჩენა იყო.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წლის 21 ივნისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში იაკობ ფანცხავა იხსენებს თავის მოგზაურობას სოფელ სამთავისში.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს იაკობ ფაცხავა ბათუმში სამუშაოდ გადასვლის პარალელურად ამ ქალაქისა და მთლიანად აჭარის გაცნობას გეგმავდა.