ნოე ალმასხანის ძე ქურიძე (ზომლეთელი)

პოეტი, სოხუმის სკოლის პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის სკოლა (მასწავლებლები: ნიკო სიმონის ძე ჯანაშია და ნოე ალმასხანის ძე ქურიძე) 16-მა მოსწავლემ დაასრულა, რომელთაგანაც 2-მა რეალურ სასწავლებელში განაგრძო სწავლა, 2-მა – ქალთა გიმნაზიაში, 5-მა – პირველდაწყებით უმაღლეს სასწავლებელში, 5-მა – ორკლასიან სამრევლო სასწავლებელში და 2-მაც – საპროფესიო განყოფილებაში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 2071 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/2071]; წვდომის თარიღი: 2020-06-05

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.