აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა გამგე, დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1928 წლის 23 თებერვალს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობას უხდიან საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სადილზე მიწვევასთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართება 6 მარტს. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.

წყარო: საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის გენერალური მდივნის, საგარეო საქმეთა მინისტრის არისტიდ ბრიანის, ფინეთის, უკრაინის, კანადის, უნგრეთის და სხვა ქვეყნების ელჩთა მიმართვები და მოსაწვევი ბარათები აკაკი ჩხენკელისადმი | 1928-1928
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
ენა: ფრანგული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 3521 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/3521]; წვდომის თარიღი: 2020-07-12

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.