სოფრომ გაბრიელის (გლახას) ძე ტარუაშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის, კავკავისა და თბილისის განყოფილებათა წევრი, ჭიათურის განყოფილების დაარსების ინიციატორი და გამგეობის წევრი, ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საურთიერთო ნდობის საზოგადოების ბუღალტერი

სამსონ ფირცხალავას 1909 წლის 7 ოქტომბრის წერილის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე (თავმჯდომარე), ივანე მიხეილის ძე გომელაური, ირაკლი (ერეკლე) გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი, ალექსანდრე მიხეილის ძე მითაიშვილი, სოფრომ გლახას (გაბრიელის) ძე ტარუაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 9188 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/9188]; წვდომის თარიღი: 2020-09-26

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.