1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, დაემტკიცებინათ კომიტეტის მიერ ახლად არჩეული წევრები: პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავი, სტეფანე იაკობის ძე პოპოვი, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძე, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელი, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი, თავმჯდომარე – ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, მოადგილე – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, ხაზინადარი – ი. ვ. მოზდოკელი, ან ხაზინადრის კანდიდატი – ნ. თ. გუბნელოვი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25524 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25524]; წვდომის თარიღი: 2019-10-20