1913 წლის საწევრო – 3-3 მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ფილიალის ნამდვილმა წევრებმა: დეკანოზებმა – მელიტონ ცაგარეიშვილმა და გაბრიელ ცაგარეიშვილმა, გერასიმე ცაგარეიშვილმა, იროდიონ ცეხანოვსკიმ, ვლადიმერ ცნობილაძემ, ვასილ, სოლომონ, იასონ, ვლადიმერ, ირაკლი, სავლე, კლავდია და პუპი წერეთლებმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 24126 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/24126]; წვდომის თარიღი: 2020-11-23