ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8955

ფაქტი 8955

1920 წლის 4 სექტემბერს ქაშვეთის ეკლესიაში ილია წინამძღვრიშვილის პანაშვიდს დაესწრნენ დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილეები: ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძე და ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენლები: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების თავმჯდომარე ს. ყაზახაშვილი, მიწათმოქმედების სამინისტროს ხაზინადარი თ. მეგრელიშვილი, მეღვინეობა-მევენახეობის ყრილობის საბჭოს მდივანი გ. წინამძღვრიშვილი, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე მიქაბერიძე და ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი პ. გოთუა. დაკრძალვის ხარჯები მიწათმოქმედების სამინისტრომ გაიღო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8955; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .