რეგისტრირებული ფაქტები47454
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნოტარიუსი თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძე ოჩამჩირეში საურთიერთო კრედიტის საზოგადოების დაარსებას აპირებდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბერს ონში დეპუტატობის კანდიდატებად აირჩიეს დიმიტრი ალექსანდრეს ძე ყიფიანი, ალექსანდრე იოსების ძე კვიტაშვილი და სიმონ ჯაფარიძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბერს სახალხო უნივერსიტეტის გამგეობა ქუთაისში იაკობ გოგებაშვილის ხსოვნის პატივსაცემად სალიტერატურო დილას მართავდა. ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილსა და ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძეს გოგებაშვილის შესახებ უნდა წაეკითხათ ლექციები.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 10 აპრილს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მიხეილ ჩხიკვაძის განცხადება. იგი წიგნსაცავიდან იმ წიგნების გატანის ნებართვას ითხოვდა, რომლებშიც გრიგოლ ტატიშვილის შესახებ იყო ცნობები. გამგეობამ ჩხიკვაძის თხოვნა დააკმაყოფილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბერს ქუთაისში იაკობ გოგებაშვილის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ სალიტერატურო დილაზე დომენტი თომას ძე თომაშვილსა და ტრიფონ შუბლაძეს ლექსები უნდა წაეკითხათ.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 26 ივნისს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საზოგადოების წიგნის მაღაზია 27 ივნისიდან პირველ აგვისტომდე უნდა დაკეტილიყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბერს ზესტაფონში გამართულ წვრილ და მსხვილ მემამულეთა ამომრჩევლების კრებაზე ამომრჩევლებად ალექსანდრე ზურაბის ძე წერეთელი, იოსებ ალექსანდრეს ძე გუნცაძე, ილია ზურაბის ძე აბაშიძე და ალექსანდრე ხახულის ძე აბაშიძე დაასახელეს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 22 მაისს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს არტემ ახნაზაროვის თხოვნა ელისაბედ ელიოზიშვილის ანდერძის განაღდების სასამართლო ხარჯების დასაფარად 65 მანეთის მიღების შესახებ (100 მან. უკვე მიღებული ჰქონდა). გამგეობამ დაადგინა, პრეზიდიუმს პარმენ კახიანის დახმარებით გაერკვია საქმის ვითარება და შემდეგ გაეწია ხარჯი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბერს ზესტაფონში წვრილ და მსხვილ მემამულეთა ამომრჩევლების კრებაზე ვლადიმერ მიქელაძის მომხრეებმა კანდიდატები დაასახელეს, მაგრამ მოგვიანებით თავიანთი კანდიდატები მოხსნეს, რადგან მიხვდნენ, რომ ვერ გაიმარჯვებდნენ.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 3 ოქტომბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ბათუმის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა იყო, გაუგზავნა1915 წლის სავარაუდო შემოსავლის ანგარიში, რომლის მიხედვით 1915 წელს განყოფილების ხაზინაში საწევრო გადასახადით 564 მანეთი შევიდა, ქალაქის თვითმმართველობის შემოწირულობით – 166. 67, კერძო პირთა შემოწირულობით – 30, მთავარი გამგეობის დახმარებით – 450 მან. სულ 1915 წელს ბათუმის განყოფილების შემოსავალი 1210. 67 მანეთი იყო.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 25 სექტემბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის წინადადება, საზოგადოების წიგნის მაღაზიის საპატენტო გადასახადისაგან გასათავისუფლებლად აღეძრათ შუამდგომლობა ფინსახკომის რწმუნებულთან. გამგეობამ შუამდგომლობის აღძვრა პრეზიდიუმს დაავალა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 28 აგვისტოს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე ავალიშვილის თხოვნა ბრეთის სამკითხველოსთვის წიგნების უფასოდ დათმობის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, სამკითხველოსთვის 10 მანეთის წიგნები გაეგზავნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის იანვარში თბილისის სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარის ამხანაგად დაინიშნა ამავე სასამართლოს წევრი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჭავჭავაძე.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N4) დაბეჭდილ ანდრია ღულაძის სტატიაში „სკოლა და კომიტეტი“ ნათქვამია, რომ სკოლის სასწავლო პროცესის მართვა არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული სხვადასხვა მმართველობაზე, რომ „კომიტეტების მოვალეობა უნდა ყოფილიყო მიზანი, რომელსაც სკოლა უნდა ესწრაფვოდეს, და არა მიზნის მიღწევის საშუალება“.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 4; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ ავტორი განიხილავდა რუსეთის გაზეთებში დაიბეჭდილ ცნობას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ბანკებს ეძლეოდა ნება ფულის გასესხებისა ზომიერი სარგებლით მიწათმფლობელებზე, ეგრეთწოდებული ვექსილის ჩამორთმევით.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N4) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ გაკრიტიკებული იყო სერგეი მესხი, რადგან მან გამოსათხოვარ სიტყვაში (ავადმყოფობის გამო დატოვა გაზეთ „დროების“ რედაქტორის თანამდებობა) არ ახსენა ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, დავით მიქელაძე, კირილე ლორთქიფანიძე და მათი ღვაწლი გაზეთ „დროების“ განვითარების საქმეში.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N4; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ გაკრიტიკებული იყო სერგეი მესხი იმის გამო, რომ გამოსათხოვარ სიტყვაში (ავადმყოფობის გამო დატოვა გაზეთ „დროების“ რედაქტორის თანამდებობა) არ ახსენა მელიქოვის სტამბა, რომელიც 14 წლის მანძილზე „დროებას“ უსასყიდლოდ ბეჭდავდა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N 5-6; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილ დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის სტატიაში „სამი ძველი ვარიანტი ქართულის ოთხთავისა ანუ სახარებისა“, ავტორი გვაწვდის ცნობას, რომ სახარების მეთერთმეტე საუკუნის (გიორგი მთაწმინდელისეული) თარგმანის ადრინდელი ვარიანტი შესაძლებელია ყოფილიყო 936 წელს მეფე სუმათისთვის გადაწერილი ოთხთავი, რომელიც ჯრუჭის მონასტერში (იმერეთში) იყო დაცული. (ეს ხელნაწერი უნახავს მარი ბროსეს 1848 წელს).