რეგისტრირებული ფაქტები50770
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მემამულეთა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიტა აბაშიძე თანასწორად დაიცავდა ქართველი მუშებისა და გლეხების ინტერესებს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, წიგნების საწყობში თვეში 1 200 მანეთს იხდიდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მემამულეთა არჩევნებზე კიტა აბაშიძესა და ევგენი გეგეჭკორს შორის უნდა გაეკეთებინათ არჩევანი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორი ქართულ ენაზე სწავლებას მხოლოდ დაბალი საფეხურის სკოლებისთვის მოითხოვდა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოებამ გამოსცა ა. იახონტოვის რედაქციით გადაკეთებული და გამარტივებული „წიგნი რობინზონ კრუზოსი“. (თარგმნა ა. თუმანიშვილმა).
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოებამ გამოსცა „წიგნი რობინზონ კრუზოსი“ დიდებისთვის. (თარგმნა დ. ჯაჯანაშვილმა).
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნულია, რომ საზოგადოებამ 1000 რუბლის ღირებულების წიგნები იყიდა და სკოლებს დაუგზავნა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნულია, რომ ზუგდიდის მაზრის საზოგადოების 15 სკოლაში 517 მოსწავლე სწავლობდა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნულია, რომ ოზურგეთის მაზრის საზოგადოების სკოლებში 1097 მოსწავლე სწავლობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძე ოჩამჩირის მოსახლეობას თეატრის აშენებაში დახმარებას შეჰპირდა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორი ხუთი წელი სახელმწიფოს სათათბიროს წევრი იყო.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის ნოემბერში განათლების კომისარიატმა ოლღა ჭავჭავაძეს ერთდროული დახმარება – 50 მანეთი გამოუყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორმა რუსეთის მუშების მდგომარეობის შესწავლასა და დაცვას დიდი დრო დაუთმო, ქართველი მუშების შესახებ კი არაფერი უთქვამს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 15 ოქტომბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის სამზრუნველოს წარმომადგენლის, გიორგობიანის თხოვნა საზოგადოების ყველა გამოცემის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, კავკავის სკოლისთვის 100 მანეთის წიგნები გაეგზავნა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 24 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბერს გაზეთ „იმერეთის“ საშუალებით ქუთაისელმა ებრაელებმა მოსახლეობას მემამულეთა არჩევნებში კიტა აბაშიძის არჩევისკენ მოუწოდეს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 19 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 15 ოქტომბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის სამზრუნველოს თხოვნა მასწავლებლის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, კავკავის სკოლაში სამუშაოდ წასვლა ელიოზ ხუციშვილისთვის ეთხოვა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 15 ოქტომბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.