ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49156

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 30 მარტს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ინგლისის საპოლიტიკო მდგომარეობა ერთი და იმავეა...“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 30 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „თბილისი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქალაქში ჯანმრთელობისთვის დიდი მზრუნველობა და საქმიანობაა“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 30 მარტს თბილისში დაბრუნდა მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვი, რომელსაც ქალაქისთავი დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი დახვდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 31 მარტის „დროების“ ცნობით, მტკვრის ადიდების გამო ვაჭარ კასუმოვის პორომი ვეღარ გადაადგილდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 31 მარტის „დროების“ ცნობით, იასონ ლუკას ძე კაპანაძის აზრით, ქართველებს რუსული ენა სმირნოვის და კიუნერის სახელმძღვანელოებით უნდა ესწავალათ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის აპრილში გამართულ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე სამი წლის ანგარიში განიხილეს და ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით შედგენილი წესდების ახალი ვარიანტი მიიღეს. ახალი წესდება დასამტკიცებლად რუსეთის იმპერიის ფინანსთა სამინისტროში გაგზავნეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 1-ელი აპრილის „დროების“ ცნობით, საზაფხულო თეატრში დიმიტრი ყიფიანის მიერ თარგმნილ დრამას „ვენეციელ ვაჭარს“ წარმოადგენდნენ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 2 აპრილის „დროებაში“ ზ. მთაწმინდელის სტატია „საქართველოს XVI საუკუნის მეფეების თარხანი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 აპრილის „დროების“ ცნობით, გიორგი იოსელიანის წიგნი „იმერლები თბილისში“ ექვთიმე ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 5 აპრილის „დროებაში“ „პოსრედნიკების“ შესახებ სტეფანე მელიქიშვილის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 6 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საქართველოს მატიანე“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ ქართულ სცენაზე“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 6 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ინგლისი“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 აპრილის „დროების“ ცნობით, ვასილ აბაშიძის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ცოლი თუ გინდათ, ეს არის“, ქუთაისში, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში იყიდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 6 აპრილის „დროებაში“ რაფიელ ერისთავის „ბაზრის სცენები“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 8 აპრილის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში ზაქარია ჭიჭინაძის გამოცემული ნაწარმოები „ბატონისშვილი“ 6 შაურად იყიდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 7 აპრილის „დროებაში“ ილია ბახტაძის სტატია „ხონი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 9 აპრილის „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის ფელეტონი „თამარ მეფე“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 აპრილის „დროების“ ცნობით, ქალაქის მმართველობის კრებაზე ალექსანდრე ზუბალოვის წინადადებას „სანამუსო სახლების“ შესახებ განიხილავდნენ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 აპრილის „დროების“ ცნობით, მიხეილ ლორის-მელიქოვი პეტერბურგში გაემგზავრა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 11 აპრილის „დროების“ ცნობით, დავით, გიორგი, ალექსანდრე ჯავახიშვილებმა და ალექსანდრე ვეზიროვმა ხოვლეს მოსახლეობას სკოლის ასაშენებლად საჩუქრად მიწა გადასცეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 აპრილის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა „ირაკლის პირველი დრო“, რომლის ფასი 6 შაური იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 აპრილის „დროების“ ცნობით, პოლიევქტოს კარბელაშვილმა რუსი მწერლის კომედია ქართულად თარგმნა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 14 აპრილს გაზეთ „Обзор“-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის სტატია „საზოგადოების სწავლული ექსპლოატატორები“, რომელშიც ილია ჭავჭავაძისა და ბესარიონ ღოღობერიძის საბანკო პოლიტიკა იყო გაკრიტიკებული.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 22 აპრილის „დროების“ ცნობით, ნესტორ დიმიტრის ძე წერეთელი ოსმალებთან ბრძოლის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის წმ. ვლადიმირის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 აპრილის „დროებაში“ ალექსანდრე ჭიჭინაძის სტატია „ქუთაისი“ დაიბეჭდა.