ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47453

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მსხვილ მემამულეთა არჩევნებზე დეპუტატების ამომრჩევლად ივანე მიქელაძე დაასახელეს.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა არტურ ლაისტის სტატია „Literatura Gruzinska“, რომელშიც ავტორი წერდა: „ქართველები მხოლოდ სარწმუნოებითღა თუ განირჩეოდნენ მათ გარშემო მცხოვრებ მუსლიმანთაგან, ზნითა და ჩვეულებით კი სრულიად მათ წააგავდნენ.“

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა არტურ ლაისტის სტატია „Literatura Gruzinska“, რომელშიც ავტორი წერდა, რომ „ილია ჭავჭავაძე დიდი მცოდნეა თანამემამულეთა ხასიათისა და გულისა.“

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა არტურ ლაისტის სტატია „Literatura Gruzinska“, რომელშიც ავტორი წერდა, რომ „ქართული ლიტერატურა ღარიბია სამეცნიერო ლიტერატურით, რაც განპირობებულია მისი მოძრავი ხასიათიათ და ქართული სკოლების უქონლობით.“

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „Literatura Gruzinska“არტურ ლაისტი დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის, რომანოზ ძამსაშვილისა და ივანე პავლეს ძე გვარამაძის დიდ ღვაწლზე საუბრობს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის ხარჯთაღრიცხვაში ალექსანდრე ხახანაშვილის საფლავზე ძეგლის დასადგმელად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ 1800 მანეთი გამოყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის საქალაქო არჩევნებზე კარლო სიმონის ძე ჩხეიძის მომხრეებმა გაიმარჯვეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის მაზრის მსხვილ მემამულეთა კრებაზე დეპუტატების ამომრჩევლებად ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვი და ივანე სპირიდონის ძე ჯაბადარი აირჩიაეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი ილია ჭავჭავაძის თხზულებების გამოცემას აპირებდა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 6 ოქტომბერს ივანე ირაკლის ძე პურადაშვილი ქუთაისის დრამატული თეატრის გამგეობის წევრი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს აკაკი წერეთელმა ივანე ელიაშვილს წიგნი „ჩემი ნაწერები“ გაუგზავნა და მისწერა, რომ სარჩევსა და ბოლო 16 გვერდს მოგვიანებით გადასცემდნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ესტატე გიორგის ძე ავალიშვილმა, აქვსენტი ფარნაოზის ძე აფაქიძემ და ალექსანდრე ვასილის ძე ახმეტელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 22 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ლექსი „ნადსონიდან“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 8 მაისს, ეგნატე ნინოშვილის დაკრძალვის დღეს, განსვენებულის ძმიშვილის აღსაზრდელად ფული შეაგროვეს. გაზეთ „კვალის“ რედაქციამ და ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილმა ყმაწვილის აღსაზრდელ ფონდს 10-10 მანეთი შესწირეს, გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელმა და გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძემ – 3-3.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 6 ოქტომბერს კონსტანტინე კაჭახიძე ქუთაისის დრამატული თეატრის გამგეობის წევრი იყო.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 22 მაისის გაზეთ „კვალში“ აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავლის“ ნაწყვეტი დაიბეჭდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების რიგებში 315 წევრი ირიცხებოდა, აქედან 115 – დამფუძნებელი, 11 ადგილი იყო თავისუფალი (წესდებით დამფუძნებელი წევრი 126 უნდა ყოფილიყო), ერთი – საპატიო წევრი (დ. ი. ჩუბინაშვილი, აირჩა 1880 წელს), ნამდვილი – 200, კანდიდატი – 11.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების დამფუძნებელ წევრებს გარდაცვალების გამო დიმიტრი დავითის ძე ჯორჯაძე, ისრაფილ-ბეგ იედიგაროვი, იასონ დიმიტრის ძე თუმანიშვილი, ნიკოლოზ იაკინთეს ძე ალექსი-მესხიშვილი და სერგეი სიმონის ძე მესხი გამოაკლდნენ.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების თავმჯდომარე ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანსკი იყო, ხოლო მოადგილე – ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საზოგადოების მმართველთა საბჭოს წევრები იყვნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი და ალექსანდრე სარაჯიშვილი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1883 წლის 15-დან 1884 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების მმართველთა საბჭოს წევრები იყვნენ: გიორგი ქართველიშვილი, გიორგი თუმანიშვილი, სერგეი მესხი და დიმიტრი ჯანაშვილი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვით, საზოგადოების ხაზინადრის თანამდებობა გიორგი ქართველიშვილი ეკავა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოების ბათუმის სკოლისთვის მთავარმა გამგეობამ 1700 მანეთი გამოყო.