ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46026

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 5 სექტემბრის „დროების“ ცნობით, პეტრე უმიკაშვილის შედგენილი „დედანი“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში რაფიელ ერისთავის მოთხრობა „ნინო“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 8 სექტემბრის „დროებაში“ ილია ალხაზაშვილის ფელტონი „უფ. ლობიოს ავტორს“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 სექტემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის წერილი „მცირე მოხსენება თ. გრ. გურიელს“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 13 სექტემბრის „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის სტატია „ოსმალეთი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 14 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის თარგმნილი გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ მეოთხე ნაწილი.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 14 სექტემბრის „დროებაში“ აღალო თუთაევის სტატია „ორპირის იამურკა“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 16 სექტემბრის „დროების“ ცნობით, სიონის ტაძარში წირვის დროს გურულებისა და ვასილ კარბელაშვილის საგალობლებს გალობდნენ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 19 სექტემბრის „დროების“ ცნობით, სერგეი სტრელეცკის გადაწყვეტილებით, სახალხო სკოლების მასწავლებელთა კრება კვირაში სამჯერ, გარეშე პირთა დასწრების გარეშე გაიმართებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 სექტემბრის „დროების“ ცნობით, პეტრე უმიკაშვილის წიგნი „დედანი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 სექტემბრის „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის ფელტონი „ირაკლი მეფის მტრები“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 სექტემბრის „დროების“ ცნობით, მიხეილ ჭიჭინაძის წიგნი „თვალთსაჩინო სწავლა“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 სექტემბრის „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის სტატია „ბულგარია“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 24 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდროვის ბაღში გამართულ ვახშამს გრიგოლ ორბელიანი დაესწრო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 25 სექტემბერს თბილისის ნემეცების კლუბში რაფიელ ერისთავის ორმოქმედებიანი ვოდევილი „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწინდნენ“ წარმოადგინეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 28 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის თარგმნილი გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ მეხუთე ნაწილი.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ბრძოლიდან დაბრუნებულმა მილიციონერებმა გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში უამრავი წიგნი შეიძინეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, რაფიელ ერისთავმა ქართული გრამატიკის სასწავლო სქემა შეადგინა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ქალაქის ხმოვანთა კრებას დიმიტრი ყიფიანი ესწრებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 30 სექტემბრის „დროებაში“ სოფლის მასწავლებელთა კრების ზოგიერთი გადაწყვეტილების შესახებ სტატია დაიბეჭდა. კრებას სერგეი სტრელეცკი ესწრებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძემ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმართებლობას 1879 წლიდან გაზეთ „ივერიის“ ჟურნალად გადაკეთების ნებართვის მისაღებად მიმართა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძე ნათესავებისა და მისი მამულების გამიჯვნის პროცესზე დასასწრებად ყვარელში ჩავიდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის პირველი ოქრომბრის „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „თელეთი სომხების ხელში“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის პირველი ოქრომბრის „დროების“ ცნობით, პლატონ იოსელიანისა და დიმიტრი ბაქრაძის დაწერილ საქართველოს საეკლესიო აღწერებში თელეთის ეკლესია მოხსენიებული არ იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის პირველი ოქრომბრის „დროებაში“ აღალო თუთაევის სტატია „სამტრედია“ დაიბეჭდა.