ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47453

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წელს ექსპლოატატორი დიმიტრი ყიფიანი აბელ ენუქიძის განკარგულებით პენსიას იღებდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ფოთის სავაჟო გიმნაზია, რომლის მასწავლებელიც იყო გიორგი მინას ძე აბაშიძე, 20 000 მანეთად ჰქონდათ დაგირავებული.

1866

ტიპი: სტატუსი

ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ მუხრაბ-ბატონი იყო თავადი.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 28 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა იოსებ გორდელაძის სტატია ჯურუყვეთში მკითხავის დატრიალებული ამბების შესახებ.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდილ დ. ბაქრაძის წერილიში „პროფესორი პატკანოვი და ქართული ისტორიის წყაროები“, ავტორი აღნიშნავს, რომ 1822 წელს პარიზში დაარსებულმა „აზიურმა საზოგადოებამ“ და მისმა მკვლევარებმა ანტუან სენ-მარტინმა და მარი ბროსემ ქართული ისტორიული წყაროების ავთენტურობის დასადგენად დიდი შრომა გასწიეს.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდილ დ. ბაქრაძის წერილში „პროფესორი პატკანოვი და ქართული ისტორიის წყაროები“ ავტორი აკრიტიკებს რუს მეცნიერს პატკანოვს, რომელიც უგულებელყოფდა საქართველოს ისტორიას.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვასილ მასხულია ქუთაისის ქუჩებისთვის იაკობ გოგებაშვილის, დავით სარაჯიშვილისა და მამია გურიელის სახელების დარქმევის წინადადებას ემხრობოდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე ქაშვეთის ეკლესიის წინამძღოლი იყო.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაბეჭდილ დიმიტრი ბაქრაძის წერილში „პროფესორი პატკანოვი და ქართული ისტორიის წყაროები“, აღნიშნულია, რომ ქართულ ენაზე გამოვიდა ფრანგი მეცნიერის, ლანგლუას წიგნი „ქართული ნუმიზმატიკის მიმოხილვა.“

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N7-8) რუბრიკაში „შენიშვნები ჩვენს ცხოვრებასა და ლიტერატურაზე“ განხილული იყო რუსულ გაზეთებში, „კავკაზი“ და „ახალი მიმოხილვა“ დაბეჭდილი ორი წერილი, რომელებშიც სრულიად უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ მეთორმეტე საუკუნეში საქართველოს სამხედრო წყობილების შესახებ თათარყან დადეშქელიანის მიერ 1883 წლის N10 ჟურნალ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლ დეკემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა შალვა ქარუმიძის წერილი „საქართველოს გამთელებისათვის“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის სიტყვა „სოციალ-რევოლუციონერთა შეკითხვის გამო“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა „ბათუმი არ დაივიწყოთ!“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე შალვა ქარუმიძე გამოვიდა ვრცელი სიტყვით. მან განიხილა მთავრობის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სკოლებში საღვთო სჯული უნდა გაუქმებულიყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელი გამოვიდა ვრცელი სიტყვით, რომლითაც უპასუხა სოციალ-რევოლუციონერთა შეკითხვას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა შალვა ქარუმიძის წერილი „სიტყვა სამღვთო სჯულის გაუქმების შესახებ“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „კლდეში“ (რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ვაჭარ-მრეწველობა და მონოპოლისტები“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლ დეკემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა რევაზ გაბაშვილის წერილი „საღვთო სჯული პარლამენტში“.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-98 სასწავლო წელს დეკანოზი გაბრიელ პეტრეს ძე ცაგარეიშვილი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური საბჭოს წევრი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-98 სასწავლო წელს დიმიტრი დავითის ძე ლორთქიფანიძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის საქმისმწარმოებელი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-98 სასწავლო წელს სილოვან თომას ძე ხუნდაძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური საბჭოს მდივანი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-98 სასწავლო წელს თომა აბრამის ძე მთავრიშვილი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური საბჭოს წევრი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-98 სასწავლო წელს ნინო ბესარიონის ასული ხელთუფლიშვილი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური საბჭოს წევრი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-98 სასწავლო წელს ბარბარე იოსების ასული ვოლსკი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური საბჭოს წევრი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-98 სასწავლო წელს მ. ი. საღარაძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური საბჭოს წევრი იყო.