რეგისტრირებული ფაქტები47453
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი. წევრები: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოებისთვის სხვადასხვა ფუნქციის ჩამოშორების საკითხი. გამგეობის გადაწყვეტილებით, საზოგადოების ფუნქცია მხოლოდ წიგნების გამოცემის ორგანიზება უნდა ყოფილიყო. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქართული დრამატიული საზოგადოების თხოვნა დამსახურებული მსახიობის ვასილ აბაშიძის იუბილისთვის წვლილის შეტანის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, იუბილარისთვის თხუთმეტი თუმანი უნდა მიეცათ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლიდან ნოე ქურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის ქართულ სკოლაში მასწავლებლად მსახურობდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პედაგოგ ნოე ქურიძის ავადმყოფობის საკითხი. ის სოხუმში მომხდარი არეულობის დროს სულით დაავადდა. ავადმყოფობის შემდეგ ქურიძე თბილისში ჩამოიყვანეს. მისი ოჯახი მატერიალურ დახმარებას საჭიროებდა. გამგეობამ ქურიძის დასახმარებლად სამასი მანეთი გადადო. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პეტრე მირიანაშვილის განცხადება თავისი წიგნის („Практическй Курсь“-ის) დაბეჭდვის შესახებ. მირიანაშვილი წიგნის დაბრუნებას თხოულობდა, რომ თვითონ გამოეცა. გამგეობის თქმით, აღნიშნული წიგნის გამოცემა გადაწყვეტილი იყო, თუმცა მანამდე უფრო საჭირო წიგნები დაიბეჭდა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოება „განათლების“ გამგეობის თხოვნა 1917 წელს შემოტანილი განცხადების განხილვის შესახებ. განცხადება ეხებოდა „ფიქრის გორაზე“ 1200 საჟენი მიწის დათმობის საკითხს ქალთა სემინარიის შენობის ასაგებად. გამგეობის გადაწყვეტილებით, ეს საკითხი სამოქალაქო გეგმის განხილვისას უნდა განეხილათ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს კირილე არველაძის მოხსენება ვარიანის სკოლის რევიზიის შესახებ. მოხსენების მიხედვით, სოფელ ვარიანის მცხოვრებნი სკოლის შენობის აგების დაჩქარებას ითხოვდნენ და საზოგადოებას დახმარებას ჰპირდებოდნენ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ტერენტი წერეთლის მოხსენება „დედა ენის“ II ნაწილისა და „ბუნების კარისთვის“ ქაღალდის შეძენის შესახებ. მას გასაყიდად მზად ჰქონდა 800 ქაღალდი. გამგეობამ გადაწყვიტა მისგან მზა ქაღალდები შეეძინა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს რაჟდენ ხუციშვილის „ფიზიკის“ დაბეჭდვის საკითხი. გამგეობის გადაწყვეტილებით, უნდა დაებეჭდათ 3000 ცალი. ჰონორარის სახით მას ცალზე ორმოცი კაპიკი უნდა მისცემოდა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე განიხილა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე სიმონ ღოღობერიძის თხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დაადგინა, რომ თხოვნისამებრ განთავისუფლდეს და გამოეცხადოს მადლობა გაწეული სამსახურისთვის.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 1-ელი ოქტომბრიდან პორუჩიკი გ. ი. კერესელიძე ქუთაისის სკოლაში ტანვარჯიშის მოწვეულ მასწავლებლად მუშაობდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896-97 სასწავლო წელს თამარ ჯორჯაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის გამგე სოფელ თონეთში.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 სექტემბერს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ 1-ელი ოქტომბრიდან დაეწესებინათ ტანვარჯიშის გაკვეთილები. მასწავლებლად მოწვეული იყო ფოთის სათადარიგო პოლკის პორუჩიკი გ. ი. კერესელიძე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 სექტემბერს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გამგე ალექსანდრე გარსევანიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა პედაგოგიური საბჭოს სხდომა, რომელსაც დაესწრნენ: დეკანოზი გაბრიელ ცაგარეიშვილი, ნინო ხელთუფლიშვილი, ბარბარე ვოლსკი, იოსებ ოცხელი, მ. ი. საღარაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, სამსონ დათეშიძე, თომა მთავრიშვილი, გერასიმე ცაგარეიშვილი, ბენედიქტე მამფორია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, მდივანი სილოვან ხუნდაძე. პედაგოგიური საბჭოს ჟურნალში ხელს აწერს და ნამდვილობას ადასტურებს საქმისმწარმოებელი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
1897
ტიპი: ავტორობა
თამარ ჯორჯაძის შედგენილი 1896-97 სასწავლო წლის 20 მაისის ანგარიშის მიხედვით, სოფელ თონეთის სკოლის I, II და III განყოფილებებში ისწავლებოდა 3 საგანი: საღვთო სჯული, ქართული ენა (წერა და კითხვა), ანგარიში, რუსული ენა (წერა და კითხვა). ქართულ და რუსულ ენებში წერისა და კითხვის ნიშანი იწერებოდა ცალ-ცალკე.
1897
ტიპი: ავტორობა
1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლაში სწავლობდა 51 მოსწავლე, I განყოფილებაში – 24 მოსწავლე, II განყოფილებაში – 23, ხოლო III განყოფილებაში – 4. მათგან 28 ქალი იყო და 23 ვაჟი, 7 მოსწავლე ეროვნებით სომეხი იყო, ხოლო დანარჩენი – ქართველი.