ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47453

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 16 აგვისტოს დავით კარიჭაშვილმა მისწერა წერილი ივანე გომელაურს სათავადაზნაურო სკოლებში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ თხოვნის პასუხად. ის აცნობებს, რომ თბილისის სათავადაზნაურო სკოლა არ ექვემდებარება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და გამგეობას უფლება არ აქვს, მასწავლებლად განაწესოს. მასწავლებლის ადგილისთვის უნდა მიმართოს სკოლის ინსპექტორს. ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა, მართალია, ექვემდებარება გამგეობას, მაგრამ მასწავლებლობის თხოვნის გაგზავნა მაინც საჭიროა სკოლის ინსპექტორისთვის.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მისწერა ქუთაისის სამზრუნველო კომიტეტს, რომ 18 ივნისის დადგენილებით ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე სიმონ ღოღობერიძე თხოვნისამებრ გაათავისუფლეს თანამდებობიდან და იმავე დღეს იმსჯელეს მის მაგივრად ალექსანდრე გარსევანიშვილის დანიშვნის შესახებ 1-ლი სექტემბრიდან, რის შესახებაც აუწყებენ კომიტეტს, ასევე დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორს. წერილს ხელს აწერენ თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 27 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მისწერა სიმონ ღოღობერიძეს, რომ მოისმინეს მისი თხოვნა 1-ლი სექტემბრიდან ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დააკმაყოფილეს.

1897

ტიპი: ავტორობა

1896-97 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლაში სასწავლო წლის დასაწყისში მეტი მოსწავლე სწავლობდა, გამოცდებამდე მოაკლდა 16 მოსწავლე, დანარჩენები გადაიყვანეს შემდეგ განყოფილებაში, რადგან კარგი ნიშნები ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე სოფელ თონეთის სკოლის წლიურ ანგარიშში იუწყება, რომ სწავლა დაიწყო 1896 წლის 20 სექტემბერს, მაგრამ 20 ოქტომბრამდე დადიოდა მხოლოდ 10-15 ბავშვი. იმ სასწავლო წელს ახალმიღებული ჰყავდათ 25 მოსწავლე, რომლებიც შემოდიოდნენ 20 ოქტომბრიდან დეკემბრის ბოლომდე. 17 მოსწავლეს უარი ეთქვა სკოლაში მიღებაზე, რადგან სურვილი განაცხადეს დაგვიანებით, იანვარში, გარდა ამისა, სკოლას გადაწყვეტილი ჰქონდა, 50 ბავშვზე მეტი არ მიეღო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 ოქტომბერს შალვა ქარუმიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თელავში და შემდეგ მოხსენება გააკეთა პარტიული ორგანიზაციის კრებაზე საპარლამენტო ფრაქციის ტაქტიკის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გიორგი მაჩაბლის წერილი ვენიდან.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სპირიდონ სიმონის ძე მაჭავარიანს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის სოფელ ცხრაწყაროში მდებარე 39 დესეტინა და 122 კვადრატული საჟენი ზვარი, ტყე და სახნავ-სათესი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ჭიჩოელის სტატია „დიდოელების არეულობა და კახეთი“, მესამე ნაწილი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს თბილისის თავად-აზნაურთა მარშლობიდან გადამდგარი გიორგი ბაგრატიონი სოფელ სატივეში (გორი) დაბრუნდა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ა. კავთელის სტატია საგარეჯოზე, რომლიდანაც ვიგებთ, რომ ნიკოლოზ ავალიშვილმა გამოიგონა ხორბლის სალეწი მანქანა – კევრი, რამაც მოსახლეობას მიწაზე მუშაობა გაუადვილა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა იოსებ მამულაშვილის ლექსი „მეფე ვახტანგი“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, უნდა გამოეცათ ჟურნალი „განათლება“, რომლის რედაქტორი იქნებოდა ლუარსაბ ბოცვაძე.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ივნისში პირველი გიმნაზიის გამგე-კომიტეტმა გიმნაზიის გამგედ მიიწვია ა.ბ. ჭიჭინაძე, რომლის თაოსნობითაც გიმნაზიის მოსამზადებელ განყოფილებებში შემოიღეს სწავლების საკლასო სისტემა, შემუშავდა კლასის დამრიგებელთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია დისციპლინის გასაუმჯობესებლად, გადაისინჯა სასწავლო გეგმები და პროგრამები, სწავლაში ჩამორჩენილ მოწაფეებს ჩაუტარდათ დამატებითი გაკვეთილები.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართულ თეატრში ვლადიმერ აღნიაშვილმა სამგანყოფილებიანი კონცერტი გამართა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, ლაიპციგში ფრანც იოჰან ფრიდრიხის მიერ გამოცემულ ქართველ პოეტთა კრებულში 16 გრიგოლ ორბელიანის, 7 ალექსანდრე ჭავჭავაძის და 6 ნიკოლზ ბარათაშვილის ლექსი დაიბეჭდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, ლაიპციგში ფრანც იოჰან ფრიდრიხის მიერ გამოცემულ ქართველ პოეტთა კრებულში 10 ილია ჭავჭავაძის, 5 აკაკი წერეთლის, 1 გიორგი ერისთავის და 2 ვახტანგ ორბელიანის ლექსი დაიბეჭდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N28, რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) ცნობით, ლაიპციგში ფრანც იოჰან ფრიდრიხის მიერ გამოცემულ ქართველ პოეტთა კრებულში რაფიელ ერისთავის 3, მამია გურიელის 1, ვლადიმერ მიქელაძის 2 და ნიკოლოზ რაზიკაშვილის (ბაჩანას) 3 ლექსი დაიბეჭდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, ლაიპციგში ფრანც იოჰან ფრიდრიხმა ქართველ პოეტთა 160-გვერდიანი კრებული გამოსცა. მის პირველ გვერდზე დაიბეჭდა ავტორის ლექსი საქართველოზე.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N28 რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) ცნობით, თბილისის განათლებულმა ახალგაზრდობამ დააარსა კლუბი, სადაც, წესდების მიხედვით, ქაღალდის თამაში იკრძალებოდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, ორშაბთს, 9 თებერვალს, გაიმართებოდა საქალაქო საბჭოს სხდომა, სადაც 1887 წლის ხარჯთაღრიცხვის საკითხი განიხილებოდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოთხშაბათს, 11 თებერვალს, ქართულ თეატრში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ბენეფისი უნდა გამართულიყო. თეატრალური დასი ივანე მაჩაბლის თარგმნილ „ჰამლეტს“ წარმოადგენდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, 1886 წლის დეკემბერში ამიერკავკასიის რკინიგზით 32 826 ადამიანმა იმგზავრა. გზის გამგეობამ ბილეთების ფასი 112 425 მანეთი მიიღო.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, 1886 წლის დეკემბერში ამიერკავკასიის რკინიგზით 15 709 ტონა ბარგი და სამხედრო საგანი გადაზიდეს, შემოსავალმა 5 185 მანეთი შეადგინა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N28 რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) ცნობით, 1886 წლის დეკემბერში ამიერკავკასიის რკინიგზით 9 601 994 ფუთი სხვადასხვა საქონელი გადაზიდეს, შემოსავალმა 756 852 მანეთი შეადგინა.