ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47453

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, 1886 წლის დეკემბერში ამიერკავკასიის რკინიგზამ სულ 879 746 მანეთი მიიღო, ხოლო წინა წლის იმავე დროს 723 337 მანეთი.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ „მოსკოვსკიე ვედმოსტის“ ცნობით, სამხედრო ბეგარას ქუთაისის გუბერნიაში, შავი ზღვის ოლქსა და ბათუმ-სოხუმის მხარეში, ოქუმის თემის გარდა (სოფელი გალის მუნიციპალიტეტში), 1889 წლამდე არ შემოიღებდნენ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, თბილისის ებრაელებმა 3000 მანეთი შეაგროვეს (2000 კიდევ იყო საჭირო) ძველი თორის გადასაკეთებლად. ეს თორა იმჟამად კათოლიკეთა ქუჩაზე ინახებოდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N28, რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, თბილისის ებრაელები ღარიბი ბავშვებისთვის წერა-კითხვის შესასწავლად და დასახმარებლად პერიოდულად ფულს აგროვებდნენ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) „ნოვოე ობოზრენიეზე“ დაყრდნობით წერდა, რომ თბილისის საბებიო ინსტიტუტმა ქალაქის გამგეობას შემწეობა წელსაც სთხოვა, რაზეც გამგეობამ ინსტიტუტის დირექტორს უპასუხა, რომ მათთვის გაუგებარი იყო თუ როგორ იხარჯებოდა გამოყოფილი ფული.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს პიატიგორსკში მცხოვრებმა ქართველებმა – ალ. კაპანაძემ, ანტონ ჯაფარიძემ, ელ. თოიძისამ, სვიმონ თუმანოვმა, რაფ. ბედიანიძემ, სვიმონ თევდორაშვილმა, ნესტორ კორძაიამ და პავლე იაშვილმა – იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელის სახელზე სტიპენდიის დასაარსებლად თითო მანეთი გაიღეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ხონის თეატრში აკაკი წერეთლის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის სურათების ჩვენება გაიმართა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ოქტომბერის არჩევნებზე ბანძაში ევგენი გეგეჭკორი და მისი მომხრეები გააშავეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გაზეთის რედაქციამ ტრიფონ ჯაფარიძის წიგნის „ახალი ათონი“ მოკლე აღწერა მიიღო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ტრიფონ ჯაფარიძის „ახალი ათონის“ მოკლე აღწერა გაზეთ „კოლხიდაში“ დაისტამბა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს პიატიგორსკში მცხოვრებმა თ. აბაშიძემ იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელის სახელზე სტიპენდიის დასაარსებლად 2 მანეთი გაიღო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 2 ივნისის გაზეთ „კვალის“ ცნობით 20 ივნისიდან კბილის ექიმი ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძე პაციენტებს ნიკოლოზის ქუჩაზე (№21), „ივერიის“ რედაქციის შენობაში მიიღებდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ოქტომბერს ბანძაში კიტა აბაშიძის მომხრე 29 რწმუნებული აირჩიეს.

1903

ტიპი: გარდაცვალება

1903 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა გამგე-კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე მუხრანბატონი.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინადარი გიორგი ქართველიშვილი თავისი თხოვნის საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ხაზინადრად დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი აირჩია.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ „მოსკოვსკიე ვედმოსტში“ დაბეჭდილი სტატისტიკის მიხედვით, ჩრ. ამერიკამ რკინიგზის მშენებლობისთვის 34 მილიარდი მანეთი დახარჯა, ინგლისმა – 19, გერმანიამ – 11, ავსტრიამ – 7 მილიარდ 9 მილიონი, რუსეთმა – 6 მილიარდი და რამდენიმე მილიონი.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ „მოსკოვსკიე ვედმოსტში“ დაბეჭდილი სტატისტიკის მიხედვით, ინგლისში 35 მილიონ მცხოვრებზე 25 810 ექიმი იყო ანუ 7 350 კაცზე – 1 ექიმი, საფრანგეთში 1400 კაცზე – 1, ავსტრიაში, ნორვეგიასა და გერმანიაში 1– 500 კაცზე, რუსეთში 1 – 622-ზე, ჩრ. ამერიკაში 1 – 600-ზე.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „უცხოეთი“ წერდა, რომ გაზეთ „კიოლნიშე ცაიტუნგის“ (Kolnische Zeitung) ცნობით, საფრანგეთი, ინგლისსა და პეტერბურგში მყოფ თავის ქვეშევრდომებს უკან, ჯარში გასაწვევად იხმობდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N28, რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „უცხოეთი“ წერდა, რომ ავსტრია-უნგრეთში ფასიანი ქაღალდების ფასმა დაიწია, ვინაიდან საფრანგეთ-გერმანიას შორის ომის დაწყების საფრთხე შეინიშნებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა მიხეილ მაჩაბლის სტატია „მიწის საკითხი“, რომელიც ეხება მთავრობის მიერ მიწის დეკრეტის გამოცემას.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს ჰქონდა მეურნეობა გორის მაზრაში, სოფელ სატივეში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, სოციალ-დემოკრატების ფინანსისტმა და ეკონომისტმა დიომიდე თოფურიძემ თავის ჟურნალ „ეკონომისტ გრუზიის“ პირველ ნომერში გამოაქვეყნა საქართველოს ეკონომიკური პროგრამა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ტარასი გრიგოლის ძე ახვლედიანს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ლეჩხუმის მაზრის სოფელ ლასურიაშსა და მოხაშში მდებარე 34 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი, ტყე და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ოქტომბერში ვენიდან გიორგი მაჩაბელმა წერილი გამოუგზავნა რევაზ გაბაშვილს, რომელშიც ლაპარაკობს ჯარის ჩამოყალიბებაზე.