რეგისტრირებული ფაქტები47441
სორტირება თარიღი მზარდობით
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 7 თებერვალს ბესარიონ დავითის ძე ფარცვანია, ვლადიმერ გიტას ძე ნაცვალაძე და მიხეილ კოზმანის ძე ადეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებაში სწავლა-განათლების, დრამატული და სახალხო ლექციების მომწყობი სექციები არსებობდა.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 8 თებერვლის ვასილ კლდიაშვილის მოხსენების მიხედვით, სერგო კაკაბაძის მდივნობის პერიოდში ოქროს ფულები ინახებოდა პატარა უჯრებიან კარადაში, რომელიც დაკეტილი იყო. კაკაბაძე ხშირად ათვალიერებდა ამ ფულებს, ნუმიზმატიკურ ნივთებს და ამბობდა, რომ ოქროს ფულებზე ძვირფასი ვერცხლის ფულები იყო.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 8 თებერვლის ვასილ კლდიაშვილის მოხსენების მიხედვით, როდესაც სერგო კაკაბაძე მას კარადას, რომელშიც ოქროს ფულები იყო მოთავსებული, აკეტინებდა გასაღები გატყდა და კარადა დაუკეტავი დარჩა. კარადიდან სამუზეუმო ნივთები არსად არ გადაუტანიათ. ხოლო საკეტის გაფუჭების შემდეგ ვინმე ათვალიერებდა თუ არა ნივთებს მან არ იცოდა.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 8 თებერვლის ვასილ კლდიაშვილის მოხსენების მიხედვით, სერგო კაკაბაძე ოქროს ფულებს, რომლებიც დაიკარგა ხშირად უჩვენებდა ერთ კაცს, რომელიც კაკაბაძის ნებართვით, მისი ზედამხედველობის გარეშეც ათვალიერებდა მათ. ერთხელ კაკაბაძემ ეს ფულები სახელმწიფო ბანკის გამგესაც დაათვალიერებინა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე იუწყება, რომ მან არ იცოდა სად ინახებოდა ძველი ოქროს ფულები და ოქროს საბურნუთე ყუთი. მხოლოდ ვასილ კლდიაშვილის ნათქვამიდან გამომდინარე იცოდა მან, რომ აღნიშნული ნივთები კარადაში იყო მოთავსებული, რომელიც მას დაკეტილი ეგულებოდა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 8 თებერვლის ვასილ კლდიაშვილის მოხსენების მიხედვით, 1910 წელს ოქროს ფულები დავით კარიჭაშვილმა თვითონ ჩაალაგა კარადაში, თუმცა არც მას და არც ლუარსაბ ბოცვაძეს სერგო კაკაბაძის შემდეგ ისინი არ შეუმოწმებიათ.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 12 თებერვლის სერგო კაკაბაძის მოხსენების მიხედვით, მას მაისში სამეცნიერო მიზნით ნუმიზმატიკური ნივთების დათვალიერება დასჭირდა, კარადის გასაღები მაშინაც გაფუჭებული იყო. მან ვერ გაიხსენა ოქროს ფულები იყო თუ არა იქ, ხოლო ოქროს საბურნუთე მუზეუმის ნივთებში არ უნახავს და ამის შესახებ არაფრის თქმა არ შეეძლო.
1913
ტიპი: ავტორობა
სერგო კაკაბაძის 1913 წლის 12 თებერვლის მოხსენების მიხედვით, სამუზეუმო ნივთების კარადის დაკეტვის დროს ვასილ კლდიაშვილს გასაღები გაუტყდა. თვითონ აპირებდა გასაღების გამოცვლას, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ დააპატიმრეს, ხოლო აპრილში, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ვასილ კლდიაშვილისაგან შეიტყო, რომ გასაღები ისევ გასაკეთებელი იყო და კარადა ღია. მან ვასილ კლდიაშვილსა და ლუარსაბ ბოცვაძეს უთხრა, რომ აუცილებლად გაეკეთებინათ გასაღები, თუმცა მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქციეს.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 12 მარტს ივანე ანდღულაძემ, ირაკლი ქორიძემ და ტიხონ ჭეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერეს, რომ ამავე წლის 10 თებერვალს ხიდისთავში გამართულ სოფლის კრებაზე გამოითქვა საზოგადოების განყოფილების დაარსების სურვილი. მათ გამგეობას შევსებული ოქმი გაუგზავნეს და საზოგადოების ყველანაირი წესდების გაგზავნა სთხოვეს.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 21 თებერვალს კავკავის ქართულ სკოლაში (გამგე – ვ. ბურჯანაძე) გამართული მოწაფეთა სალიტერატურო საღამო რომანოვების დინასტიის 300 წლისთავს მიეძღვნა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობა (თავმჯდომარე – ინფანტერიის გენერალი გ. ყაზბეგი, საქმისმწარმოებელი – გ. ბურჭულაძე) თბილისის გუბერნატორს აცნობებს (№ 74), რომ სიღნაღის მაზრის სოფ. ქვემო მაჩხაანში იხსნება საზოგადოების ფილიალი (საფუძველი – წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების პირველი და ოცდამეხუთე პარაგრაფი) და აცნობს არჩეული გამგეობის შემადგენლობას: თავმჯდომარე – მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, წევრები – ალექსანდრე ინაშვილი, ლუკა ნაცვლიშვილი.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის პირველ მარტს აგრაფინა ბერიძე, მისი თხოვნის თანახმად, სამსახურიდან დაითხოვეს.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა მსახიობ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მოწვევა. ამ საკითხის მოგვარება დაევალა გამგეობას, დადგინდა დამხმარე კომიტეტის არჩევაც შემდეგი შემადგენლობით: კატო ბერიძე, ზინაიდა ჟორდანია, იასონ მუჯირი, გრიგოლ დადიანი, ივანე ოსიძე, გრიგოლ ჯიქია და კლიმენტი ლორთქიფანიძე.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე აირჩიეს განყოფილების ახალი წევრები იუსტინა კობახიძისა, ივანე იულონის ძე ოსიძე და აპოლინარია იოსების ასული მაკალათია.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 2 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებას თავმჯდომარეობდა გამგეობის წევრი ნიკო ბერიძე.
1913
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1913 წლის 2 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებას ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელიც გახსნა გამგეობისს წევრმა ნიკო ბერიძემ.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრო გამგეობის 16 წევრი. კრების საფუძველზე შედგა ოქმი. დოკუმენტს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ნიკო ბერიძე, მდივანი კატო კედია და კრების წევრები: ნესტორ დავითაია, აპოლონ ჯიქია, პეტრე კედია, კლიმენტი ლორთქიფანიძე, ფარნაოზ ფიჩხაია, აკაკი ადამია, მათე ფიფია, სპირიდონ ნიჟარაძე, ანდრია პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.