ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50450

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ 1912 წლის 5 სექტემბერს დაბა გუდაუთის ბოქაულმა ოფიციალურად გამოუცხადა გუდაუთელებს მათ დაბაში სკოლის გახსნის ნებართვის შესახებ. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი და მდივანი ნიკოლოზ გულივერდაშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 სექტემბერს ვარლამ იმნაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წლიურ კრებაზე იაკობ გოგებაშვილისა და ალექსანდრე ხახანაშვილისთვის პანაშვიდის გადახდა გადაწყვიტეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 სექტემბერს ვარლამ იმნაძემ ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წლიური კრება გახსნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 სექტემბერს ვარლამ იმნაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წლიურ კრებაზე აღნიშნეს, რომ გასულ წელს საზოგადოების შემოსავალი 700 მანეთი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 სექტემბერს ვარლამ იმნაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წლიურ კრებაზე აღნიშნეს, რომ დაარსდა სალიტერატურო წრე, რომლის წევრებმაც ზაფხულში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ლექციების წაკითხვა და შემოსავლის სათვისტომოსთვის შეწირვა გადაწყვიტეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 16 სექტემბერს აკაკი პაპავა ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 18 სექტემბერს ზესტაფონის (ყვირილის) ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელს, გიორგი მინას ძე აბაშიძეს კავკასიის ოლქის მზრუნველმა ნება დართო, რუსული ენა 1-ლ და მე-2 კლასებში ესწავლებინა, ისტორია კი – მე-2 კლასში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 სექტემბერს ლანჩხუთში წვრილ მემამულეთა არჩევნებზე 14 ადამიანი აირჩიეს – ორი კიტა აბაშიძის მომხრე, ოთხი დასელი და რვა გაურკვეველი მიმართულებისა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 19 სექტემბერს ყოფილი მასწავლებელი ემელიანე ლომთათიძე დააპატიმრეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 20 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თავის სასწავლებელში გახსნა მეორე განყოფილება და მეორე მასწავლებლის ადგილზე ნინო გიორგის ასული მონადირაშვილი მოიწვია.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 სექტემბერს თემირ-ხან-შურში გამართულ საქველმოქმედო საღამოზე ნინო ლორთქიფანიძემ იმღერა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 სექტემბერს, ღამის 12 საათზე, დაიწვა გერასიმე მაქსიმეს ძე ჯაშის საწყობი, რომელშიც იყო ფიცრები და თივა. ჯაშმა 200 მანეთამდე იზარალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ალექსანდრე ყიფშიძეს წიგნების ანგარიშში გადასცა 147 მან., სერგი გორგაძეს — 34.05 მან., გრიგოლ ყიფშიძეს — 25 მან., სპირიდონ ლოსაბერიძეს — 270 მან., ნესტორ ყუბანეიშვილს — 7 მან., ასევე გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, იპოლიტე ვართაგავა და ფილიპე მგელაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მოსკოვში არსებული „მეცნიერებისა და ხელოვნების ქართველთა საზოგადოების“ თხოვნა, რომ გამგეობას გაეგზავნა 150 მანეთის წიგნები საჩუქრად. გამგეობამ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა იპოლიტე ვართაგავამ თელავის სკოლის რევიზიის შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა მ. გაჩეჩილაძემ, რომ განეახლებინათ მისთვის 250 მანეთის კრედიტი. გამგეობამ მ. გაჩეჩილაძის თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ლუარსაბ ბოცვაძემ სოხუმის განყოფილებისა და მისი სკოლის შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა შალვა გოგებაშვილმა, რომ სესხად გადაეცათ მისთვის 200 მანეთი, რაზედაც გამგეობამ უარი განუცხადა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ გაეხსნათ სკოლა სოფელ შრომაში, ხოლო მასწავლებლის მოწვევა გადაედოთ, რადგან სასურველი კანდიდატი არ ჰყავდათ. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი ატენის სკოლისათვის მასწავლებლის მოწვევის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ ატენის სკოლაში მასწავლებლად დაენიშნათ მაქსიმე მარკოზაშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გრიგოლ ბურჭულაძემ პეტერბურგის საკრედიტო საზოგადოების 16800 მანეთის ობლიგაციის კონვერსიის თაობაზე მოხსენება გააკეთა. საკითხის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა სარგის კაკაბაძემ, საზოგადოების ბიბლიოთეკიდან სამეცადინოდ წიგნები ეთხოვებინათ, რაზეც გამგეობამ უარი უთხრეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ სტეფანე ნიკოლაიშვილისთვის სასწრაფოდ გადეცათ გიორგიწმინდაში წასასვლელად 10 მანეთი, რათა დაუყოვნებლივ შესდგომოდა მოვალეობის შესრულებას.