ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47441

1913

ტიპი: ღონისძიება

ჟურნალ "განათლების" რედაქტორ-გამომცემლის, ლუარსაბ ბოცვაძის მიერ 1913 წლის მაისში გიორგი ყაზბეგისათვის გაგზავნილ წერილს, რომელშიც აღწერილია, თუ რა უნუგეშო მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი მოხუცი და ავადმყოფი ეფემია ინაური მარჩენალი ძმის – იაკობ გოგებაშვილის – გარდაცვალების შემდეგ, ადევს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის რეზოლუცია ინაურისთვის დაუყოვნებლივ 100 მანეთის მიცემის შესახებ.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების წიგნებით ვაჭრობის ანგარიში 1910 წლის 23 აგვისტოდან 1913 წლის 29 მაისამდე. დოკუმენტის მიხედვით, განყოფილებას მთლიანად ასაღები თანხიდან (1353 მან. 6 კაპ.) უკვე მიღებული ჰქონდა: 1910 წლის 12 ოქტომბერს − 150 მან., 1912 წლის 9 აგვისტოს − 300 მან., იმავე წლის 11 და 27 სექტემბერს, ასევე 5 ნოემბერს − 100-100 მან., 1913 წლის 8 იანვარს − 100 მან., 25 აპრილს − 22 მან. სულ − 872 მან. განყოფილებას უნდა მიეღო კიდევ 481 მან. 6 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების წიგნებით ვაჭრობის ანგარიში 1910 წლის 23 აგვისტოდან 1913 წლის 29 მაისამდე. დოკუმენტის მიხედვით, 1910 წლის 23 აგვისტოს თელავის განყოფილებას გაეგზავნა 429 სხვადასხვა წიგნი, საერთო ღირებულებით 493 მან. 41 კაპ. გაგზავნის ხარჯი იყო 4 მან. 40 კაპ. 11 სექტემბერს − გოგებაშვილის რჩეული წიგნები, 584 ცალი, საერთო ღირებულებით 38 მან., 19 სექტემბერს − სახელმძღვანელოები, 580 ც., საერთო ღირებულებით 148 მან. 40 კაპ. გაგზავნის ხარჯი იყო 1 მან. 30 კაპ. 1912 წლის 30 აპრილს მაღაზიაში დაიდო თ. აბაშიძის გადმოცემული წიგნები, 471 ც., საერთო ღირებულებით 113 მან. 55 კაპ. 16 აგვისტოს თელავის განყოფილებას გაეგზავნა წიგნები, 471 ც., საერთო ღირებულებით 354 მან. 90 კაპ. გაგზავნის ხარჯი იყო 2 მან. 90 კაპ. 2 სექტემბერს − 604 ც., ღირებულებით 56 მან. გაგზავნის ხარჯი − 1 მან. 5 კაპ., 5 ნოემბერს − ღირებულებით 27 მან. 40 კაპ., გაგზავნის ხარჯი − 70 კაპ., 1913 წლის 9 იანვარს − ღირებულებით 87 მან., გაგზავნის ხარჯი − 5 მან. 5 კაპ., 22 აპრილს − ღირებულებით 22 მან. სულ მთლიანმა თანხამ შეადგინა 1353 მან. 6 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სახელით გრიგოლ ბურჭულაძე ნიკოლოზ ღოღობერიძის ნების აღმსრულებლებს – ექვთიმე თაყაიშვილსა და ფილიპე გოგიჩაიშვილს სწერდა, რომ ღიღობერიძის მიერ დანატოვარი თანხის გაყოფა მათსა და საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებსა შორის ნიკოლოზ ღოღობერიძის საფლავზე ძეგლის დადგმის შემდეგ მომხდარიყო.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის პირველ ივნისს კავკავის ქართულ სკოლაში, რომლის გამგე იყო ვარლამ ბურჯანაძე, იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების წლისთავის აღსანიშნავად მოსწავლეებმა სალიტერატურო საღამო გამართეს.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 3 ივნისს იასონ ნიკოლოზის ძე გელოვანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი გახდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 3 ივნისს ერმალო ლევანის ძე ვასაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი გახდა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 3 ივნისს პლატონ სამსონის ძე ლანდია გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 3 ივნისს ლ. ა. ლურსმანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი გახდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 3 ივნისს ი. ბ. კაციტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი გახდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 3 ივნისს ილიკო ალექსანდრეს ძე იაკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი გახდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 3 ივნისს ი. ფ. კაჭახიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი გახდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 3 ივნისს მეთოდე მიხეილის ძე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი გახდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 3 ივნისს ს. გ. კეთილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი გახდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 3 ივნისს პორფირე სიმონის ძე სოხაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი გახდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 3 ივნისს მ. კ. ჟღენტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი გახდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 30 იანვარს პლატონ ლევანის ძე გელოვანმა ქალაქიდან წასვლის გამო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობა დატოვა, მის ნაცვლად საზოგადოებამ ევსევი ივანეს ძე ჩიხლაძე აირჩია.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 3 ივნისს რ. ტ. რუხაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი გახდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 3 ივნისს ნ. ე. მაჩაბელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი გახდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 3 ივნისს ალექსანდრე სოლომონის ძე მაისურაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი გახდა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 5 ივნისის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების სეფიეთის ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები იყვნენ: მიხეილ ერასტის ძე თოფურიძე, ანტონ ბოკუჩავა, ევგენი რურუა და ალექსანდრე თოფურიძე.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ დააარსა სეფიეთის ბიბლიოთეკა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მიხეილ ერასტის ძე თოფურიძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 8 და 16 ივნისს გაიმართა დიმიტრი არაყიშვილის პირველი კონცერტი სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 9 ივნისს დიმიტრი გიორგის ძე ნაკაშიძე, ივლიანე ამბაკოს ძე ნინიძე, მალაქია პეტრეს ძე ნაჭყებია, თამარ მიხეილის ასული ნაკაშიძე და ნესტორ ივანეს ძე პეტრიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები გახდნენ.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 9 ივნისს იოსებ გიორგის ძე მშვიდობაძე, მიხეილ სიმონის ძე ნიკურაძე, ალექსანდრე მათეს ძე მიქაძე, გაბრიელ იოსების ძე ნაზაროვი და იოსებ მარგველაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები გახდნენ.