რეგისტრირებული ფაქტები50758
სორტირება თარიღი მზარდობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 დეკემბერს კავკავის ქართულ სკოლაში (გამგე – ვ. ბურჯანაძე) მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა ილია ჭავჭავაძის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 დეკემბერს ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძეს უნდა წაეკითხა ლექცია „ქვეშევრდომნი და უცხოელნი“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნიკო კურდღელაშვილს ვექილი შალვა მესხიშვილი იცავდა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 2 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სასამართლომ ნიკო კურდღელაშვილი უდანაშაულოდ ცნო.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 3 დეკემბერს იასონ ციციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ მუზეუმისთვის ასაშენებელი ადგილიდან 50 საჟენი მიწა გამოუყონ სახლის ასაგებად, რომელსაც საკუთარი ხარჯით ააშენებს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი საზოგადოების საკუთრებად დარჩება.
1912
ტიპი: გარდაცვალება
განსვენებული ი. ს. გოგებაშვილის ნაანდერძევი ქონების ანგარიშში, გასავლის ნაწილში, აღნიშნულია, რომ 1912 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გაზეთ „სახალხო განათლების" რედაქციას 3 მანეთი გადაუხადა იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების განცხადებაში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 დეკემბერს გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის თავმჯდომარეობით გამართულ შავი ქვის მრეწველთა საბჭოს სხდომაზე აღნიშნეს, რომ საბჭოს 24 კურსდამთავრებული სტიპენდიატი ჰყავდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 დეკემბერს გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის თავმჯდომარეობით შავი ქვის მრეწველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მეცნიერი მიხეილ ქაიხოსროს ძე ყიფიანი ქართული ენის ფორმებს იკვლევდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 დეკემბერს სამოსამართლო პალატას ჭოჭია ჩიქოვანის საქმე უნდა განეხილა. იგი შალვა მესხიშვილს უნდა დაეცვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული ივანე კონსტანტინეს ძე გეგიას წერილის მიხედვით, სამურზაყანოს სკოლის აშენება 60 000 მანეთამდე დაჯდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დაადგინა, რომ იოსებ ირემაშვილისთვის ნაწილ-ნაწილ გადაეცათ კუთვნილი 300 მანეთი, რომლის მიცემა სიკვდილის წინ გადაუწყვეტია იაკობ გოგებაშვილს, ასევე ამ 300 მანეთიდან სესხად შალვა რამიშვილს გადასცეს 100 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1903 წლის 17 მაისს გამგეობამ ყალაიჯ-ოღლის ნება დართო, „ვეფხისტყაოსნის“ სურათები პაპიროსის ქაღალდზე გადაეტანა, სამაგიეროდ გამგეობისთვის 150 მანეთი უნდა გადაეხადა, ასევე 5 ცალი „ვეფხისტყაოსანი“ შეეძინა. ამ პირობებზე ხელი მოწერილი ჰქონდა სამსონ ფირცხალავას, რომელსაც გამგეობამ დაწვრილებით ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ინსპექტორის დანიშვნა, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო და ასევე სასკოლო სექციასა და ფილიპე მგელაძეს დაავალა შეედგინათ ინსტრუქცია სკოლების მეთვალყურეთათვის.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გრიგოლ ბურჭულაძემ გომარეთის სკოლის შესახებ, რის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა, რომ მათი წინადადება სკოლაში სიმღერის კურსებისა და სკოლის შენობის მოწყობის შესახებ განსახილველად გადაეცათ სასკოლო სექციისათვის.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეთერთმეტე სხდომა დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე, იპოლიტე ვართაგავა, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, ფილიპე მგელაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და ფილიპე გოგიჩაიშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ჟურნალ „განათლების“ რედაქტორის თხოვნა, რომ გადაეცათ მისთვის იაკობ გოგებაშვილის მიერ ნაანდერძევი თანხა. გამგეობამ დაადგინა: მიეცათ 30 თუმანი, ხოლო თუ იმ წლის წიგნების შემოსავლიდან იმდენი არ ერგებოდა, იმ შემთხვევაში ჩათვლოდა მომავალი წლის ანგარიშშიც. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს შალვა გოგებაშვილის თხოვნა კიევიდან, რომ იმყოფებოდა უკიდურეს მატერიალურ გაჭირვებაში და ესაჭიროებოდა დახმარება. გამგეობამ დაადგინა, ეკითხათ შ. გოგებაშვილისთვის რა რაოდენობის თანხა სჭირდებოდა.