რეგისტრირებული ფაქტები47441
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წელს თბილისში, მელიქიშვილის სტამბაში მანეთად იყიდებოდა კ. ლორთქიფანიძის შედგენილი კრებული „ჩონგური“, რომელშიც დაბეჭდილი იყო აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძისა და სხვა მწერლების ლექსები.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც ძველი საზოგადოების უძრავი და მოძრავი ქონება და ყველა ვალდებულება გადადიოდა წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების გამგებლობაში. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც საზოგადოების ახალი სახელი იქნებოდა წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოება. კრების ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა და მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის განათლების სახალხო კომისარს მისწერეს, რომ საზოგადოების სახელის ცვლილების შესახებ წესდება ორი თვის წინ გაუგზავნეს, თუმცა არ იყო დამტკიცებული და სთხოვეს ეცნობებინა რა აბრკოლებდა წესდების დამტკიცებას.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობამ საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის განათლების სახალხო კომისარს წერილით სთხოვა საზოგადოების ახალი წესდება დაემტკიცებინა. წერილს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობამ საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის განათლების სახალხო კომისარს მისწერა, რომ უდგენდა ორ პროექტს საზოგადოების წესდების ცვლილების შესახებ, რომლის თანახმადაც საზოგადოებას ერქმეოდა ახალი სახელი – წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოება, რომლის მიზანი წიგნების გამოცემა და გავრცელება იქნებოდა. წერილს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1866
ტიპი: ორგანიზაცია
1866 წლის 15 თებერვალს გადაწყდა დაარსებულიყო კომისია, რომლის წევრებსაც დაევალებოდათ ქალაქის მაცხოვრებლების რიცხვის დათვლა და მათი ქონების აღრიცხვა. კომისია დაიყო ოთხ კომიტეტად. პირველი კომიტეტის წევრები იყვნენ: რ. ნ. ანდრონიკოვი, ე.არწუნი , ა. გ. ლისოვსკი და ი. კ. ბაგრატიონ-მუხრანსკი. მათ უნდა შეედგინათ იმ თავად-აზნაურების სიები, რომლებსაც ქალაქში ან უძრავი ქონება ჰქონდათ, ან ვაჭრობდნენ, ან ხელოსნობდნენ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებას დაესწრნენ: იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა და ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების ქალაქების განყოფილებები თავისი საქმიანობის პირველ წლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას დასამტკიცებლად უდგენდა გამგეობას ყოველი წლის დასასრულს, არაუგვიანეს თებერვლისა, მეორეს კი – წლის დასაწყისში. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძის თხოვნა, რომ ცნობა მიეცათ განათლების კომისარიატში წარსადგენად, რათა თავისი წიგნების ჰონორარი აეღო.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს, რომ გასაყიდი იყო 3 479 000 მანეთის სახელმძღვანელო წიგნები. მაღაზიის გამგის აზრით, სასურველი იყო ეს წიგნები შეეძინათ. ამავე სხდომაზე დაადგინეს, შეეძინათ სიით წარმოდგენილი ყველა წიგნი. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრებსა და მათ კანდიდატებს ირჩევდნენ სამი წლის ვადით. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების კრებაზე დახურული კენჭისყრა სავალდებულო იყო თანამდებობაზე მყოფი პირების თანამდებობიდან გადაყენების დროს. კრების ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს, რომ 9 თებერვალს სალაროს შემოწმების დროს აღმოჩენილი რუსული ფულის ნიშნების თაობაზე პრეზიდიუმმა აღძრა შუამდგომლობა ფინანსთა კომისრის წინაშე, რათა ისინი გადაეცვალათ ქართულ ფულში. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების განყოფილების ლიკვიდაცია შეიძლებოდა კრების დადგენილებისა და გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების განყოფილება მევალეების წინაშე თავად იყო პასუხისმგებელი. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების განყოფილების ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონება გადადიოდა საზოგადოების განკარგულებაში. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოება ქალაქების განყოფილებებს დროგამოშვებით ამოწმებდა და საჭიროებისამებრ აძლევდა შენიშვნებსა და რჩევებს. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს 9 თებერვალს სალაროს შემოწმების დროს აღმოჩენილი რუსული ფულის ნიშნების – 1 123 000 მანეთის საკითხი, რის შესახებაც ოქმები იყო შედგენილი. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია მიხეილის ასულ წერეთლის თხოვნა, უფლება მიეცათ წიგნსაცავიდან სახლში წაეღო „დროების“ 1882 წლის ნომრები.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 3 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 3 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის ნახევარ–მილიონი მანეთი მიეცათ ბუღალტრისთვის და გადამწერისთვის, თითოეულისთვის ცალ–ცალკე. სულ – 3 მილიონი. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.