ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50758

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს ალ. პ. სარაჯოვი კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე დირექტორად აირჩიეს დავით ივანეს ძე ავალიშვილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სოლომონ ზანდუკელი იყო დუშეთის მაზრის ხაზინადარი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს ხოჯა ალი მახაჭკაძე ბათუმის ოთხგანყოფილებიან სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ კახეთის თითოეულ სოფელში მოსახლეობის მხარდაჭერითა და დაფინანსებით გაიხსნა არაერთი სკოლა, რაც ძალზედ სასიხარულო ფაქტი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თელავში ძალიან გახშირდა ქურდობა და ავაზაკობა, პოლიცია კი ამის აღმოსაფხვრელად არაფერს აკეთებდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გლეხური სიმღერები ომზე და ვაჟკაცობაზე, რომლებიც რედაქციას დასაბეჭდად გადასცა ზაქარია ჭიჭინაძემ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია იმის შესახებ, თუ როგორ უმოწყალოდ ყიდდნენ მომრიგებელ მოსამართლეები გლეხის ქონებას, მიწას, მამულს და ყველაფრის გარეშე ტოვებდნენ მოსახლეობას, გამგეობა კი მათ დასახმარებლად არაფერს აკეთებდა.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე გადაწყვიტეს, რომ ზედამხედველობის კომიტეტისთვის მიეცათ უფლება სამსახურიდან დაეთხოვათ ის დამფასებელნი (აცენჩიკები), რომელნიც თავის მოვალეობას რიგიანად ვერ ასრულებდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე გადაწყვიტეს, აღესრულებინათ ფინანსთა მინისტრის წინადადება, რომ ბანკის მოვახშეებს, რომლებიც ჯარში იმყოფებოდნენ, შესაძლებლობა ჰქონოდათ, ბანკში შესატანი ფული გადაეხადათ 1877 წლის 1-ელი ივლისიდან 1878 წლის 1-ელ ივლისამდე.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე გადაწყვიტეს, ბანკის ორი წლის მოგებიდან გადაედოთ თანხა ღარიბ ყმაწვილთა სწავლისათვის.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე გადაწყვიტეს, რომ ბანკის ორი წლის მოგებიდან გადაედოთ თანხის ის რაოდენობა, რომლითაც შესაძებელი იქნებოდა ორი სტუდენტის დაფინანსება.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 15 ნოემბერს თბილისში გაიმართა მეორე საზოგადო კრება თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკისა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექს რიჟოვი იყო ბაქოს რეალური სასწავლებლის მასწავლებელ-თანაშემწე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ საერო განათლების სამინისტროს თანამშრომელ ალექსი რიჟოვს გადასცა წმ. სტანისლავას მე-3 ხარისხის ჯილდო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე მიხაილოვსკი იყო თემირ-ხან-შურას რეალური სასწავლებლის მასწავლებელ-თანაშემწე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ საერო განათლების სამინისტროს თანამშრომელ კონსტანტინე მიხაილოვსკის გადასცა წმ. სტანისლავას მე-3 ხარისხის ჯილდო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ საერო განათლების სამინისტროს თანამშრომელ კონსტანტინე მიხაილოვსკის გადასცა წმ. სტანისლავას მე-3 ხარისხის ჯილდო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ანდრია კარამოსკო იყო ერევნის საოსტატო სემინარიის მასწავლებელი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ საერო განათლების სამინისტროს თანამშრომელ ანდრია კარამოსკოს გადასცა წმ. სტანისლავას მე-3 ხარისხის ჯილდო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მოხირი იყო ხონის საოსტატო სემინარიის მასწავლებელი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ საერო განათლების სამინისტროს თანამშრომელ მოხირს გადასცა წმ. სტანისლავას მე-3 ხარისხის ჯილდო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე ღოღობერიძე იყო ქუთაისის გიმნაზიის მასწავლებელი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ საერო განათლების სამინისტროს თანამშრომელ კონსტანტინე ღოღობერიძეს გადასცა წმ. სტანისლავას მე-3 ხარისხის ჯილდო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ საერო განათლების სამინისტროს თანამშრომელ იოჰანესოვს გადასცა წმ. სტანისლავას მე-3 ხარისხის ჯილდო.