ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47981

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 5 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის თარგმნილი გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ მეექვსე ნაწილი.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 6 ოქტომბრის „დროებაში“ გრიგოლ ვოლსკის სტატია „მგზავრის შენიშვნები“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ლავრენტი არდაზიანის რომანი „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, პეტრე უმიკაშვილი ხელახლა აპირებდა თავისი „სასოფლო გაზეთის“ გამოცემას.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 11 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში ქართული სახალხო სიმღერების ნოტები იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 11 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ბესარიონ ღოღობერიძემ ჯიხაიშში დააარსა გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ბანკი.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ მეშვიდე ნაწილი.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 12 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, რაფიელ ერისთავმა სამეურნეო საზოგადოების სხდომაზე ღვინის მოყვანისა და ყურძნის სხვადასხვა ჯიშის შესახებ ისაუბრა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 13 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ეპისკოპოსი გაბრიელი იმერეთის სოფლების მოსახლეობას ხვდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძის წიგნის მაღაზიაში „კრებული“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 19 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის თარგმნილი გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ მერვე ნაწილი.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 19 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ვლადიმერ მარსოვი ბუნების მასწავლებელი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 ოქტომბრის „დროებაში“ სიმონ ჯაფარიძის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 22 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ბაქრაძის მიერ შედგენილი „ბაგრატ IV ისტორია" დასაბეჭდად მზადდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ოქტომბრის „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ოქტომბრის „დროებაში“ სოსიკო ბაქრაძის „როს ჩვენ ერთმანეთს ვეთხოვებოდით“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ოქტომბრის „დროებაში“ სოსიკო ბაქრაძის ფელტონი „გოდება იროდისა მარიამზადე” დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 26 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის თარგმნილი გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ მეცხრე ნაწილი.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 26 ოქტომბრის „დროებაში“ საღვთო კანონების სწავლების თაობაზე ივანე როსტომაშვილის სიტყვა დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 26 ოქტომბრის „დროებაში“ გიორგი იოსელიანის სიტყვა ქართული ენის პროპაგანდის შესახებ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 28 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს წერილით შეატყობინა, რომ ყვარელში იასე ჭავჭავაძესთან დაბინავდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 29 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, გურიიდან მოწვეულმა გალობის პედაგოგებმა, მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ გალობის სწავლება დაიწყეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 31 ოქტომბრის „დროებაში“ ივანე იაგორის ძე ზუბალაშვილის შესახებ სტატია დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 1-ელ ნოემბერს ილია ჭავჭავაძესა და მის ნათესავებს შორის ყვარლის მამულების გაყოფის პროცესი დაიწყო და ჭავჭავაძეების საკუთრების, ყვარლის აგარაკის აღწერისა და დახარისხების ოქმი შედგა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის ნოემბერში დავით კეზელმა ილია ჭავჭავაძეს მისწერა და გაზეთ „ივერიის“ თანამშრომლად აყვანა სთხოვა.