ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50103

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 ივნისს შიო დედაბრიშვილმა განათლებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტებს მთავარი გამგეობის სახელით მისწერა, რომ სენაკისა და ბორჯომის გამგეობებისთვის დაუყოვნებლივ დაებრუნებინათ ადგილობრივი რევოლუციური კომიტეტების მიერ ჩამორთმეული ქონება.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ი. დათებაშვილის მიერ შეკრებილი ლექსები და კონსტანტინე გვარამაძის მიერ მესხეთში შეკრებილი ანდაზები ახალ სენაკში,კონსტანტინე თავართქილაძის სტამბაში დაიბეჭდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ივანე ჭყონია მღვდელი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ ირაკლის ძე ციციშვილს გორში გაზეთ „ქართლის“ გამოცემის უფლება მისცეს. მანამდე გაზეთი იაკობ თომას ძე ცინცაძის ხელმძღვანელობით გამოდიოდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 20 ივნისს ანა სოღორაშვილი ბათუმში საკვირაო სკოლის სასარგებლოდ გამართული სახალხო წარმოდგენის ორგანიზატორი იყო.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივლისში გაზეთ „კვალის“ რედაქციამ ი. დათებაშვილის „ლექსები და ნაწყვეტები“ მიიღო. წიგნში მოთავსებული იყო დათებაშვილის მიერ შეკრებილი ილია ჭავჭავაძის, იროდიონ ევდოშვილის, მაჩხანელის, დუტუ მეგრელის, კაპიტონ გოგოლაძის, ფანდის და ა. შ. ლექსები. 

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თევდორე ღლონტს იაკობ მანსვეტაშვილი ბაქოში უნდა ენახა და კოოპერაციის რედაქტორის დავალებით ჟურნალის გამოცემის შესახებ მოლაპარაკებოდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ი. კაკაბაძისა და რამდენიმე ახალგაზრდის ინიციატივით ჭიათურაში საკვირაო სკოლა გაიხსნა. 

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 4 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ფ. პატრიშვილის სტატია „ევროპის ძველი და ახალი მეურნეობა“.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 4 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ხაბულიანის ლექსი „რწმენა“. 

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 4 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ხაბულიანის წერილი ჭიათურის მდგომარეობის შესახებ.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ჭიათურაში ი. კაკაბაძის ინიციატივით გახსნილ საკვირაო სკოლაში ანაზღაურების გარეშე ასწავლიდნენ თვითონ კაკაბაძე, ასევე ბესარიონ ვაშაძე და კარპე მოდებაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძემ გამოაქვეყნა სტატია „ჩვენი ავ-კარგი“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვასილ ოქროპირის ძე ურუშაძეს ერთმა შეძლებულმა ქართველმა სპარსეთში წარმოდგენების გასამართად დასის შედგენა შესთავაზა. იგი ჯანელიძეს გარანტიად 2 000 მანეთს, ხოლო ავანსად – 500-ს შეჰპირდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ი. კაკაბაძემ შავი ქვის ამხანაგობას ჭიათურის საკვირაო სკოლისთვის დახმარება სთხოვა. ამხანაგობამ სკოლას 100 მანეთი გამოუყო.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციაზე კრებას საჩხერის რაიონის დელეგატებმა მოახსენეს ცნობები დაპატიმრებული ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გუჯეჯიანის საქმეზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციაზე ნიკო ნიკოლაძემ წაიკითხა მოხსენება „საერობო და საქალაქო თვითმმართველობა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციაზე ალექსანდრე ასათიანმა წაიკითხა მოხსენება „დამფუძნებელი კრების ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის და მთავარი კომიტეტის მუშაობა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციაზე მიხეილ გვალიამ წაიკითხა მოხსენება „პარტიული მუშაობა სოფლად“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციაზე მიხეილ გვალიამ წაიკითხა მოხსენება „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაარსება და მუშაობა შორაპნის მაზრაში“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 იანვარს, დილის 10 საათზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციის წარმომადგენლებმა დამფუძნებელი კრების წევრების: ნიკო ნიკოლაძის და ალექსანდრე ასათიანის მეთაურობით საპყრობილეში მოინახულეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საჩხერის სარაიონო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გუჯეჯიანი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრად დაინიშნა რაჟდენ არსენიძე.

1866

ტიპი: სტატუსი

1866 წელს ანტონ ნაკაშიძე იყო თავადი.

1866

ტიპი: სტატუსი

1866 წელს რევაზ იოსების ძე ვაჩნაძე იყო თავადი.

1866

ტიპი: სტატუსი

1866 წელს ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი იყო თავადი.