ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47368

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისს კოტე მესხის დაკრძალვაზე სიტყვა წარმოთქვა დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრმა იოსებ ბარათაშვილმა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისს კოტე მესხის დაკრძალვაზე სიტყვა წარმოთქვა ნოე ჩხიკვაძემ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისს კოტე მესხის დაკრძალვაზე სიტყვა წარმოთქვა მსახიობმა იოსებ ივანიძემ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 19 მაისს ი. ი. აფხაზი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მცხეთის დედათა მონასტერთან არსებული პროფესიული სასწავლებლის 27 მაისის გამოსაშვებ გამოცდებზე დასწრებას სთხოვს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 მაისს თედო მალაქიას ძე ბეგიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტროგრადის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტსა და საიმპერატორო არქეოლოგიურ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა ან ერთდროული დახმარება სთხოვა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ცხინვალის განყოფილების მდივანმა არჩილ ზინობის ძე დედანაშვილმა შეატყობინა, რომ საზოგადოების ცხინვალის განყოფილებაში იყო 31 წევრი და საწევრო თანხა, 93 მანეთი, წინასწარ გაუგზავნეს საზოგადოების მთავარ განყოფილებას.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 მაისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობას ცხინვალის განყოფილების მდივანმა არჩილ ზინობის ძე დედანაშვილმა გაუგზავნა 1914 წლის ანგარიში და 1915 წლის სავარაუდო შემოსავალ-გასავლის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც 1915 წელს შემოტანილი საწევრო თანხა 90 მანეთს შეადგენდა, საღამოს სპექტაკლებიდან და საღამოებიდან შემოსული თანხა – 300 მანეთს, სხვადასხვა შემოწირულობა – 20 მანეთს, ყულაბებიდან შემოსული თანხა – 10 მანეთს, სულ – 320 მანეთს. 1915 წლის გასავლის ნუსხა: სახლის ქირა – 80 მანეთი, ინვენტარის შესაძენად დახარჯული თანხა – 80 მანეთი, სტიპენდია ან ერთდროული დახმარება – 60 მანეთი, გაუთვალისწინებელი ხარჯები – 40 მანეთი, წერა-კითხვის გამავრეცელებელი საზოგადოების სამკითხველოსთვის დახარჯული თანხა – 40 მანეთი, სულ – 300 მანეთი. რაც შეეხება 1914 წლის შემოსავალ-გასავალს, ამ წელს არ ყოფილა, რადგან ცხინვალის განყოფილება მხოლოდ 1914 წლის 17 ნოემბერს გაიხსნა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ცხინვალის განყოფილების მდივანმა არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა საზოგადოების ცხინვალის განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, ცხინვალის განყოფილების გამგეობამ მოქმედება დაიწყო 1914 წლის 22 ნოემბერს. სხდომა ჩატარდა ოთხჯერ, გამგეობას გაურჩევია ოთხი საქმე, სხდომებზე დასწრება ყოველთვის სრული იყო. 1914 წელს ჩატარდა ერთი საზოგადო კრება, კერძოდ 17 ნოემბერს, რომელზეც აირჩიეს გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრები. კრების ოქმი კრების თავმჯდომარემ მაშინვე გადაუგზავნა მთავარ გამგეობას. ცხინვალის განყოფილების წევრთა რიცხვი და ვინაობა უკვე ჩართული იყო მთავარი განყოფილების საკვიტანციო წიგნში საწევრო გადასახადთან ერთად. 1914 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ცხინვალის განყოფილების მიზანი იყო ცოტაოდენი ქონების დაგროვება ბიბლიოთეკისა და სკოლის გასახსნელად და ღარიბი მოსწავლეების დასახმარებლად. იმ დროისთვის დაბა ცხინვალში საზოგადოების ცხინვალის განყოფილებას არც სკოლა გააჩნდა და არც ბიბლიოთეკა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის სტატია „ქართველი მსახიობის თანდათან გაპროფესიონალება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის სტატია „ქართული თეატრის მოკლე ისტორია“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ გერასიმეს ძე მეგრელიშვილის ლექსი „კ. მესხის ხსოვნას“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გოლა ახრახაძის წერილი „შებოჭილ მსახიობზე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ტარუაშვილის წერილი „ჭიათურის სცენის აღორძინება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია „მუსიკა და ქართველი მემუსიკენი“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 მაისს ნიკო გოცირიძემ ფოთში გამართულ საქველმოქმედო საღამოში მიიღო მონაწილეობა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის ხელმძღვანელი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე ზუგდიდში, ვარიანში, ნალჩიკში, საგურამოსა და გომარეთში სკოლის ასაშენებლად, ხოლო ატენსა და შრომაში შენობის მიმატებისთვის გამგეობისაგან 1200 მანეთის გამოყოფას ითხოვდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 მაისიდან ქართული დრამატული დასის მსახიობთა ამხანაგობამ წარმოდგენების გამართვა დაიწყო. ამხანაგობის წევრები იყვნენ: ტასო აბაშიძე, მარო მდივანი, ნატალია ჯავახიშვილი, ივანე ბარველი, ვალერიან გუნია, დავით მგალობლიშვილი, ილია მამფორია, ვლადიმერ სანიკიძე (სარაული), პავლე ფრანგიშვილი, ალექსანდრე ყალაბეგიშვილი, ვალერიან შალიკაშვილი და ვასილ ურუშაძე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 მაისიდან ქართული დრამატული დასის მსახიობთა ამხანაგობას ვალერიან გუნიას თაოსნობით წარმოდგენები უნდა გაემართა გორში, ყვირილაში, ჭიათურაში, ქუთაისში, ხონში, სამტრედიაში, სენაკში, ფოთში, ბათუმში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და შორაპანში.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის წევრის, შიო დედაბრიშვილის მოხსენება ძველი ვალების განაღდების შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი სექციის მოხსენება ეკატერინე გაბაშვილის თხზულებების გამოცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 მაისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და შალვა ანტონის ძე მიქელაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზის განცხადება დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის დატოვებული მამულის შეძენის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ყალამშიის სკოლის მასწავლებელ გრიგოლ მაჭავარიანს 30 მანეთი გადასცეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 მაისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ყალამშიის სკოლისთვის ფარდებისა და დაფის შესაძენად სასკოლო სექციამ 15 თუმანი გამოყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 მაისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად გერგეთის სკოლას წიგნები, სურათები და სხვა სასწავლო ნივთები გადასცეს.