ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50103

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილების წლიური გასავალი 5626.02 მანეთი იყო. ამ თანხიდან 3562.50 მანეთი საზოგადოების სკოლას მოხმარდა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებული“, რომელიც ილია ჭავჭავაძემ პეტრე გიორგის ძე ნაკაშიძეს მიუძღვნა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დავით გიორგის ძე ერისთავი ქართული დრამატული ამხანაგობის დაარსების პირველ წლებში მმართველი კომიტეტის თანამშრომელი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილმა ქართული დრამატული საზოგადოების დასისთვის შეკრიბა ახალი ნიჭიერი მსახიობები. მისი სახელი ქართული სცენის ისტორიაში არავის დაავიწყდებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი იყო პირველი, რომელმაც 1878 წელს განაახლა ქართული დრამატული ამხანაგობის მუშაობა სცენაზე და პირველ წლებში დასს დროებითი კომიტეტის დახმარებით ხელმძღვანელობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 იანვარს ქართული დრამატული ამხანაგობის ხაზინადრად აირჩიეს იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 იანვარს ქართული დრამატული ამხანაგობის ახალი მმართველობის კრებაზე თავმჯდომარის მოადგილედ დავით გიორგის ძე ერისთავი აირჩიეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 იანვარს ქართული დრამატული ამხანაგობის ახალი მმართველობის კრებაზე თავმჯდომარედ აირჩიეს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მედიცინის დოქტორი მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი თბილისის სამხედრო სკოლის უფროსი ექიმი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ხატისოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს მისწერა, რომ სომხეთის მთავრობა გულგრილი ვერ დარჩებოდა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერთა შორის 23 ნოემბრის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტის მიმართ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ სამხედრო მინისტრად დაინიშნა გრიგოლ ლორთქიფანიძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. ლეღვნის მოსახლეობამ დასკალ, ყარამან და ვლადიმერ მაღრაძეები სკოლისთვის მიწის შეწირვის გამო წვრილი სასოფლო ხარჯებისგან გაათავისუფლა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს გაზეთ „კვალის“ ნომრები ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბაში იბეჭდებოდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 9 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ივანე გომართელის „ჯავახეთი და ჯავახელნის“ დასკვნითი ნაწილი.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 9 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა იროდიონ ევდოშვილის ლექსი „მტერი ამბობს“.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წელს კირილე პეტრეს ძე იანოვსკი კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი იყო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს კირილე პეტრეს ძე იანოვსკიმ თბილისის გამგეობას აცნობა, რომ საერო განათლების სამინისტრომ თბილისში ახალი სამრეწველო ხასიათის სასწავლებლის გახსნის გადაწყვეტულება მიიღო და სთხოვა, ეცნობებინათ მისთვის, რა სახის სამრეწველო სასწავლებელის გახსნა სურდათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილის პიესას „ოჯახი“ კავკასიის სცენებზე დადგმის ნება დართეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილების წლიური შემოსავალი 8339.99 მანეთი იყო. მათ ბიუჯეტში სეირნობებიდან 7183.83 მანეთი შეუვიდათ, შემოწირულობების სახით კი — 260 მანეთი. 1913 წლის ნაშთი 391.24 მანეთი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილებამ ქართული წარმოდგენების მოსაწყობად 73.46 მანეთი გამოყო, სტიპენდიებისთვის კი ბიუჯეტიდან თანხა არ გაუციათ.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „სარჩობელაზედ“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსი „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ყიფიანის მიერ თარგმნილი ჟან-ბატისტ პოკლენის სამმოქმედებიანი კომედია „სიყვარული მკურნალობს“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით როსტომაშვილის მიერ შეკრებილი „ხევსურული ლექსები“.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიშის მიხედვით კავკავის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული, ივანე ივანეს ძე ფიცხელაური, ივანე იოსების ძე მთვარელიშვილი, დიმიტრი დავითის ძე ცისკარაული, ალექსანდრე გიორგის ძე როინაშვილი, ვასილ ალექსის ძე კაიშაური და დიმიტრი ივანეს ძე ერქომაიშვილი.