რეგისტრირებული ფაქტები50103
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა პატარა სურათებიანი წიგნი „შალვას თავგადასავალი“ . წიგნის ფასი 20 კაპიკი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გერასიმე სიმონის ძე კალანდარიშვილის მიერ შედგენილი რუსული ენის სახელმძღვანელო იყიდებოდა ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში, კუკიის ხიდის ყურთან. სახელმძღვანელოს ფასდაკლებული ღირებულება იყო ცხრა შაური და, ვინც ნაღდი ფულით ერთდროულად ოც ცალს შეიძენდა, წიგნი ათ აბაზად დაეთმობოდა, ხოლო ვინც წაიღებდა არანაკლებ 50 ცალს, მას 36 კაპიკად დაუთმობდნენ.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით როსტომაშვილის სტატია თუ როგორ შეაფასა საზოგადოებამ ჟურნალი „ივერია“. მისი გადმოცემით, საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა ჟურნალი და გამომცემლებს ბრალი დასდო, რომ ისინი „ძველი ენით“ წერდნენ, რაც მათთვის მიუღებელი და სამარცხვინო იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბა ლორის მელიქოვის ქუჩიდან გადავიდა საპერნის ქუჩაზე, მთავარმმართებლის თანაშემწის სახლის გვერდზე ალექსანდროვის ბაღთან, საკუთარ სახლში, N 4-ში. სტამბა ბეჭდავდა ყველანაირი ტიპის საქმეებს სხვადასხვა ენაზე ზომიერ ფასად. შეკვეთილი საქმე ხარისხიანად და დროულად ბარდებოდა დამკვეთს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისა და ცენტრალურ წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა საყმაწვილო სურათებიანი წიგნი სახელწოდებით „შალვას თავგადასავალი“. წიგნის ღირებულება 20 კაპიკი იყო და, ვინც გამომცემლისაგან იყიდდა არანაკლებ ოც ცალ წიგნს, მას თითო მანეთზე აბაზი დააკლდებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა სულხან–საბას ლექსიკონები.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ბიბლიოგრაფიული განცხადება, რომ დაიბეჭდა გერასიმე სიმონის ძე კალანდარიშვილის მიერ შედგენილი რუსული ენის სახელმძღვანელო, რომელიც იაკობ გოგებაშვილმა სრულად გადააკეთა. სახელმძღვანელო შედგებოდა ლექსებისაგან, მოთხრობებისა და ახალშედგენილი ბეჭდური და ხელნაწერი რუსული ანბანისაგან, ბოლოში კი დართული ჰქონდა 300 სიტყვიანი რუსულ–ქართული ლექსიკონი.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თელავის შემნახველ–გამსესხებელი საზოგადოების მრჩეველი წევრი იყო მიხეილ ივანეს ძე ილურიძე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი ძალიან ბევრს შრომობდა ქართული დრამატული თეატრის ფუნქციონირებისთვის.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს იოსებ დადიანი 9-ჯერ დაესწრო, ვასილ ახვლედიანი კი — 16-ჯერ.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ალექსანდრე ნემსაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იყო.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ანდრია ქადეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილების დაარსებიდან ორი წლის განმავლობაში 271 სხდომა გაიმართა, რომლებზეც გამგეობამ 81 საქმე განიხილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ბაქოს განყოფილების კომისიათა მუშაობა შეაფასეს და. აღინიშნეს, რომ ყველა ორგანიზაცია კეთილსინდისიერად უძღვებოდა ნაკისრ ვალდებულებას.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილებაში ფუნქციონირებდა სამშენებლო ბიურო, სამეურნეო და სასკოლო კომისია, ასევე დრამატული და სამხედრო კომიტეტი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ხონში, ფოსტის პირდაპირ, ნესტორ იოსების ძე წერეთლის ახლად გახსნილ წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ყველანაირი ქართული, რუსული სახელმძღვანელოები და საკანცელარიო ნივთები.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს ვლადიმერ ახობაძე 22-ჯერ დაესწრო, კონსტანტინე ლორთქიფანიძე კი — 3-ჯერ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს ევსევი ჩიხლაძე და რაჟდენ ნაცვლიშვილი 20-ჯერ დაესწრნენ.