ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47981

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 1-ლი ნოემბრის „დროებაში“ დაიბეჭდა იოსებ ბაქრაძის სტატია, რომელშიც წარმოდგენებს: „ჟორჟ დანდენი“ და „ყვავი ფარშევანგის ფრთებით“ განიხილავდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 2 ნოემბრის „დროებაში“ ივანე ზუბალაშვილის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 4 ნოემბრის „დროებაში“ იოსებ ბაქრაძის ებრაული მელოდია „შენა სტიროდი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 4 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატია „ზაქათალას მაზრიდან“ დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 5 ნოემბრის „დროების“ ცნობით, „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების, შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისთვის“ დახმარების მსურველებს საწევრო თანხა ნიკოლოზ ქანანოვისთვის უნდა გადაეცათ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 5 ნოემბრის „დროებაში“ ვასილ ბარნოვის სტატია „ხევსურების ცხოვრებიდან“ გაგრძელება დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 7 ნოემბრის „დროებაში“ ვასილ ბარნოვის სტატია „ხევსურების ცხოვრებიდან“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ნასამართლეობა

1878 წლის 8 ნოემბრის „დროების“ ცნობით, მამია გურიელის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებაზე გამოძიება დაიწყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 8 ნოემბრის „დროებაში“ დიმიტრი ყიფიანსა და ს. ალადათოვს შორის „ქალაქის რჩევის სხდომაზე“ გამართული პოლემიკის შესახებ სტატია დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 8 ნოემბრის „დროებაში“ სტეფანე მელიქიშვილის სტატიის „თბილისიდან ბათუმამდის“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 9 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საქართველოს მატიანე“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქართული საშუალო სასწავლებლის დაარსების საჭიროებაზედ“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 9 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ალფონს დოდეს მოთხრობა „სახლი იყიდება“ გამოქვეყნდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 10 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატია „საინგილო“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 ნოემბრის „დროებაში“ დაიბეჭდა „ნემეცების კლუბში" ქართულ წარმოდგენაზე შეგროვილი თანხის ანგარიში, რომელსაც ხელს იოსებ ანდრონიკაშვილი აწერდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 11 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ზაქარია გრიქუროვის მაღაზიაში ახალი წიგნი „სახალხო მეჯლისი“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 11 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ანთიმოზ ჯუღელის ლექსების კრებული „სიყვარული“ თბილისში, გრიგოლ ჩარკვიანის, უ. ვართანოვისა და ზაქარია გრიქუროვის მაღაზიებში იყიდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 11 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ანთიმოზ ჯუღელმა ლექსების კრებული „სიყვარული“ გამოსცა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 11 ნოემბრის „დროებაში“ სტეფანე მელიქიშვილის სტატია „თბილისიდან ბათუმამდის“ დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 11 ნოემბრის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანმა რაფიელ ერისთავის მიერ ნათარგმნი კრილოვის „იგავ-არაკნი“ გამოსცა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 ნოემბრის „დროებაში“ ივანე აბაშიძის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 12 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ილია ალხაზიშვილმა ახალქალაქში აფთიაქი გახსნა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ქართული თეატრის ახალ ხელმძღვანელად დავით ერისთავს მოიაზრებდნენ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 ნოემბრის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე მამაცაშვილის ვაჟთა სკოლას „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისთვის“ ფონდი აფინანსებდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 15 ნოემბრის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე მამაცაშვილი თბილისის ვაჟთა სკოლის ხელმძღვანელი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 16 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ალფონს დოდეს მოთხრობა „სამი ათასი ფრანკით“ გამოქვეყნდა.