რეგისტრირებული ფაქტები51338
სორტირება თარიღი მზარდობით
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა 1913 წლის პირველი აგვისტოსთვის 1800 მანეთის გამოგზავნა. ამ თანხის შეტანა იყო საჭირო სტიპენდიატებისთვის სწავლის საფასურის გადასახდელად. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის დავალიანების გაუქმება. ეს დავალიანება მაღაზიას ერიცხებოდა ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის წიგნების შეძენის შემდგომ. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ თელავის წიგნის მაღაზია თავის დროზე მიაწვდიდა მთავარ გამგეობას ფასებს ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის იმ წიგნებისა, რომლებიც გაიყიდებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 5 ნოემბერს დავით კარიჭაშვილმა წაგნსაცავ-სამკითხველოს მდგომარეობის შესახებ გააკეთა მოხსენება და აღნიშნა, რომ პირველ ნოემბერს შესრულდა ერთი წელი, რაც საზოგადოების წიგნსაცავისა და მუზეუმის მართვა დაევალა და მოსამსახურე პირთა შტატი დაწესდა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 5 ნოემბრის მოხსენებაში დავით კარიჭაშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოების წიგნსაცავისა და მუზეუმის მმართველად დანიშვნისთანავე დაიწყო წიგნებისა და სამუზეუმო ნივთების აღრიცხვა. მანამდე წიგნსაცავს ჰქონდა კატალოგი, მაგრამ შესატანი იყო ბევრი წიგნი, სამუზეუმო ნივთებს კი – საერთოდ არ ჰქონდა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 5 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა წიგნსაცავ-სამკითხველოს მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 1912 წლის პირველიდან 1913 წლის პირველ ნოემბრამდე ჩატარებული აღრიცხვის დროს წიგნების კატალოგში 1865 ნომერი შეიტანა (72 ხელნაწერი, 207 ქართული წიგნი და 1586 – უცხოური), სამუზეუმო კატალოგში – 995.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 5 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა წიგნსაცავ-სამკითხველოს მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 1912 წლის პირველიდან 1913 წლის პირველ ნოემბრამდე აღწერა მანამდე სრულიად დაუმუშავებელი ნუმიზმატიკური კოლექცია. მუზეუმს ჰქონდა 5 185 ფული (2 562 ვერცხლის, 2 611 სპილენძისა და ნიკელის მონეტა, 12 ქაღალდის კუპიურა).
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 5 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა წიგნსაცავ-სამკითხველოს მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 1912 წლის პირველიდან 1913 წლის პირველ ნოემბრამდე 2649 სურათი აღწერა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 5 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა წიგნსაცავ-სამკითხველოს მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 1912 წლის პირველი ნოემბრიდან ებარა ილია ჭავჭავაძის კაბინეტი, რომელსაც ნივთების სია არ ჰქონდა. მან ეს სია შეადგინა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 5 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა წიგნსაცავ-სამკითხველოს მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში აღნიშნა, რომ წიგნსაცავის შემოწმების დროს ვერ აღმოაჩინეს 2 ხელნაწერი, 25 ქართულ და 40 უცხო ენაზე დაბეჭდილი წიგნი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 5 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა წიგნსაცავ-სამკითხველოს მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 1913 წლის პირველი თებერვლიდან პირველ ნოემბრამდე წიგნსაცავ-მუზეუმში 439 ადამიანი შევიდა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 5 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა წიგნსაცავ-სამკითხველოს მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 1912 წლის პირველიდან 1913 წლის პირველ ნოემბრამდე წიგნსაცავისა და მუზეუმისთვის 97. 98 მანეთი დახარჯა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი საზოგადოების წიგნსაცავისა და მუზეუმის მმართველად დაინიშნა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებამ მოიწონა გამგეობის მოხსენება სტამბის დაარსების თაობაზე. სტამბამ მუშაობა დაიწყო 1913 წლის 14 ნოემბერს. ანგარიშის თანახმად, 1913 წელს სტამბაზე დაიხარჯა 5840 მანეთი და 26 კაპიკი. ხელმომწერნი: გიორგი ზდანოვიჩი (თავმჯდომარე), იოსებ ოცხელი (თავმჯდომარის ამხანაგი), ბართლომე მოსეშვილი (მოლარე), წევრები – მელანია გველესიანისა, მარიამ ვარდოსანიძე, იაზონ ბაქრაძე, ისიდორე კვიცარიძე, სამსონ ყიფიანი, სვიმონ ხეჩინოვი, სილოვან ხუნდაძე, ტრიფონ ჯაფარიძე.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 14 ნოემბერს მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე თბილისში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა საერთო ყრილობაზე სამტრედიის განყოფილებას წარმოადგენდა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირში სოფლის კრებაზე გადაწყდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების გამგეობის წევრებად აერჩიათ ილია ნონიას ძე ლობჟანიძე, ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცი, ილია გიორგის ძე უნგიაძე, ანდრია ქაიხოსროს ძე კალანდარიშვილი, პეტრე დავითის ძე მეტრეველი, ალექსი დავითის ძე ლობჟანიძე.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 24 ნოემბერს ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცის მიერ გამართულ კრებაზე გადაწყდა, ალაგირში, თერჯოლის ოლქში, დაეარსებინათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება სახელწოდებით: „ალაგირის ადგილობრივი განყოფილება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებისა“.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირის სასოფლის კრებაზე გადაწყდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების თავმჯდომარედ მღვდელი გაბრიელ ბოჭორიშვილი აერჩიათ.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირში სოფლის კრებაზე გაბრიელ გრიგოლის ძე ბოჭორიშვილს, ილია ნონიას ძე ლობჟანიძეს, ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცს, ილია გიორგის ძე უნგიაძეს, ანდრია ქაიხოსროს ძე კალანდარიშვილს, პეტრე დავითის ძე მეტრეველს, ალექსი დავითის ძე ლობჟანიძეს დაევალათ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ალაგირის განყოფილების გახსნის თაობაზე მიემართათ.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირის ქართული სკოლის მასწავლებლის, ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცის მოწვევით გაიმართა 30-კაციანი კრება, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდებისა და ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის გაცნობის შესახებ.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 24 ნოემბერს ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცის მიერ ალაგირში მოწყობილ კრებაზე გადაწყდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დაარსების გარდა, სოფლის სამკითხველო და საკვირაო სკოლა გაეხსნათ.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 30 ნოემბერს ავლაბრის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის მიერ იოსებ ივანიძის, იოსებ ჟივიძისა და სხვ. მონაწილეობით ისტორიული დრამა „სამშობლო“ წარმოადგინეს.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 1-ლ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ (თავმჯდომარე – გიორგი ყაზბეგი) ქუთაისის განყოფილებას შემოსავლის 20%-ის დროულად გადმორიცხვა და წლიური ანგარიშის წარდგენა სთხოვა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 1-ელი დეკემბრის ოფიციალური მიწერილობით (№ 409) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობა (თავმჯდომარე – გიორგი ყაზბეგი, საქმისმწარმოებელი – გრიგოლ ბურჭულაძე) სათანადო ბლანკებს უგზავნის ქვემო მაჩხაანის ფილიალის გამგეობას და სთხოვს დააჩქარონ წლიური ანგარიშისა და შემოსავლის 20 %-ის გამოგზავნა.